ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე („გოგიტა“) დააკავა. მას ბრალად კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა და ძვირადღირებული სახლების, მათ შორის მომღერალი შაკირას და „ბარსელონას“ ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის გაძარცვაში მონაწილეობა ედება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მისი ინფორმაციით, „გოგიტა“ ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფს, რომლებიც სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები.
„იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, „გოგიტას“ ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება - სამაგიეროს მათ „გოგიტა“ ასე უხდიდა“, -
წერს გამოცემა Estrella Digital.
ინტერპრესნიუსი
შაკირა მაიამი-ბიჩზე სახლს ყიდის - პოპ-ვარსკვლავის 6 ოთახიანი სახლი 11,7 მლნ დოლარად იყიდება