დიზაინერები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ინტერიერში ამ ფერების გამოყენებისგან


ფერთა მდიდარ პალიტრაში არსებობს ფერები, რომელთა გამოყენებისგან დიზაინერები თავის შეკავებას გვირჩევენ. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია, ეს არის მხოლოდ რჩევა და არავითარ შემთხვევაში მკაცრი მითითება. მოდით, გადავხედოთ ამ ფერებს. თუ თვლით, რომ ეს რეკომენდაციები თქვენთვის მისაღებია, გაითვალისწინეთ, თუ არადა, მიყევით საკუთარ გულს და გემოვნებას და სასურველი ფერი ისე შეარჩიეთ.

წითელი


ეს ფერი აგრესიულ და ზედმეტად ენერგიულ ფერად მიიჩნევა. ამ ფერის ჭარბად გამოყენება ადამიანს ღლის, აღიზიანებს. თუ მაინცდამაინც წითელი ფერის გამოყენება გნებავთ, გირჩევთ გამოიყენოთ შედარებით თბილი ტონები, მაგალითად, აგურისფერი ან იასამნისფერი.

ნაცრისფერი


ნაცრისფერი
აქტუალობას არასდროს რკარგავს. ნაცრისფერი სამზარეულო და მისაღები ისევ მოდაშია, თუმცა არ გირჩევთ ამ ფერის გამოყენებას ისეთ ინტერიერში, სადაც სინათლის ნაკლებობაა.

მუქი ფერები


მუქი ფერები ხშირად გამოიყენება ინტერიერში და ლამაზიც არის, თუმცა მათთან სიფრთხილეა საჭირო, ზედმეტად მუქმა გამამ შესაძლოა ადამიანის ფსიქიკაზე არცთუ დადებითი გავლენა მოახდინოს, ეცადეთ, რომ ფერი იყოს თბილი და მჩატე.

მონოქრომული სქემები


ერთფეროვანმა სივრცემ შესაძლოა ადამიანი გააღიზიანოს და შეაშფოთოს. იმისათვის, რომ სივრცე ვიზულაურად საინტერესო იყოს, აუცილებელია კონტრასტის არსებობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები