ბარის მაგიდა მცირეგაბარიტიანი სახლისთვის - პლუსები და მინუსები

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბარის მაგიდა სახლში 2000-იანების გადმონაშთია, თუმცა გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აქტუალობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ფუნქციური და ამავდროულად ლამაზი. წარმატებით გამოიყენება სამუშაო ზედაპირად და ასევე სივრცის ზონირებისთვის. 

ბარის მაგიდა შესაძლოა იყოს დამოუკიდებელი ობიექტი ან მაგიდის გაგრძელება.

მთავარი მიზეზი, რის გამოც დიზაინერები გვირჩევენ ბარის მაგიდის გაკეთებას შეზღუდულ სივრცეში, არის მისი ეკონომიურობა. გარდა ამისა, ის შესაძლოა იქცეს ინტერიერის მშვენიერ დამატებად. თუმცა მას უარყოფითი მხარეებიც აქვს, ბავშვებისთვის და ასაკოვანი ხალხისთვის ბარის მაგიდასთან ჯდომა არც ისე კომფორტულია.
გარდა ამისა, ის არ არის გათვლილი ბევრ ადამიანზე და მრავალსულიანი ოჯახისთვის პრობლემას წარმოადგენს.


რაც შეეხება ბარის მაგიდის ფორმას, ის შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის - მომრგვალებული, ორდონიანი, მართკუთხედი, კუნძული.


ბარის მაგიდის განთავსება შესაძლებელია ზონებს შორის, დამოუკიდებლად, კედლეთან, ფანჯარასთან. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სამზარეულოს ზომაზე, ფორმაზე და მდებარეობაზე.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები