არსებობს მოსაზრება, რომ ძველებური ინტერიერი მთლიანად წარსულს უნდა ჩაბარდეს, თუმცა, დიზაინერები გვარწმუნებენ, რომ ზოგიერთი მოძველებული ელემენტის გამოყენებით შესაძლოა ძალიან საინტერესო თანამედროვე გარემო შევქმნათ.
სკანდინავიური სტილი ძალიან აქტუალური რომ არის, ამაზე არავინ დაობს. ინტერიერის მინიმალისტურ სტილში გაფორმება ყოველთვის მომგებიანია, თუმცა ეს შესაძლოა ძალიან მალე მობეზრდეს ადამიანს. მსგავსი გარემოს ფერად ნივთებით გაფორმება კი სულ სხვა საქმეა. საამისოდ შესაძლოა გამოიყენოთ ბებიის ნაქონი ვინტაჟური ნივთები.
გვინდა დაგარწმუნოთ, ხალიჩა ძალიან კარგი საშუალებაა მოსაწყენი ინტერიერის გასახალისებლად და გასალამაზებლად.
ასევე ძალიან აქტუალურია ბოლო დროს სავარძელი ხის სახელურებით.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სავარძლები საკმაოდ იაფი მასალით მზადდებოდა საკმაოდ გამძლე იყო და დიდხანს ემსახურებოდა თავის პატრონს.
თუ მსგავსი სავარძელი გაქვთ შენახული აგარაკზე ან ფარეხში, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, დროა განაახლოთ და გამოიყენოთ.
ფაიფურის ჭურჭელი თითქოს მოძველებულად ითვლება, მაგრამ გარწმუნებთ, ის არ კარგავს თავის ხიბლს და დღესაც ძალიან აქტუალურია.
გაგიკვირდებათ და ბოლო დროს ისევ ძალიან მოთხოვნადი და აქტუალური გახდა შუშის კედლები, რომელიც შესანიშნავად გამოიყენება ინტერიერის სტილიზაციისთვის, განსაკუთრებით სამზარეულოში, აბაზანაში, საძინებელში. გირჩევთ სცადოთ, მით უმეტეს, რომ დღეს არჩევანი უფრო ფართოა ფერისა და ხარისხის მხრივ.
და ბოლოს გვინდა გაგაფრთხილოთ და გირჩიოთ, თუ სახლში ძველებური ხის პარკეტი შემოგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის ლამინატით ჩანაცვლებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხვეწა და განახლება არ ჯდება იაფი, გვერწმუნეთ, ამად ღირს.