როგორ მოვაწყოთ სახლის ბიბლიოთეკა: დიზაინერის რჩევები

წიგნი სამართლიანად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ადამიანთა გულებში და ჩვენი სახლის ბიბლიოთეკების თაროებზე.
როგორ შეიძლება მოვაწყოთ ბიბლიოთეკა ინტერიერში?
იმისათვის, რომ ინტერიერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს:

დათვალეთ წიგნები
შესანახი სისტემის შესაქმნელად დათვალეთ წიგნები, რათა გაიგოთ, რამდენი წიგნი დაეტევა თაროზე.
გაითვალისწინეთ გამოსაწევი თარო დიდი წიგნებისა და ალბომებისთვის. ასეთ თაროზე შეგიძლიათ წიგნი გადაფურცლოთ სიმძიმეების აწევის გარეშე.

გაითვალისწინეთ  დატვირთვა
გაითვალისწინეთ წიგნების წონა, თაროების მასალა და იმ ზედაპირების მახასიათებლები, რომლებზეც თაროები დამაგრდება.

მინა თუ ღია თაროები
გაითვალისწინეთ, რომ დახურული თაროები ნაკლებ მტვერს აგროვებს, მაგრამ, ღია თაროებთან შედარებით ეს ნაკლებად
მოსახერხებელია.

იყავით კრეატიულები
კონსოლის მაგიდის ან ფანჯრის რაფის ქვეშ მდებარე ადგილებს შეუძლიათ ახალი განზომილება შესძინონ ინტერიერს.

მზის პირდაპირი სხივების საშიშია
სახლის ბიბლიოთეკა დაცული უნდა იყოს მზისგან, ხოლო თავად ოთახში არ უნდა იყოს განათების ნაკლებობა.

არ დაივიწყოთ აქსესუარები
ჭერამდე განთავსებული ფართო და ლამაზი წიგნის კარადისთვის ღირს საფეხურის ან კიბის შეძენა.


თაროების ოპტიმალური სიღრმე არ უნდა იყოს 35-40 სმ-ზე მეტი
საძინებელი ან საბავშვო ოთახი არ არის ბიბლიოთეკის ადგილი. გახსოვდეთ, რომ წიგნის მტვერი ძლიერი ალერგენია. თუ სხვაგან არ გაქვთ ადგილი, მაშინ უმჯობესია თაროებს მინის კარები გაუკეთოთ.
რაც უფრო ნაკლებს კითხულობთ, მით უფრო ფრთხილად უნდა აირჩიოთ წიგნები - წერდა ჟან-ჟაკ რუსო. გამოიყენეთ ჩვენი რჩევა და თქვენი ყველა წიგნი იპოვის ღირსეულ ადგილს სახლის ბიბლიოთეკაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები