მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება გაგვაღიზიანოს საკუთარ სახლში, რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენში ნეგატიური ემოციები და მოწყენილობა და ბოლოს, რით შეიძლება გავუმკლავდეთ ამ ყოველივეს.
მეტი სინათლე
ადამიანის გაღიზიანების მიზეზი ხშირად შესაძლოა იყოს არასაკმარისი განათება ინტერიერში. როდესაც ბუნებრივი განათების საგრძნობი მომატება არ გამოდის, შეგიძლიათ გადასწიოთ ფარდები, მასიური ავეჯი ფანჯრისგან მოშორებით განათავსოთ, ფარდები უფრო თხელი და მსუბუქი ქსოვილის შეიძინოთ, რემონტის ეტაპზე მოსაპირკეთებლად მაქსიმალურად გამოიყენოთ ღია ფერები და დაკიდოთ მეტი სარკე. თუ ზემოთ ჩამოთვლილმა პუნქტებმა ვერ მოაგვარა თქვენი პრობლემა, სცადეთ და დაამატეთ ხელოვნური განათება. რაც
უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი განათების სისტემა, მით მყუდრო და სასიამოვნო გარემო გექნებათ.
გადაადგილება
გადაადგილება ახალი ემოციების აღძვრის შესანიშნავი საშუალებაა, სცადეთ, იქნება ფუნქციური ზონები ბევრად კომფორტულად გადაანაწილოთ. დაფიქრდით, სახლის რომელი ნაწილი გეჩვენებათ ყველაზე მოსაწყენად, თუ ეს მაგალითად სამუშაო ზონაა, იფიქრეთ იმაზე, სად შეიძლება გადადგათ თქვენი სამუშაო მაგიდა და ა.შ.
ტექსტილის განახლება
ცუდი განწყობა შესაძლოა უმნიშვნელო დეტალმა, ან უბრალოდ საერთო სიტუაციამ გამოიწვიოს, ამ დროს სცადეთ და განაახლეთ ტექსტილი, შეცვალეთ ფერები, დაკიდეთ ახალი ფარდები, თუ ამის საშუალება არის, გამოცვალეთ რბილი ავეჯი, თუ - არა, მხოლოდ შალითები, გადასაფარებელი, დაამატეთ ფერადი ბალიშები, ხალიჩა და ა.შ. სამზარეულოს ჩაის ტილოების შეცვლამაც კი შესაძლოა გამოგიკეთოთ განწყობა და ხასიათი.
მეტი ფერი
,
თუ კონკრეტულად რომელიმე ოთახი გაღიზიანებთ, შესაძლოა არასწორად შეარჩიეთ კედლის ფერი. ეს ხშირად ეხება ხოლმე ნეიტრალურ ფერებს, რომელიც დროთა განმავლობაში მოსაწყენი ხდება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ინტერიერი აქსესუარებით, აქცენტებით გაახალისოთ, დაუმატეთ მკვეთრი ფერები.
გამწვანება
და ბოლოს, ყველაზე მარტივი, თუმცა ეფექტური საშუალება გახლავთ სიმწვანე ინტერიერში. ოთახის მცენარეები საოცრად ამშვიდებს ადამიანის ნერვულ სისტემას და ახალისებს გარემოს თუ აქამდე არ გქონდათ სახლში, დაფიქრდით, იქნება დროა იქონიოთ.