ბოლო დროს სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ვინტაჟური ნივთები, რომელიც ადრე თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნებოდა, თუმცა ბევრმა დიასახლისმა სასწრაფოდ მოიშორა თავიდან. არადა, თუ ვინმეს შემოგრჩათ, ნახეთ, როგორ შეიძლება შთაბეროთ სული და აჩუქოთ მეორე მას სიცოცხლე, თავად კი მიიღოთ მოდური და დახვეწილი ინტერიერი.
სკამები
სკამები, რომელიც ძალიან ბევრმა ოჯახმა მოიშორა მხოლოდ იმის გამო, რომ ძველებურად გამოიყურებოდა, ახლა ძალიან აქტუალურია, მხოლოდ გადაღებვა უნდა და ის კვლავ მოგემსახურებათ, მით უმეტეს, რომ იმდროინდელი ავეჯის ხარისხი გამორჩეული იყო.
ხის სტელაჟი
ხის ღია სტელაჟი ფეხებზე,
სავარძელი
ძველებური სავარძლები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, მით უმეტეს, რომ მათი აღდგენა არც ისე რთული საქმეა.
ხალიჩა
ამ შემთხვევაში იატაკზე და არა კედელზე.
კომოდი
ერთი შეხედვით კომპაქტური ნივთი საკმაოდ ტევადი და მოხერხებულია. ოდნავი ხლის შევლებაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიიღოთ ფუნქციური და ამავდროულად მოდური ნივთი.
მაგიდის სანათი
თანამედროვე დიზაინერები წარმატებით იყენებენ თანამედროვე დიზაინში არა მხოლოდ ძველებურ ავეჯს, არამედ მაგიდის სანათებსაც. ასევე ფეხიან ტორშერს, ეს რეტრო სტილის საუკეთესო ატრიბუტებია.
სერვანტი
ძველებური ჭურჭლის გამოსაფენი სერვანტი საოცრად ლამაზად ეწერება თანამედროვე ინტერიერში და საუცხოო ხიბლს სძენს მას.
პარკეტი
ეს ნივთი არ არის, თუმცა თუ სახლში შემოგრჩათ ძველებური იატაკი, პარკეტი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება, გირჩევთ აღადგინოთ და გააცოცხლოთ, ის ახლა ძალიან მოდაშია.