რემონტის დროს დასახმარებლად და იდეებისთვის ხშირად მივმართავთ ინტერნეტსა და ბლოგერებს. არად, მათი რჩევები ყოველთვის გასათვალისწინებელი როდია. მოდით, ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.
ღია თაროები სამზარეულოში
ბოლო დროის ტენდენციების თანახმად კომფორტულ სამზარეულოში უნდა იყოს მეტი სივრცე და თავისუფლება, აქედან გამომდინარე, სულ უფრო აქტუალური ხდება ღია თაროები. გეთანხმებით, ეს ეფექტურია, ლამაზადაც გამოიყურება, თუმცა მოსახერხებელი და კომფორტული ნამდვილად არ არის, რატომ? თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი სათავსო უამრავ მტვერს დააგროვებს. ამიტომ უმჯობესია უპირატესობა ტრადიციულ, დახურულ კარადებს მიანიჭოთ.
მარმარილოს ზედაპირი
არავინ დავობს იმაზე, რომ მარმარილო შთამბეჭდავად და
მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ საინტერესოა, რამდენამ კომფორტულია ასეთ ზედაპირთან ურთიერთობა. ბევრმა დიასახლისმა შეიძლება არც კი იცის, რომ მის საოცნებო მარმარილოში ძალიან ადვილად ჯდება ჭუჭყი და არც მარტივი გასაწმენდია. ბევრად მოსახერხებელი და მარტივად მოსახმარია კვარცი. ის კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურასაც და არის ბევრად მდგრადი და გამძლე, ვიდრე მარმარილო.
ვერცხლისფერი მაცივარი
ამ ფერის მაცივარი ყოველთვის თეთრი ფერის მაცივარზე ძვირი ღირს, თუმცა ფასი ყოველთვის როდი ამართლებს ხარისხს. ასეთ ზედაპირს ბევრად მარტივად ეტყობა ნათითურები და ჭუჭყი, გარდა ამისა, თუ შეცვლით დიზაინს, ის შესაძლოა უბრალოდ არ მოუხდეს სხვა ფერის ინტერიერს, რაც თეთრი ფერის შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია - თეთრი აქტუალობას არასდროს კარგავს.
დასადები ნიჟარა
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დასადები ნიჟარა აბაზანაში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი არის წარმოდგენილი ბაზარზე, დადებით მხარეებად ამ ორი მაჩვენებლის გარდა ვერაფერს ჩამოვთვლით, არის ლამაზი და არის ფართო არჩევნი ბაზარზე. რაც შეეხება მის პრაქტიკულობას, ის გასაწმენდადაც უფრო რთული, მოსავლელადაც და შესარჩევადაც.
თეთრი ფერის ავეჯი
თეთრი ფერის რბილი ავეჯი ძალიან რთული მოსავლელია, მას თითოეული ანაბეჭდი ლაქად ეტყობა. ასეთ დივანზე ბოლომდე მოდუნებას და დასვენებას ალბათ ვერასდროს მოახერხებთ იმის შიშით, რომ რამე არ დაეტყოს ლაქად. ვიზუალი და ეფექტურობა თეთრი რბილი ავეჯის ერთადერთი დადებითი მხარეა, სხვა მას უბრალოდ არ გააჩნია.
შავი იატაკი
შავი იატაკი და ღია ფერის კედლები, კონტრასტი, გეთანხმებით, ძალიან ლამაზია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეაჩეროთ არჩევანი მასზე, თუ პრობლემების შექმნა გსურთ. შავი ფერი იატაკს ეტყობა აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, მტვრის ყველა ნაწილაკი, ყველა ნაკაწრი.
პატარა ზომის ფილები აბაზანაში
პატარა ზომის კერამიკულ ფილებს აბაზანაში, როგორც წესი, მოზაიკის ასაწყობად იყენებენ და ეს ძალიან ლამაზი და ეფექტურია, მაგრამ მოსასვლელად როგორი რთულია, ამას მხოლოდ გამოცდილი დიასახლისები თუ მიხვდებიან. ფილები თუ საგულდაგულოდ არ გაიწმინდა, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არ გამოიყურება სუფთად ბაქტერიების გამრავლების კერაა და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, მსგავსი არჩევანის გაკეთებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.