წიგნების შენახვის არასტანდარტული იდეები

წიგნი არა მარტო ცოდნის წყარო, ხელოვნების ნიმუშიც არის, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი ოსტატურად დემონსტრირება საკუთარ სახლში. არსებობს წიგნების შენახვის ბევრი იდეა, რაც მოგცემთ საშუალებას, ჩაატაროთ ექსპერიმენტები და შეარჩიოთ თქვენი ინტერიერისთვის შესაფერისი.


წიგნების შენახვის პირველი და ყველაზე მარტივი იდეა იატაკზე შენახვაა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იატაკი მართლაც არის წიგნების თაროს ერთ-ერთი სრულფასოვანი ალტერნატივა.

იატაკზე განთავსებულ წიგნები შესაძლოა საინტერესოა კომპოზიციად იქცეს ინტერიერში. ეს ვარიანტი მისაღები და მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სახლში შეზღუდული სივრცეა და არ არის ადგილი თაროებისა და კარადებისთვის. ამ ვარიანტის ერთადერთ
მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, რომ წიგნი შეიძლება დაზიანდეს და ან მისი პოვნა იყოს ცოტა მოუხერხებელი.

მეორე ვარიანტად შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფანჯრის რაფა. ასე განთავსებული წიგნები კომფორტის და სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. ასეთ თვალსაჩინო ადგილზე დაბინავებული წიგნები ადამიანს ინტერესს და წაკითხვის სურვილს აღუძრავს.

ნებისმიერი ჰორიზონტალური ზედაპირი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც თავისუფლად შეძლებთ წიგნების კოლექციის შენახვას. ეს ადგილი იძლევა უნიკალურ საშუალებას მოაწყოთ წიგნების თარო, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც დეკორის ელემენტი. ამ ვარიანტის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ ადგილია შეზღუდული და შესაძლოა წიგნები დაიმტვეროს.


მისაღები და ორიგინალური ვარიანტია ასევე წიგნების შესანახად უხილავი თარო. ასეთ თაროებს მონტესორის თაროებს უწოდებენ და ძირითადად ბავშვის ოთახში იყენებენ, რათა ბავშვებს წიგნის მიმართ ინტერესი გაუღვივონ.


ლამაზი ყუთიც შეიძლება გამოდგეს წიგნების შესანახად და იქცეს ინტერიერის ფუნქციურ ელემენტად.
არსებობს კიდევ რამდენიმე ორიგინალური ვარიანტი, რომელიც ერთი შეხედვით არცთუ ადვილად გასაკეთებელი და მოსახერხებელია, თუმცა ამ ვარიანტებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს და რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის, ეს თქვენი გადასაწყვეტია.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები