საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხვალ ღამით საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი. „ამაღამ და ხვალ მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს 20-25 მეტრი წამში.
რაც შეეხება ამინდს, დასავლეთ საქართველოში ამ დღეებში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი, ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში. ხვალი
დან ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 15-20 გრადუსამდე და შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურაც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.
ამაღამ და ხვალ ძირითადად ნალექს ველოდებით დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ მალე გამოიდარებს, თუმცა გავრცელდება ცივი ჰაერის მასები მთელ საქართველოში. ხვალ, ღამით, მაღალმთიან რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც დაფიქსირდება. თუ სადმე ნალექი შერჩა მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლის სახით მოვიდეს.
ცივი და ნოტიო მასების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ხანმოკლეა. დასავლეთ საქართველოში ზეგიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კიდევ დაიკლებს. 7 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდია და 12-13 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურა დაფიქსირდება. 8 ოქტრომბრიდან ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.