"ქალაქი პლანის, ქალაქი აბების, ქალაქი საშიში - ბინძური ამბების..." - რად იქცა თბილისი?

ახალგაზრდა პოეტის ლექსში ასახული სამწუხარო რეალობა:

თბილისი - S O S !

ქალაქი პლანის,
ქალაქი აბების,
ქალაქი საშიში -
ბინძური ამბების...

ქალაქი დანების,
ქალაქი სიკვდილის,
ქალაქი ვითომ და
მეგობრულ ღიმილის...

ქალაქი საცობის,
ქალაქი გადაღლის,
ქალაქი პრობლემის -
ღალატით გადაჭრის...

ქალაქი ტაძრებით,
ვითომ და მარხვებით,
ქალაქი ნერვებზე -
ძირძველი ძარღვებით...

ქალაქი შურის და
უსიტყვო ჩაძირვის,
მოყვასის უგულოდ,
უაზროდ დაცინვის...

ქალაქი ევროპა,
ან იქნებ რუსეთი,
თუ გშია - ფასფუდი,
ან იქნებ ბუფეტი...

ქალაქი ტექნიკის,
ქალაქი პლანშეტის -
"გაჭედა შეჩემა -
face-ზე არ
შედის "...

ქალაქი მდიდრების,
ქალაქი მშივრების,
ქალაქი პროგრესის და
მუდამ ყალბ ცდების...

ქალაქი ტარიფის,
ქალაქი მიტინგის,
მთაწმინდა გაბრაზდა -
ცინიზმით იღიმის...

ქალაქი პარტიის,
ახალი თაობის,
სულ მუდამ ბიძგების
და მუდამ ჭაობის...

ქალ-კაცთა ქალაქი,
ქალაქი გენდერის,
მუნჯი და ოხერი,
საოცრად - აქ მღერის...

ქალაქი ტურისტის,
ქალაქი მიგრანტის,
ჩემივე ქალაქი -
დაღუპვას მიქადის...

ქალაქი ბეტონის,
სულ მუდამ საცობის,
და ისევ ყოველდღე,
ყოველდღე გართობის...

უჯიშო პლანის და
უებარ აბების,
ათასი ჭორის და
საშიში ამბების....

ნიკუშა ფაიქრიძე

კომენტარები

ნათელა 2018-01-25 22:31
ახლა ეს არის ცხოვრება? მშვენიერ ფილმს ვუყურებდი, თურქეთის მეგა ვარსკვლავი კივანჩი ტამაშობს შიგ, ამასწინათ მსოფლიო ვარსკვლავებს შორის მამაკაცებში პირველ ადგილზე იყო, ამათმა 20 წუთის შემდეგ გამორთეს და ჯაჯანიძე ჩართეს თავისი სატირალი გადაცემებით. ამ ქალაქს აწუხებს რამე ამ ქვეყანაზე? არ უნდა გაოთვალისწინო ადამიანის გემოვნება და სურვილი? . წავედი, ახლა შენი ლექსები უნდა წავილითხო. მომკლა სიბნელეში სიცოცხლემ.
ნათელა 2018-01-25 20:56
ჩემო ნიკუშა, ასე იმიტომ გწერ ვფიქრობ შვილად თუ არა შვილიშვილად მაინც მერგები. სანამ ქალაქში უმუშევრობაა, ერთი მუჭა ფეოდალები იკვებებიან და დანარჩენი მოსახლეობა შიმშილობს, ქალაქში ყველაფერი მოზღვავდება. ყველა უმსგავსოება გადაუვლის სიკეთეს, სილამაზეს, ვაჟკაცობას, კაი კაცობას,მეგობრობას, სწავლას, განათლებას. აბა, შეიძლება ერთს იმდენი ხელფასი ქონდეს თვიურად, სხვა წელიწადში რომ ვერ იღებს? ბატომყმობაა ჩემო კარგო და ხომ გახსოვთ სიმღერა, "ჩავუხტეთ ბარათაშვილსაო" იქნება ვასწავლოთ თვლა ჩვენ მთავრობას და დავანახოთ 21 საუკუნის ადამიანები, წერე , წერე ჩემო კარგო, წერე, ხანდახან კალამი უკეთ ისვრის....
თამარი 2018-01-19 12:26
და მაინც ქალაქი სიყვარულისა და იმედის, ჩვენი საყვარელი დედა თბილისი
beni 2018-01-17 14:39
eg iasnia,mtavari tavshia///////////////////
!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 2018-01-16 23:09
სამწუხაროდ ეს ჩვენ შევქმენით. აი ასეთ ქალაქად ვაქციეთ თბილისი!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები