ალბათ ბევრისთვის ნაცნობია სახლის ვიწრო და ბნელი კორიდორი. ეს მოცემულობა ყველას ნერვებს უშლის, თუმცა, საბედნიეროდ, საქმეს პროფესიონალურად თუ მივუდგებით, კორიდორს არა მარტო ვიზუალურად გავაფართოებთ, მას კომფორტულადაც ვაქცევთ. სწორედ გამოცდილი და პროფესიონალი დიზაინერები გვიზიარებენ საიდუმლოებებს, თუ როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ვიწრო და მოუხერხებელ კორიდორს.
არასტანდარტული ფერის კედლები
არასტანდარტულ სივრცეს ძალიან მოუხდება არასტანდარტული ფერები. სხვადასხვა ფერის კომბინაცია იქცევს ყურადღებას და კორექციას უკეთებს ვიწრო შესასვლელს. იდეალური ვარიანტია ორი კონტრასტული ფერის ჰარმონიულად შერწყმა ისე, რომ ერთი ფერი ოდნავ გადადიოდეს მეორე ფერის ტერიტორიაზე.
კაშკაშა ფერის კარი
სარკე
სარკეს აქვს ჯადოსნური თვისება - ის ზრდის სინათლის რაოდენობას ოთახში და ასევე ვიზუალურად აფართოებს სივრცეს.
ვიწრო კორიდორის შემთხვევაში სარკეების გამოყენება იდეალური ვარიანტი იქნება.
ფერთა ღია პალიტრა
ყველაზე მარტივი და ამავდროულად ეფექტური საშუალება ვიწრო კორიდორის შემთხვევაში ღია ფერის პალიტრის გამოყენებაა. ასე სივრცე ბევრად დიდი და ნათელი გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში ეცადეთ ავეჯიც კედლების ფერში შეარჩიოთ.
პრიალა ზედაპირი
კიდევ ერთი უნივერსალური და მომგებიანი ვარიანტი. პრიალა ზედაპირი, რომელიც ირეკლავს სინათლეს ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩაბნელებული ტერიტორიის გასაფორმებლად.
მინა
თუ კორიდორისა და მისაღები ოთახის კედელი არ არის მზიდი კედელი, შეგიძლიათ ის მინის ტიხრით ჩაანაცვლოთ და აბსოლუტურად შეცვალოთ არა მარტო კორიდორის, მთლიანი სახლის ინტერიერი.