ალბათ საინტერესოა, როგორია იმ ადამიანების საცხოვრებელი გარემო, რომლებიც სხვების სახლებისა თუ ოფისების მოწყობაზე ზრუნავენ და არც ისე ცოტა თანხას იღებენ ამაში. ვნახოთ, როგორ ინტერიერს ირჩევენ საკუთარი საცხოვრებლისთვის მსოფლიოს ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ინტერიერის დიზაინერები.
ჟან ლუი დენიოს პარიზული ფუფუნება
საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო დეკორატორს და დიზაინერს უბრალოდ არ შეეძლო არ შეეძინა ბინა პარიზში. სახლი მე-18 საუკუნის შენობაშია და ახლოს არის ორსეი, ლუვრი და ანტიკვარული მაღაზიებით სავსე ქუჩები. სახლის შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება 12-მა პანორამულმა ფანჯარამ მიაღებინა.
კონცეფცია მარტივი იყო - რაღაც განსაკუთრებულის, დიდებულის ეფექტი ყოველგვარი ზედმეტი
გადაჭარბების გარეშე.
პროექტის საფუძველი სინათლე, რიტმი და ჰარმონიაა. პალიტრა კი - რბილი, ნაზი ფერები მდიდრულ ოქროსთან ერთად. დიზაინერს პროფესიონალურად აქვს შერწყმული ერთმანეთთან ძველი ფრანგული და თანამედროვე ელემენტები. საბოლოოდ მიღებულ სტილს ის ნეოკლასიციზმს უწოდებს ფუტურისტული ელემენტებით.
კირილ ისტომინის ბინა საფრანგეთში
დიზაინერის სახლი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარეობს, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ზღვაზე. სახლში შექმნილი, პრაქტიკული და ძალიან მსუბუქი, შეიძლება ითქვას, უდაბნოს ინტერიერი. დაბალი ჭერის გამო, რაც ფრანგული 60-70 წლების სახლებისთვის არის დამახასიათებელი, დიზაინერმა უარი თქმა მასიურ, თაბაშირის კარნიზებზე. ზღვარი კედლებსა და ჭერს შორის ფერების ხარჯზეა გაკეთებული. პალიტრაში სამხრეთ საფრანგეთის ფერები ჭარბობს. ფაიფურის ჭაღების ნაცვლად გამოყენებულია ნიჟარისა და მძივების სანათები და ბრები, ტექსტილისთვის - ტილო. ერთი სიტყვით, სახლი სადა და ძალიან პრაქტიკულია.
კელი უესტლერის ჰოლივუდური სახლი
მდიდარი ისტორიის მქონე ჰოლივუდურ სახლში დიზაინერი 2005 წელს დასახლდა. სახლი ესპანურ კოლონიალისტურ და გრეგორიანულ სტილშია აგებული. სივრცეს განსაკუთრებულ იერს სკულპტურის მსგავსი სანათები და მდიდრული ტექსტურა სძენს. აქ შეგხვდებათ ხე, ტყავი, მარმარილო, თაბაშირი, მუხა, თხის ბეწვიც კი.
კატია გიუკის სახლი ალპურ სტილში
ამ ქალბატონის სახლის ინსპირაცია ალპები და მთის თხილამურებია. მყუდრო შალეს ატმოსფერო დიზაინერმა საკუთარ სახლში გადმოიტანა.
სახლი ძირითადად ხით არის მოპირკეთებული, რომელიც დამუშავებულია ფუტკრის ცვილით. ამ ინტერიერში სითბოს და შინაური სიმყუდროვე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
მაილზ რედის ფერადი თაუნჰაუსი
მანჰეტენზე მდებარე ეს ორსართულიანი თაუნჰაუსი შეძენის დროს საშინელ მდგომარეობაში იყო. მის გაკეთებას და აღდგენას ერთი წელი დასჭირდა. დღესდღეობით კი ამ სახლის თითოეული ოთახი არის საოცარი, შთამბეჭდავი თავისი ფერადი კოლიზეუმებითა და მეტაფორებით.
დიზაინერი ინტერიერში უხვად იყენებს მცენარეებსა და ყვავილებს. სახლში ყველაზე დიდი ზომის ოთახი სარკეებით მოპირკეთებული აბაზანაა.
მაიკ შილოვის ნაცრისფერ-თეთრი ინტერიერი
ამ სახლში ავეჯის უმეტესი ნაწილი თავად დიზაინერის მიერ არის შექმნილი. სახლი მინიმალისტურ სტილშია, ფერთა პალიტრა ნაცრისფერი და თეთრია.
კარიმ რაშიდის ფერადი მინიმალიზმი ნიუ იორკში
დიზაინერი ცოლ-შვილთან ერთად მანჰეტენზე, ჩელსის ბოჰემურ რაიონში დასახლდა. მისი სახლი ლოფტის სტილშია მოწყობილი და მთავარ ღირსებას ფანჯრების ორიენტაცია წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთით, რათა მზე მაქსიმალურად აღწევდეს საცხოვრებელში. მთავარი ფერი ვარდისფერია, დიზაინერი ამბობს, რომ ეს ფერი მისთვის ისეთივეა, როგორიც თეთრი, უბრალოდ - მეტად ოპტიმისტური.
კელი ჰოპენის მოულოდნელი ინტერიერი ლონდონში
ამ ქალბატონის ორასართულიან და ექვსსაძინებლიან სივრცეში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, ბუდისტური მოტივები და თანამედროვე ხელოვნება. დიზაინერმა გადაწყვიტა, გვერდით გადაედო მისთვის დამახასიათებელი ნეიტრალური სტილი ნაცრისფერ-ყავისფერფეში და საკუთარ სახლში ექსპერიმენტებს მიმართა, გამოიყენა რა კონტრასტული მასალების და მოცულობითი ფორმები. მან ერთმანეთს შეურია ნიკელი და ოქრო, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია.
მსოფლიოს ტოპ 10 წამყვანი დიზაინერი - ისინი სამეფო ოჯახებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების საცხოვრებელ გარემოზე ზრუნავენ და ზოგიერთ მათგანს მილიონებს უხდიან თითო პროექტში