"ჩემთვის რესტავრაცია მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის" - ახალგაზრდა რესტავრატორის საყვარელი საქმე და გარდასახული ავეჯი

დავით ჩაგელიშვილი 29 წლის რესტავრატორია. 15 წლიდან ამ საქმეს აკეთებს და ამბობს, რომ ძველი ავეჯის გადარჩენა, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის საკუთარი სამუშაოს სპეციფიკისა და მოტივაციის შესახებ გვიყვება:

- ძირითადად აღვადგენ ისეთ ანტიკვარულ ავეჯს, რომელიც ჩემთვისაც საინტერესოა. ყველა ნივთის რესტავრაციას არ ვაკეთებ. უნდა იყოს ისეთი ავეჯი, რომლის მსგავსიც მანამდე არ გამიკეთებია, ან ისეთი, რომლის გაკეთებაზეც ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ვიღებ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გამოვცადო. ჩემთვის რესტავრაცია მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ეს არის პროფესია, როელიც ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს.
წინასწარ მაჩვენებენ სურათს, თუ დამაინტერესა, მერე მივდივარ სახლში, ვნახავ, დაველაპარაკები ფასსა და სხვა დეტალებზე.

- ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რესტავრაცია საკმაოდ ძვირი ჯდება და ახლის ყიდვა ურჩევნიათ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- რესტავრაცია ძვირი ღირს, მაგრამ არსებობს კონკრეტული ნივთები, რომლებიც რესტავრაციაზე გაცილებით მეტი ღირს. ამიტომ, გააჩნია ნივთს და მის მდგომარეობას.

- რა უპირატესობა აქვს ძველ ნივთებს?
- ჩემთვის ეს არის ხარიხსი, ისტორია და სილამაზე. ის ფაქტორი, რომ ადამიანი ამას აკეთებდა, მაშინ, როცა დენი არ იყო, არ ჰქონდა ყველა საჭირო ხელსაწყო, ქმნიდა ხელსაწყოებით, ახარჯავდა რამდენიმე თვეს და მთელ თავის სულს დებდა ნივთის აღდგენაში, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომაც მიყვარს ანტიკვარული ავეჯი.

- რა ტიპის ნივთების რესტავრირებას გთხოვენ უფრო ხშირად?
- ძირითადად, ჩემთან განადგურებული ნივთები მოაქვთ, რაც სრულ რესტავრაციას საჭიროებს. ეს არის როგორც დაკარგული დეტალების გამოჭრა, ასევე ფერისა და საკეტის აღდგენა და ასე შემდეგ.  ყველაზე ხშირად შემოდის ერთკარიანი კარადები, პატარა ზომის სამეულები, ვენური სკამები. ჩუქურთმიანი, ძალიან გადატვირთული, დიდი ზომის ავეჯი ნელ-ნელა მოდიდან გადადის იმიტომ, რომ ითხოვს ძალიან დიდ სახლს, ზოგან კორპუსშიც ძნელდება მისი ატანა ამიტომ, ასეთი ტიპის ავეჯის რესტავრაციაზე მოთხოვნა ნელ-ნელა ქრება.

- რით ჯობს ხის ავეჯი ემდეეფის ან ლამინატის ავეჯს?
- ყველამ ვიცით, რომ ემდეეფი და დეესპე ისეთი გამძლე და ლამაზი არ იქნება, როგორც ხის. თუმცა, ეს გომოვნებაზეცაა დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, ისინი ვერადროს იქნებიან ისეთი გამძლე, როგორიც სუფთა ხის ავეჯი. უბრალოდ, სუფთა ხის ავეჯი ძვირი ღირს, ამიტომ ემდეეფი იაფიანი გამოსავალია.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ის ნივთი, რომლის აღდგენაც სურს, აღდგენას არ ექვემდებარება?
- რთულია ამის შეფასება. შეიძლება გამოცდილებით მიხვდეს ან უნდა დაუკავშირდეს რესტავრატორს, რომელსაც იცნობს, წაიყვანოს, აჩვენოს და ჰკითხოს, გამოვა მისგან რამე თუ არა.

- საქმიანობის განმავლობაში, ყველაზე ძველი ან ყველაზე საინტერესო რა გაგიკეთებიათ?
- ეგეთი ნივთი არ არსებობს, ყველ ნივთი ჩემთვის გასაოცარი იყო და საბედნიეროდ, არ ჩერდება, ეს არის უწყვეტი წრე. ყოველთვის შემოვა ნივთი, რომელიც გამაოცებს.

- თქვენს მომხმარებლებს თუ მოსწონთ თქვენ მიერ რესტავრირებული ნივთები?
- კი, მოსწონთ იმიტომ, რომ ვიდრე რესტავრაციას დავიწყებ, წინასწარ გავდივართ მომზადებას, რა ფერში და როგორ უნდა გაკეთება. ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანს წინასწარ ჰქონდეს წარმოდგენა, როგორი გამოვა რესტავრირებული ავეჯი.




დავითის სახელოსნო

თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

ია 2020-10-30 11:45
როგორ დაგიკავშირდეთ?
ია 2020-10-30 11:45
მინდა დიდი ბებიის დროიდელი ძველი სარკის ჩარჩოს და პატარა ,,შკატულკის" რესტავრირება .სად მოგძებნოთ?
Guja 2020-08-14 15:23
Tansamlis karada 1912 wels shedzenili sawiroebs sestavracias
გიო 2020-08-11 19:56
ტელეფონი თუ იცით, რომ მომწეროთ
teo 2020-03-05 15:53
ანია შენ ქართული წერა არ გცოდნია....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები