ნებისმიერ სახლში ნებისმიერი დიასახლისი ცდილობს, რომ მისი სამზარეულო მაქსიმალურად პრაქტიკული, მყუდრო და ფუნქციური იყოს, ამასთანავე, ლამაზიც. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ვაქციოთ სამზარეულო დახვეწილად და თანამედროვედ.
ვერტიკალური ბაღი
იმისათვის, რომ თქვენი სამზარეულო დაუახლოვდეს ბუნებას, მისი გაფორმების დროს გამოიყენეთ სიმწვანე, მცენარეები. განსაკუთრებით ლამაზი და საინტერესო იქნება ვერტიკალური ბაღი. ამ დროს ყელა მცენარე თავსდება ერთ კონსტრუქციაში, რომელიც შემდეგ ფიქსირდება კედელზე. ერთ სივრცეში შესაძლოა განთავსდეს სხვადასხვა სახის მცენარეები, მთავარია, მათ ერთნაირი მოვლა და პირობები სჭირდებოდეთ.
ნატურალური ქვა
ნატურალური ქვის მაგივრად სამზარეულოს მოსაპირკეთებლად ხშირად გამოიყენება
შედარებით იაფი მასალა, მაგალითად კერამოგრანიტი ან კვარცი. არადა, სწორედ მარმარილოს მომნუსხველ ნახატს აქვს უნარი, აქციოს თქვენი ინტერიერი განუმეორებლად. საინტერესოა ისიც, რომ მარმარილოს გამოყენება შესაძლებელი და აქტუალურია ყველა სტილისთვის, იქნება ეს კლასიკა, ჰაი-ტეკი თუ სხვა რამ. თანამედროვე დიზაინში ძირითადად კლასიკურ თეთრ მარმარილოს იყენებენ, თუმცა ძალიან ლამაზია შავი და მწვანე, ვარდისფერიც კი.
ნახევარკუნძული
შეზღუდულ სივრცეში სამზარეულოს კუნძულის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია და არც მოსახერხებელი იქნება, თუმცა ნახევარკუნძულზე ფიქრი ნამდვილად ღირს, ერთი მხრიდან ის მაგრდება კედელზე, ფანჯარაზე, კარადაზე, დამოუკიდებელი კი მხოლოდ ნაწილობრივ არის.
კუნძული თუ ძირითადად სამუშაო ზედაპირად გამოიყურება, ნახევარკუნძული უფრო შესანახი სისტემის ფუნქციას ასრულებს. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ნახევარკუნძული სამზარეულოს გარნიტურის ნაწილად ვაქციოთ და არ განვიხილოთ მისგან დამოუკიდებელ ელემენტად.
უხილავი სამზარეულო
ხშირად ისეც ხდება, განსაკუთრებით მცირეგაბარიტიან ბინებში, რომ დიასახლისს სულაც არ უნდა, სამზარეულოს ყველა დეტალი თვალსაჩინო იყოს, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სამზარეულოს გარნიტური კედლის უკან დამალოთ. ამ დროს ძალიან გამართლებულია ნეიტრალური ფერების, მინიმალისტური დიზაინის გამოყენება სახელურების გარეშე.
სამზარეულო კორიდორში
ერთოთახიან ბინაში, სადაც თითოეულ კვადრატულ მეტრს მართლაც ოქროს ფასი აქვს, შესაძლებელია,რომ სამზარეულო კორიდორშიც კი გაკეთდეს. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელი იქნება კომუნიკაციების განთავსება შესაბამის ადგილას, ასევე ის, რომ მეზობელს მის ქვემოთ არ ჰქონდეს საძინებელი, დაგჭირდებათ კარგი ვენტილაცია და შეგუება იმასთან, რომ თქვენი სამზარეულო იქნება ძალიან პატარა, კომპაქტური.
ეკო ოაზისი
ჩვენ ვცხოვრობთ შეშლილ, სწრაფ სამყაროში, სადაც ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს ხოლმე, არადა, განტვირთვა და დასვენება ყველას სჭირდება. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ეკო სტილი სახლში, განსაკუთრებით - სამზარეულოში. ბუნებრივი მასალები დაგამშვიდებთ და მოგცემთ ახალ ენერგიას. თუ გადაწყვეტთ ეს სტილი გამოიყენოთ, უპირატესობა ღია ფერებს მიანიჭეთ, გამოიყენეთ ქანთრის ელემენტები, შედეგი ნამდვილად გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს.