უბრალოება და ნეიტრალური დიზაინი - როგორ უნდა შექმნათ ეკოსტილი, რომელიც პოპულარობის პიკზეა


თუ გსურთ, რომ თქვენი ინტერიერი იყოს მყუდრო, მაქსიმალურად სასიამოვნო საცხოვრებლად და ეფექტური სამუშაოდ, მისის გაფორმების დროს სწორი მიმართულება უნდა შეარჩიოთ. დღესდღეობით პოპულარობის პიკზეა ეკოსტილი, რომელიც ბუნებასთან მაქსიმალურად დაახლოების საშუალებას იძლევა.


სტილის თავისებურებები


ამ შემთხვევაში სახელწოდება ყველაფერზე მეტყველებს. ამ მიმართულების მთავარი მახასიათებელი ნიშანი ეკოსტილია. ამ მიმართულების ფუძემდებლებად საკნდინავიელები და იაპონელები ითვლებიან, მათ ხომ ისე, როგორც არავის სხვას, შეუძლიათ გააერთიანონ ერთ სივრცეში ბუნებრივი მოტივები, კომფორტი და ფუნქციონალობა.



ეკოსტილში არსებობს რამდენიმე საკვანძო ფაქტორი, დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია. ეკოსტილი სუფთა სახით ნაკლებად გვხვდება ბინებში,
ის, როგორც წესი, სხვა მიმართულების ელემენტებსაც მოიცავს. ყველაზე ეფექტურ კომბინაციას ქმნის ლოფტთან, მინიმალიზმთან, ბოხოსთან, სკანდინავიურთან.

ეკოსტილისთვის დამახასიათებელია უხვი ბუნებრივი განათება ( ან კარგი ხელოვნური განათება, თუ სახლს არ აქვს საკმარისი ფანჯრები), ეკოლოგიური მასალები, ბუნებრივი ფერთა გამა, ნატურალური დეკორი, ლაკონურობა და უბრალოება, ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნეიტრალური დიზაინი.

ფერებს შორის გამოირჩევა ხორცისფერი, ნაცრისფერი, თეთრი, ასევე შავი, თუმცა ფერის არჩევისას შეზღუდული არ ხართ, თამამად შეგიძლიათ სხვა ისეთი ფერები შეარჩიოთ, რომელიც ბუნებაში გვხვდება, მაგალითად ლიმონისფერი, აგურისფერი, ცისფერი და ა.შ.

მნიშვნელოვანია მასალის ფაქტურაც, ეცადეთ თავი აარიდოთ პრიალა ზედაპირს, ქრომს. ეკოსტილი თავისთავად თბილი და მყუდროა, ცივი და მკაცრი ელემენტების ადგილი აქ არ არის.

რაც შეეხება მასალას, უფრო სწორად, მოსაპირკეთებელ მასალას - როგორც აღვნიშნეთ, გამოიყენება ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები. ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა შედეგი ამად ღირს. შეიძლება გამოიყენოთ ქაღალდის, ტექსტილის, ვინილის შპალერი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საღებავები, კერამოგრანიტი, ხის პანელები, კერამიკის ფილები. იატაკის საფრადა ლამინატი, ხე, კორპი და ა.შ.

რაც შეეხება ავეჯს ის მასალების ბუნებრივი გაგრძელება უნდა იყოს, შეეფერებოდეს მას ფაქტურითა და ვიზუალით. უმჯობესია ფორმები იყოს მარტივი და გასაგები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები