ბინა 1910 წელს აგებულ შენობაში მდებარეობს, სადაც ალილუევების სახლ-მუზეუმია განთავსებული. ამ ბინაში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სტალინი ცხოვრობდა, 1917 წელს კი, ბინას, როგორც კონსპირაციულ თავშესაფარს, ხშირად ლენინიც სტუმრობდა. ამ ფაქტს სახლის ფასადზე განთავსებული სამახსოვრო ბარათი ადასტურებს.
ამ ბინის მეპატრონემ უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, დახმარებისთვის დიზაინერებს მიმართა და მათ სადა, მინიმალისტური ინტერიერის შექმნა სთხოვა, რათა ბინა მალე გაყიდულიყო. გაიყიდა კიდეც და შემდეგი მფლობელი ბავშვიანი ოჯახი აღმოჩნდა.
"ბინაში, ყველა ფანჯარა და ოთახი ერთი კედლის გასწვრივ არის განლაგებული. ეს საკმაოდ გავრცელებული წყობაა ძველ კორპუსში, ამიტომ იყო
საძინებლებში დამონტაჟდა კარადები. მშობლების საძინებელში შესანახი სათავსოები მინის რელიეფური ფასადებითაა გამოყოფილი. ბავშვს ცალკე ოთახი აქვს. "
როგორც ბევრ რევოლუციამდელ ბინაში, აქაც ისტორიულად ორი შესასვლელი იყო - წინა და უკანა. ბინა ბოლო, მეექვსე სართულზე იყო განთავსებული და მეორე შესასვლელი უკანა კიბით ჰქონდათ. იატაკქვეშა საქმიანობისთვის ეს მნიშვნელოვანი გარემოება იყო.
უკანა კიბეზე გასასვლელი სამზარეულოში მდებარეობდა. კარი უხილავი გავხადეთ. სამზარეულო კომპლექტი ორ ნაწილად გაიყო: პირველ განყოფილებაში მოვაწყვეთ ნიჟარა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ხოლო მეორეში - საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჭრელი ზედაპირი. განსაკუთრებული გამოწვევა იყო დავალება სამზარეულოს ავეჯთან დაკავშირებით - არასტანდარტული ამბავია, როდესაც სამზარეულო კარით იყოფა", - ხსნის დიზაინერი.
ინტერიერი აგებულია თანამედროვე და კლასიკური სტილის კომბინაციაზე, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს სხვადასხვა ეპოქას.