ცნობილი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სუპერიახტები აქვთ

მდიდარ ადამიანებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ - ზოგს სასტუმროში ცხოვრება უყვარს, ზოგს - საკუთარი იახტის სალონში, ნავსადგურების, ზღვებისა და ოკეანეების ცვლისას. ჩვენ გიამბობთ დიდი იახტების მფლობელებსა და მათ ჩვევებზე

ჯორჯიო არმანი


ჯორჯო არმანიმ თავისი პირველი სუპერიახტა სამოცდაათი წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე იყიდა და მას მარიუ უწოდა. ათი წლის წინ მან ის გაყიდა და იმავე გემთსაშენიდან კიდევ ერთი შეუკვეთა. იტალიელი კუტურიეს ახალი ფავორიტი, 15 მეტრით გრძელია! იდეალურად გაპრიალებული, შავი, მთელ სიგრძეზე შეფერილი მინით, ის ეფექტურად ეპაექრება ზღვაზე თეთრი იახტების აბსოლუტურ უმრავლესობას.
ინტერიერი, რა თქმა უნდა, თავად ოსტატმა შექმნა. 

ყოველ ზაფხულს არმანი ექვს კვირას ატარებს ხმელთაშუა ზღვის კრუიზში სენ-ტროპედან სიცილიურ პანტელერიამდე, გზად ჩერდება იბიცაზე, ფორმენტერაში, სარდინიაში.



რომან აბრამოვიჩი

ეს არის სუპერიახტა, რომელიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. იახტა 2009 წლის 12 ივნისს ჩაუშვეს წყალში და იმ დროს მსოფლიოში უდიდეს კერძო სატრანსპორტო გემად ითვლებოდა. მისი ღირებულება ტექნიკურ აღჭურვილობასთან და ავეჯთან ერთად 1,2 მილიარდი დოლარია.


ჯეფ ბეზოსი

127-მეტრიანი იახტა მსოფლიოში უდიდეს იახტად ითვლება. მისმა მფლობელმა, "ამაზონის" დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, როტერდამის ხელისუფლებას შესთავაზა ისტორიული ხიდის დროებით დემონტაჟი, რათა მას თავისი სამმაგი იალქნიანი ნავი ზღვაში გაეყვანა. ქალაქის მამებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგან მილიარდერი ხიდის რემონტის ხარჯების საკუთარი ჯიბიდან გადახდას აპირებდა, თუმცა ადგილობრივი აქტივისტები აღშფოთდნენ და იახტას დამპალი კვერცხების დაშენას დაჰპირდნენ. იმისათვის, რომ მოქალაქეები არ შეეშინებინათ, გემთმშენებელმა ქარხანამ კორუ სხვა ქარხანაში გადაიყვანა ანძების დასამონტაჟებლად.


დაიანა ფონ ფურსტენბერგი

დაიან ფონ ფურსტენბერგისა და მისი მეუღლის, ბარი დილერის იახტა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესად ითვლება და მას ძველი ბერძნული განთიადის ქალღმერთის სახელი ჰქვია. წყვილს ზღვაში მოგზაურობა უყვარს - გაიხსენეთ მათი ტური საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულებზე ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის თანხლებით. მოდის დედოფალმა ეს თავის ბლოგში გაამხილა.


პიერ ლუიჯი ლორო პიანა

იტალიელი მილიარდერი პიერ ლუიჯი ლორო პიანა არა მხოლოდ მოდის იმპერიის ერთ-ერთი წარმომადგენელია, არამედ გამოცდილი სპორტსმენი. ამიტომ, აშკარაა, რომ მას საკუთარი ცხოვრება პირადი იახტის გარეშე ვერ წარმოუდგენია. საყვარელი იალქნიანი ნავის ჩაძირვის შემდეგ ბიზნესმენმა გადაწყვიტა შეეძინა სხვა ტიპის უფრო დიდი გემი.

ტაიგერ ვუდსი

მილიარდერმა მეგოლფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობის ტურნირის შემდეგ ყოველდღე ისვენებს თავის იახტაზე, დილით კი გახურების ნაცვლად ცურვაზე მიდის. ტაიგერ ვუდსმა იახტა 2004 წელს შეიძინა. მასზე 17 ადამიანი ეტევა. ბორტზე არის კინოთეატრი, სპორტული დარბაზი და ჯაკუზი.

დევიდ გეფენი


ამერიკელი პროდიუსერის, დევიდ გეფენის იახტაზე გამართული წვეულებები შეიძლება კონკურენციას უწევდეს დაიან ფონ ფურშტერნბერგის მიერ ორგანიზებულ წვეულებებს. ობამა, სტივენ სპილბერგი, ჯეი ჯეი აბრამსი, ოპრა და ჯულია რობერტსი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილი სტუმრებისა, რომლებმაც ეს გემი მოინახულეს. სტუმრებს არ აქვთ დრო მოსაწყენად: იახტას აქვს კინოთეატრი და კალათბურთის მოედანი.


ტომი ჰილფიგერი

ტომი ჰილფიგერი საკუტარ იახტას ზაფხულის სახლად იყენებს: ის ზაფხულს ხმელთაშუა ზღვაში სენ-ტროპედან პორტოფინომდე, სარდინიასა და კაპრიმდე მოგზაურობაში ატარებს. 

ვალენტინო გარავანი

მოდის დიზაინერ ვალენტინო გარავანის თავისი იახტა 1988 წლიდან ეკუთვნის და ის მაინც მნიშვნელოვან შეხვედრის და დასასვენებელ ადგილად რჩება მისი ოჯახისა და ცნობილი მეგობრებისთვის. იახტას მისი მშობლების, ტერეზასა და მაუროს სახელი ჰქვია და ის პიტერ მარინომ დააპროექტა, დიზაინერმა, რომელსაც ვალენტინომ თავისი ნიუ-იორკის ბინაც ანდო.

ბილ გეითსი


ყველას გვახსოვს, რომ სტივ ჯობსისთვის განკუთვნილი იახტა თანამედროვე დიზაინის მთავარმა ვარსკვლავმა, ფილიპ სტარკმა ააგო. როგორ შეეძლო მაიკროსოფტის დამფუძნებელს, ბილ გეითსს, ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემა? დიდი ხანია პასუხს ველოდით და საბოლოოდ ის გამოჩნდა. 2020 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდერმა თავისთვის შეუკვეთა ხუთსართულიანი სუპერიახტა, რომელიც თხევად საწვავს მოიხმარს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები