ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის უკანასკნელ ტენდენციებს თუ მივადევნებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ ბუნებრივმა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, კვლავ პოპულარული გახდა ხის მასალის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში ხის ბუნებრივი ეფექტის შენარჩუნებითაც კი. ხის მასალაზე ინტერიერსა და ექსტერიერში, მის ღირსებასა და თვისებებზე გვესაუბრება აკაკი ბაქრაძე, ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გადმოიბარა და წარმატებით გააგრძელა მამის საქმიანობა, შემდეგ თანამედროვე ხედვითა და საინტერესო იდეებით გაამდიდრა და ახალ საფეხურზეც აიყვანა.
- მამა მხატვარი იყო, თითქმის ყველა მასალაზე მუშაობდა: თიხაზე, ქვაზე, ლითონზე და ბოლოს
ყველაზე მეტად ხემ გაიტაცა. შემდეგ ეკლესია-მონასტრებზე დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად სვეტიცხოველში იყო და „საქართველოს დიდების“ ხატის კიოტი შექმნა. შემდეგ ნელ-ნელა სხვა ტაძრებმაც დაუკვეთეს საეკლესიო ინვენტარი თუ სხვადასხვა ნაკეთობა. დღეისათვის საქართველოში არც ერთი ეპარქია და თითქმის არც ერთი ტაძარი არ შემხვედრია, სადაც მამას რაღაც პატარა ნამუშევარი მაინც არ იყოს. გარდაცვალებამდე ბერად აღკვეცეს გაბრიელის სახელით, ოღონდ, მონასტერში წასვლა ვეღარ მოასწრო.
- თავად როდის დაიწყეთ ხეზე მუშაობა?
- სადღაც 15 წლის ვიყავი, როდესაც რაღაც ორნამენტების კვეთა დავიწყე, სახელოსნოში ძალიან ნაცნობი გარემო იყო, იქ გავიზარდე და ამიტომ მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის ყველაფერი. მერე ანაზღაურების თვალსაზრისითაც დავინტერესდი, რადგან თანხის გამორთმევა მშობლებისთვის მრცხვენოდა და როდესაც შევატყვე, რომ რაღაც გამომდიოდა, უკვე სერიოზულად მივუდექი საქმეს. როდესაც მამა ავად გახდა, თავისი საქმიანობა თანდათან მე გადმომაბარა.
არქიტექტურულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მესამე კურსზე გახლდით, როდესაც მამა გარდაიცვალა. მახსოვს, პირველ წელს ძალიან გამიჭირდა მარტო მუშაობა, მაგრამ მერე ახლებურად, განსხვავებული ხედვით მივუდექი ყველაფერს და ვფიქრობ, თავიც გავართვი.
ერთი შეკვეთა შემოვიდა, რომელიც უკვე ჩემი გემოვნებით გავაკეთე, გავბედე და აზარტშიც შევედი, თურმე შეიძლება ყველაფერი სხვაგვარადაც გაკეთდეს. შემდგომი მნიშვნელოვანი დაკვეთა შიომღვიმის მონასტერში შევასრულე, თითქმის მთლიანად შევცვალე ყველაფერი და რაც მთავარია, ისეთი რაღაცები გავაკეთე, რაც აქამდე არ იყო. ზოგადად საქართველოში ქვისა და რკინის ნამუშევრები შემორჩენილია საეკლესიო ინვენტარის სახით და ხის კი თითქმის არა, მხოლოდ ერთი-ორი შეიძლება იყოს.
მამასაც ეს პრობლემა ჰქონდა, რადგან როდესაც ქართული ეკლესიისთვის უნდა შექმნილიყო ინვენტარი, ყველაფრის თავიდან მოფიქრება სჭირდებოდა. შიომღვიმის მონასტერზე მუშაობის მერე, ნელ-ნელა ჩემი დიზაინით დავიწყე რაღაცების კეთება. ერთ-ერთ რესტორანში ღვინის ეზოზე მომიწია მუშაობამ. არქიტექტორის დიზაინით იქმნებოდა ყველაფერი, მაგრამ შესრულებით ყველაფერი ჩვენ შევასრულეთ, რაღაცები ჩემი დიზაინითაც გაკეთდა. როდესაც მუშაობა დავასრულეთ, ავეჯის თემატიკამ გამიტაცა, რაც სულ მაინტერესებდა, თან ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, რომ მამის აშენებული სახლიც დასამთავრებელი იყო. ნელ-ნელა მივყევი და საქმე ბოლომდე მივიყვანე. მერე ექსტერიერში დეკორატული ნამუშევრების შექმნაში დავეხმარე მეგობრებს, ნელ-ნელა გამოცდილებაც დამიგროვდა, ფართი ავიღე და საზოგადოებისთვის წარსადგენ პირველ კოლექციაზეც დავიწყე მუშაობა.
- რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული პირველ კოლექციაზე მუშაობისას?
- პირველ რიგში პრიორიტეტული იყო ის, რომ მასალად უნდა გამომეყენებინა მხოლოდ ხე და სხვა არაფერი, არანაირი „ემდეეფი“, ლამინატი და მსგავსი მასალა. შემდგომ, უმთავრესი იყო ის, რომ ნამუშევრები განსხვავებული დიზაინით შემექმნა, ამიტომ, რაღაც ესკიზის მოხაზვისას გულდასმით ვათვალიერებდი უკვე არსებულ კოლექციებს, მსგავსი ნამუშევრები არ მინდოდა ყოფილიყო სხვაგანაც. ფასზეც ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ჩემი ნამუშევრები უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ვმუშაობ ერთი პრინციპით - არასდროს ვამზადებ იდენტურ ნაკეთობებს, ყველა ნივთია ერთადერთი და მას ანალოგი არ ექნება.
