"ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მერე წავიშენთ თავში ხელებს, თურმე ვინ გვყოლია და არ ვიცოდით" - უყურეთ ელენე ბებოს

ინტერნეტმომხმარებელი ლევან ტაკაშვილი ავრცელებს პოსტს და ვიდეოს ელენე ბებოზე, რომლის ნამუშევრები არც ისე დიდი ხანია, აღაფრთოვანებს საზოგადოებას:

"დღეს ელენე ბებო მოვინახულეთ. გაუხარდა ჩვენი მისვლა. ბავშვობიდან ვიცნობ ბებოს. უზომოდ უყვარდა მამაჩემი და ჩემი ძმები. ორივენი ჩემზე ხშირად აკითხავდნენ. შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. წამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა, ისე როგორ გაგიშვებთ რომ ჩემი შემოქმედება არ გაჩვენოთო. ვიდეოს ვუღებდი. მითხრა, გადაიღე, ბებო, გადაიღეო. ცხოვრობს მარტო. გული მომიკვდა, ამ სიცივეში უდგას შეშის "ფეჩი". თვითონაც ძლივს დადის, შეშის ზიდვას როგორ ახერხებს. ნუთუ თელავის მთავრობას არ გააჩნია იმდენი სახსარი,
რომ გაზის გამათბობელი ედგას? ამდენ მის უნიკალურ შემოქმედებას ხომ ქალაქს და მომავალ თაობას უტოვებს? სარდაფში იმ სინესტეში აქვს თავისი სიმდიდრე.
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მერე წავიშენთ თავში ხელებს, თურმე ვინ გვყოლია და არ ვიცოდით. დღეს ვნახე ადამიანი, რომელშიც ღმერთი ცხოვრობს. ხვალ 88 წლის ხდება. დავპირდი, მოვალ-მეთქი. იმედია მოვახერხებ."

ასევე იხილეთ ელენე ბებოზე: "ღარიბს რომ დიდი იდეები აქვს, იმან რა უნდა ქნას?"

კომენტარები

dali 2018-02-24 20:54
დიდხანს იცოცხლე ელენე ბაბო.არაჩვეულებრივი ნამუშევრები გაქვს. დავეხმაროთ ნიჭიერ ადამიანს.
cico 2018-02-19 12:03
sheapaset misi nashromi da daapinanset rom usrunveli sibere mainc kondes marto mixedva ,ra sayvarelia da didxans icocxloso ver ushvelis
neli 2018-02-18 00:10
უნიჭიერესი ადამიანი!!!! მას დაფასება-გაფრთხილება უნდა!!!!
ნინო 2018-02-13 10:19
უცხოელები რომ აღიარებენ, ჩვენ შემდგომ ვიწყებთ დიდებას ადამიანების, ხომ შეიძლება მანამდე დავინახოთ. გაახილეთ თვალი თელავისა და კახეთის მთავრობააააააააააა, რომ მოკალათდით სავარძლებში და მხოლოდ თქვენს თავებზე ფიქრობთ, მიხედეთ ბებოს მიხედეთთთთთთთთ, დააფასეთ თორემ მერე გვიან იქნება და გული დაგწყდებათთთთთთთ, გაინძერითთთთთთთთთ
nana 2018-02-12 10:06
ufalma didxans acocxlos tkbili elene bebo

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები