კალიგრაფი გიორგი სისაური ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის იყო, როცა თავისი ნამუშევრებით „ლუვრის“ ექსპერტების გაოცება შეძლო და ვირტუოზად აღიარეს. მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, გიორგი კი საკუთარი შემოქმედებით ბევრის გაოცებას დღემდე ახერხებს. სულ ახლახან გიორგი ცნობილი მოდის სახლის, „შანელის“ ყურადღების ცენტრში მოექცა და მისი კალიგრაფი გახდა. 22 წლის კალიგრაფი არქაულ ენაზე წიგნებსაც წერს. ოქტომბრის დასაწყისში, რუსთაველის თეატრში მისი მეხუთე წიგნის, „მისტიკის“ წარდგენა გაიმართება.
- ბავშვობიდან ვხატავ. 12 წლის ასაკში დავიწყე განსხვავებული სტილით მუშაობა. მქონდა აბსტრაქტული სტილით შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები.
ძირითადად მინიატურებს ვაკეთებდი, შემდეგ უკვე მასშტაბურ ნამუშევრებზეც გადავედი. ჩემი ნამუშევრები უცხოეთში გადიოდა. პირველი სერიოზული დაინტერესება იყო საფრანგეთიდან. ამბობდნენ, რომ 13-14 წლის ბავშვისთვის შეუძლებელი იყო მსგავსი ნამუშევრების შექმნა. ამის შემდეგ დავინტერესდი კალიგრაფიის ხელოვნებით. მაშინ უკვე 15 წლის ვიყავი. დავიწყე ხელნაწერების შექმნა. თავიდანვე ჩამომიყალიბდა კალიგრაფიის ინდივიდუალური სტილი. ოთხი განსხვავებული ფონტი შევქმენი და ამ კალიგრაფიით ვქმნიდი ხელნაწერებს. ეს იყო სფერო, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში უნიკალური ხელნაწერები იქმნებოდა, რომელებიც დღემდეა შემორჩენილი, რაც მართლაც საამაყოა. დღეს ციფრულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რის გამოც თითქოს მივიწყებულია ხელით წერის კულტურა. ამიტომ ჩემი მიზანი გახდა, ეს მივიწყებული ტრადიციები წინა პლანზე წამომეწია და ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა ამ დარგისთვის.
- ვფიქრობ კალიგრაფია მხოლოდ ასოების ლამაზი მოყვანილობა არ არის. თქვენთვის რას ნიშნავს კალიგრაფია?
- ქართველს, რომ ჰკითხოთ, რა აქვს საამაყო, უმრავლესობა გეტყვით, რომ ამაყობს ქართული სუფრით, ტრადიციული კერძებით, ღვინით, ფოლკლორით და ა.შ. თუმცა ავიწყდებათ, რომ ქართველებს გვაქვს უნიკალური დამწერლობა. ჩემთვის ეს დამწერლობა არის უდიდესი საუნჯე. როცა ვზივარ და ხელნაწერს ვქმნი, ისე ვუდგები ამას, თითქოს ცოცხალი სხეული იყოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ასოს შემდეგ რომელი ასო მოდის. ხელნაწერი ცოცხალია, სუნთქავს, რიტმულ გულის ფეთქვას მიყვება. ეს გამოვლინდება გადაბმებში, მთლიან სტრუქტურაში. ხელნაწერში შესატყვისი უნდა იყოს დეკორაცია, კომპოზიციური გაცვლა. ქართული ხელნაწერი სხვა ყველა ხელნაწერისგან განსხვავდება. თითქოს რაღაც ოქროს კვეთაზე დგას. არც გადატვირთულია და არ ძალიან სადაა. გატაცებული ვარ ოკულტიზმით, საკრალური გეომეტრიით და ა.შ. როდესაც დეკორაციებს ვქმნი ხელნაწერისთვის, იქ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ სიმბოლიკებს, ეს იქნება ქრისტიანული ხატ სახეები თუ რაიმე სხვა თემატიკა.
- რა თემატიკა ჭარბობს თქვენს ხელნაწერებში?
- გააჩნია რა ტექსტი იწერება. ბუნებრივია უფრო სასულიერო თემატიკა ჭარბობს. ხშირად მიწევს სასულიერო ტექსტის გადაწერა. შესაძლოა ეს იყო ზოომორფული, ასტრომორფული ფორმები, გეომეტრიული ხატ სახოვანება და სხვა. ტექსტის მიხედვით ვგრძნობ, რა სახის ფორმები უნდა ჩავსვა შიგნით. ამ საქმეს დიდი რუდუნებით ვეკიდები.
- რამდენად პოპულარულია ეს დარგი საქართველოში?
- ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, მივიწყებას მიეცა და სათანადოდ არ აფასებენ. როცა საერთაშორისო გამოფენები ტარდება, ყოველთვის ვცდილობ მივიღო მონაწილეობა, რადგან ძალიან კარგი ჟესტია ქვეყნის კულტურის პოპულარიზებისთვის და ამ დარგის გასაპიარებლად. სასიხარულოა, როცა უცხო ქვეყანაში გადის ჩვენი ხელნაწერები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ნახულობენ და აფასებენ მას. ძალიან ბევრი ნიმუში გაყიდულა უცხოეთში და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, კერძო კოლექციებში ინახება ჩემი ხელნაწერები.
- რა შეიძლება გაკეთდეს ამ დარგის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის?
- წლების წინ კულტურის სამინისტროდან იყო ასეთი შემოთავაზება, რომ სურდათ დიპლომატიური კორპუსის სტუმრებისთვის საქართველოდან საჩუქრად გაეტანებიათხელნაწერები. მანამდე ასაჩუქრებდნენ სხვადასხვა სუვენირებით, ყანწით, ღვინით, ხელნაკეთი ნივთებით, ნუგბარით და ა.შ. მე მქონდა საუბარი სამინისტროს წარმომადგენელთან, რომელსაც ქონდა სურვილი უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის საჩუქრად გადაეცათ, მაგალითად შოთა რუსთაველის ორ ენოვანი აფორიზმი. ჩვენი დამწერლობა ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს კი ამ დარგის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა, რადგან სახელმწიფოსგან არ ექცევა ყურადღება. გასაგებია, რომ ელექტრონული ფონტებია შექმნილი, რომელსაც იყენებენ სარეკლამო აქციებში თუ სხვა დროს, მაგრამ რასაც კალიგრაფი ქმნის ხელით, ის ყოველთვის განსხვავდება ციფრული ნაწარმისგან. რა თქმა უნდა დაკვეთითაც ვქმნი ხელნაწერებს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დონეზე არ მოხდა ამ დარგის აღორძინება.
- სულ ახლახან შანელის მოდის სახლის კალიგრაფი გახდით. როგორ დაიწყო ყველაფერი?
- კონკურსი იყო გამოცხადებული და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეშვეობით დავუკავშირდი მათ წარმომადგენლობას. გავაკეთე სატესტო ვერსიები. ძალიან მოეწონათ ეს ნიმუშები და გავაფორმეთ კონტრაქტი.
- როგორც ვიცი, ხართ ოთხი წიგნის ავტორი. წერა როდის დაიწყეთ?
- გარადა იმისა, რომ სახვით ხელოვნებაში ვმოღვაწეობ, 15 წლიდან ძალიან აქტიურად ვეწევი სამწერლობო მოღვაწეობას. ჩემი პირველი წიგნი გამოიცა 2011 წელს გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ. მაშინ ვიყავი 15 წლის. ეს იყო მოთხრობა სახელწოდებით „მათხოვრის დღიურები“. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ მოთხრობას თავისი თემატიკიდან გამომდინარე. ეს იყო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოთხრობა. ბევრს უკვირდა, 15 წლის ბავშვი, რატომ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. ძალიან ბევრს მოხვდა გულზე იქ წამოჭრილი პრობლემატიკა. შემდეგ 2012 წელს გამოიცა ჩემი მომდევნო წიგნი, სახელწოდებით „უსათაურო“, ლექსების კრებული, სადაც თავმოყრილი იყო 70-მდე ლექსი. მესამე წიგნი 2013 წელს გამოიცა. ეს იყო სრულიად განსხვავებული, ჰაგიოგრაფიული თემა, თანამედროვე ჰიმნოგრაფია, როგორც უწოდებენ ხოლმე ხშირად ჩემს ნაწარმოებს. ეს გახლდათ პოემა სახელწოდებით „კომედია“. ეს ნაშრომის 21-ე საუკუნისთვის ძალიან უჩვეულო იყო, რადგან დაწერილი იყო არქაული ქართულით. ძალიან ამახინჯებდნენ ამ ენას და იყო გადაგვარებული ფორმები, ამიტომ ჩემი თვითმიზანი გახდა, რომ ძველი ენა წამომეწია წინ. ჩემი მიზანი ამ ენის აღორძინება იყო. ამის შემდეგ დაიბეჭდა ჩემი მეორე წიგნი სახელწოდებით „ღვთაებრივი მისტერია“, სადაც თავმოყრილია ლექსები და პოემები. ამ წიგნის წარდგენა და პრეზენტაცია იყო რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, რადგან 17 წლის ბავშვს მოუწყვეს საღამო რუსთაველის თეატრში. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე მქონდა ორი ნაწარმოების წარდგენა. ეს იყო პოემა „ლუციფერის ტროპარი“ და შემდეგ უკვე ორ თვეში ახალი ნაწარმოები სახელწოდებით „სიცოცხლის ყვავილი“. ორივე თანამედროვე ჰიმნოგრაფიაა და ძველ ქართულადაა ნაწერი, არქაული ენით. ჩემს პოეზიაში არ ვწერ არც ბუნებაზე, არც სიყვარულზე, ეს არ არის ლირიკა, რადგან ვთვლი, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ადამიანს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ დაფიქრდეს სხვა რამეზე, სამყაროში არსებულ ენერგეტიკაზე, რომელიც ყოველდღიურად შემოდის ჩვენში. ზოგი ამას ამჩნევს, ზოგი ვერ ამჩნევს. ჩემი თვითმიზანიც ეს გახლავთ, რომ ისეთი რამ გადმოვიტანო ამ ფორმით, რაც აქამდე არ ყოფილა. რთულია დღეს რაღაც ახლის შექმნა, თუმცა როდესაც ღვთის შთაგონებაა ადამიანში, გამტარობის ენერგიით ყველაფერი შესაძლებელი ხდება შემოქმედი ადამიანისთვის. ის რაც იქმნება ჩემს მიერ, არის ფილოსოფიური პოეზია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუწოდებ, ისევე როგორც ჩემს მხატვრობას ვუწოდებ არარეალურ რეალობას. როცა მეკითხებიან რა არის ეს აბსტრაქტული კომპოზიციები, ვპასუხობ, რომ ეს არის არარეალური რეალობა.
სულ ახლახან დავამთავრე მეხუთე წიგნზე მუშაობა, ეს არის ჩემი შემოქმედებისთვის სრულიად განსხვავებული ზღაპარი დიდებისთვის. ის უფრო მეტად ფილოსოფიურია, ვიდრე უბრალოდ მხატვრული ლიტერატურა. ამ წიგნს ვუწოდე „მისტიკი“ და მისი წარდგენაც რუსთაველის თეატრში მოხდება ოქტომბრის დასაწყისში.
მერი ბლიაძე