- როგორია შემოქმედებითი პროცესი?
- ასე არ არის, უბრალოდ დაჯდე, რაღაც ორიგინალური მოიფიქრო და დახაზო, ან დახატო. შეიძლება ორი-სამი საათი იჯდე და ვერაფერი მოიფიქრო, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, სადღაც ყოფნის დროს, შეიძლება მოგივიდეს თავში რაიმე საინტერესო იდეა. ყოფილა შემთხვევა, ნახევარი საათი ვმდგარვარ ქუჩაში საცობში და იმდენად საინტერესო ელემენტები აღმომიჩენია ძველ შენობაზე, გადმოვსულვარ მანქანიდან და კარგად დამითვალიერებია, მოგვიანებით კი სწორედ ეს დეტალი გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო. ზოგადად მიყვარს ძველი შენობები, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად დავდივარ ძველ თბილისში და უამრავ საინტერესო ელემენტს ვპოულობ - კარიდან დაწყებული, აივნებით დამთავრებული. საოცრად კარგი რაღაცები გამოდის ხის ნარჩენებისგან, ამგვარად მუშაობა საკმაოდ აზარტულია.
უამრავ რამეს ვქმნი ხისგან, იქნება ეს კარ-ფანჯარა, ავეჯი, დეკორატიული ნივთები თუ სახლის ინვენტარი, ჭურჭელიც კი. თითქმის ყველაფერს ვაკეთებ, რაც კი შეიძლება დასჭირდეს ადამიანს სახლში და რაც მთავარია, ყველაფერი იქმნება ქართულ ხეში, ყველაფერს ადგილობრივი ბაზრიდან ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ ახალ მასალასთან ერთად ვიყენებთ მეორად მასალას. ხის მასალა ძალიან გაძვირდა, რადგან დიდი რაოდენობით გადის ექსპორტზე და სამწუხაროდ, ნადგურდება ჩვენი ტყე. მეორადი მასალის გამოყენებით კი გარემოს ვზოგავთ.
- ხის რომელ ჯიშს ანიჭებთ უპირატესობას?
- მიყვარს ძველ მუხაზე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად შეიძლება კაკალი უფრო სჯობს, აგრეთვე ძალიან მყარია და დიდხანს ძლებს წაბლიც, მაგრამ პირადად მე მუხა უფრო მხიბლავს. ჯერ ერთი, უზომოდ აზარტულია მუხაზე მუშაობა, როდესაც მასალა მოდის, ის გარედან მთლიანად შავია და არ ჩანს, რა ხდება შიგნით, ამიტომ უკვე იწვევს ინტერესს; შესაძლოა გაშავებული მასალა ოდესღაც სახლის კედელი იყო, ათოვდა, აწვიმდა, მზე აცხუნებდა და ეს ყველაფერი აუცილებლად საინტერესოდ აისახებოდა მასზე, რაც მასალის დამუშავების შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ. ზოგჯერ იმდენად საინტერესო ყოფილა რაღაც ნივთზე მუშაობა, დამნანებია მისი გაყიდვა და დიდი გულისწყვეტით გამისხვისებია.
- რამდენად მნიშვნელოვანია და საჭირო ინტერიერსა და ექსტერიერში ხის მასალის გამოყენება?
- გარდა იმისა, რომ ჯანმრთელი და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიზუალურადაც ლამაზია. ხეს სრულიად სხვა განწყობა შემოაქვს სახლში, ის ათბობს ინტერიერს და უფრო მყუდროს ხდის, თუ შეგიმჩნევიათ, ხელით შეხებაც კი სასიამოვნოა. ინტერიერის ცნობილი დიზაინერებისა და არქიტექტორების ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თანამედროვე ინტერიერში აქტიურად იყენებენ ხის მასალას და თან ბუნებრივი ფორმებით, დაუმუშავებელი ხის ეფექტით.
- რა შეგიძლიათ თქვათ თანამედროვე ტენდენციებზე და რამდენად ითვალისწინებთ მუშაობის დროს?
- ზოგადად მინიმალიზმია ახლა მოდაში, რაც თავადაც მომწონს, რადგან გადატვირთული სახლის ინტერიერი დამღლელი მეჩვენება. ვითვალისწინებ კიდეც, რადგან როდესაც ამ საქმიანობით ხარ დაკავებული, თანამედროვე ტენდენციებს ვერაფრით აუვლი გვერდს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მომხმარებლის მოთხოვნას უნდა აკმაყოფლებდე, რაც განვითარებაშიც გეხმარება. აი, მაგალითად, როგორც გითხარით, დაუმუშავებელი ხე შემოვიდა მოდაში, ბუნებრივი ხის ეფექტს რაც იძლევა - ეს რომ ათი წლის წინ შეგეთავაზებინათ ვინმესთვის, შეიძლება დაეცინათ, აგრეთვე - დაძველების ეფექტის მქონე ნამუშევრები. როცა მიგვიტანია მომხმარებელთან სახლში, ვინმე ცოტა ასაკოვანი თუ გვხვდება, შეიძლება გვითხრას, რომ მსგავს ნივთებს ისინი შეშად იყენებდნენ და წვავდნენ. სწორედ ესაა საინტერესო - შეიძლება ისეთ რაღაცას მოუძებნო დანიშნულება თანამედროვე ინტერერში, რასაც ადრე ვერც იფქრებდი.
თეა იაკობაშვილი

კომენტარები