„შე-„ამკე“ შენი სახლის კარი“ - ამ სლოგანით ორმა ახალგაზრდა გოგონამ - სალომე ქიქავამ და ნინო გოზალიშვილმა შესანიშნავი საქმე წამოიწყეს. ისინი კარის მომინანქრებულ აბრებს ქმნიან, რომელშიც ოჯახური რელიკვია, სიმბოლიკა და სახლის მეპატრონისთის სასურველი მესიჯი ერთადაა თავმოყრილი. რასაკვირველია, თითოეული აბრა ინდივიდუალური და ერთადერთია. სალომე ქიქავა გვესაუბრა ამ სიახლეზე.
- „ამკე“ არის ”QinQi”-ს შვილობილი სტარტაპი, რომელიც ჩემ მეგობარ ნინო გოზალიშვილთან ერთად შევქმენი. ლოგოზეც ორი ჩიტი, ორი მეგობარი გოგოს სიმბოლოა, რომლებიც სახლის კარის გალამაზებაზე იზრუნებენ.
3 წლის წინ, როცა ჯიპას მაგისტრატურაში პიარის სწავლა დავასრულე, კარგად დავფიქრდი, რისი
კეთება მინდოდა. იმ დროს ვმუშაობდი კიდეც ჯიპაში, მქონდა ბევრი საინტერესო კარიერული შემოთავაზება, თუმცა მივხვდი, რომ რაღაც ბევრად საინტერესო და არარუტინული საქმე მიხმობდა. მსურდა, დიდი გამოცდა მომეწყო საკუთარი თავისთვის, სადაც ჩემს ცოდნას და შესაძლებლობებს კომპლექსურად გამოვიყენებდი. გადავწყვიტე უარი მეთქვა ყველაფერზე და ჰობი ძირითად საქმიანობად მექცია. მინიმალური საწყისი კაპიტალით დავიწყე ჩემი მიკრო ბიზნესი. მივედი ჩემს მეგობარ ნინოსთან სახელოსნოში და პირველი ნამუშევრის კეთებას უკვე ”ქინქის” სახელით შევუდექი. ჩემი რადიკალური გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო ოჯახისა და მეგობრებისთვის, არ ესმოდათ, რისთვის ვისწავლე ამდენი, თუ ყველაფერზე უარი უნდა მეთქვა. ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილებამ საუკეთესო შედეგი გამოიღო, „QinQi" შედგა როგორც ბრენდი და არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი განახორციელა. მე და ნინო (მეგობარი, რომელმაც სახელოსნოში შემიფარა) ისევ ერთად ვმუშაობთ და უკვე ძალიან საინტერესო საერთო პროექტ ”ამკე”-ს წარმოგიდგენთ. ”QinQi” ამზადებს მინანქრის სამკაულებს, სუვენირებს, ნაძვის ხის სათამაშოებს და ა.შ., ”ამკე” კი მხოლოდ აბრების მიმართულებით იმუშავებს, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ სახლის დეკორაციებითაც გაგახაროთ.
- სახელი „ქინქი“, როგორც ვიცი, თქვენს გვართანაა კავშირში, მაგრამ რატომ "ამკე"?
- ამკე - შესამკობელთან არის კავშირში, ჩვენი სლოგანიც „შე”ამკე” შენი სახლის კარი“ სწორედ აქედან მოდის.
- თითოეული აბრა თითქოს რაღაც ისტორიას, მესიჯს გადმოსცმეს სახლთან, მეპატროენასთან დაკავშირებით... ალბათ ესაა თქვენი მთავარი მახასიათებელიც...
- აბრა არის ისტორია, ოჯახური რელიკვია. ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ, უკვე გამოირჩევიან საკუთარი ცხოვრებისადმი განსაკუთრებული მიდგომით, ისინი ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებით არ ცხოვრობენ, მათ სახლებში სიყვარული, მარტივი დეტალებით ტკბობა, სიხარული და ბედნიერებაა. ამიტომ თითოეულ დამკვეთთან პირადად შეხვედრით, გასაუბრებით და ამ დეტალების დადგენით იწყება ყოველი აბრის ესკიზის შექმნა. მერე მე და ნინო ვსხდებით და იწყება იდეების ქარიშხალი - ფორმების, სიმბოლოების, ფერების... და სანამ ორივე შეყვარებულები არ ვუყურებთ ჩვენ საერთო იდეას, მანამდე გრძელდება იდეების გაცვლა გამოცვლა და შეფასება. ბოლოს უკვე ისე მოგვწონს, რაც მოვიფიქრეთ, უბრალოდ შეუძლებელია, დიდი სიყვარულის და დადებითი ენერგიების გარეშე შევძლოთ ამ ყველაფრის განხორციელება. ამიტომაც გამოდის განსაკუთრებული, ძალიან პირადი და სიმბოლიკით შემკული.
- აბრა რა მასალისგან მზადდება? გასაგებია, რომ ზედაპირი მომინანქრებულია, მაგრამ თვითონ აბრა რა მასალისაა და რა ფორმით ხდება მისი თუნდაც რკინის კარზე მიმაგრება?
- ეს არის მომინანქრებული სპილენძი, სპილენძის და ვერცხლის ტიხრებით. აბრას აქვს ნახვრეტები და მოყვება სპეციალური სამაგრები, სახრახნისები, რითაც მაგრდება ნებისმიერ ზედაპირზე, რკინის კარზე, აგარკის ჭიშკარზე, ზოგს კედელზე ურჩევნიაა, მოკლედ მისი მიაგრება შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე.
ციცი ომანიძე