დაათვალიერეთ სასახლე, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის წლებს გაატარებს


სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმას და ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში გა­დას­ვლას გეგ­მავს.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტს ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე (ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე) უფრო შე­ე­ფე­რე­ბა.




"ის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, გვინ­და, არ გვინ­და, მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, ეს არის უკვე სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლო. ამი­ტომ, იქ უნდა შე­ვი­დეს ან პრე­მი­ე­რი, ან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ან გახ­დეს უცხო­ე­ლებ­თან სა­ერ­თო მი­ღე­ბის ად­გი­ლი. ეს უკვე მთავ­რო­ბის მიერ არის გა­და­სა­წყვე­ტი. პრე­ზი­დენ­ტი იქ აღარ უნდა იყოს. პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ისეთ
ად­გი­ლას, რო­მე­ლიც უხ­დე­ბა თა­ვის ფუნ­ქცი­ებს და ქალს ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე ბევ­რად უხ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში.




პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ავ­ლაბ­რი­დან ათო­ნელ­ზე - ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­დას­ვლის სა­კი­თხი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კუ­თარ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­შიც აქვს გა­წე­რი­ლი.

2015 წელს მე­დი­ას მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­ე­ღო, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ახა­ლი რე­ზი­დენ­ცია, სა­დაც შეს­ვლა არ ისურ­ვა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და რო­მელ­შიც პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ა­ტა­რებს.







რე­ზი­დენ­ცია ათო­ნე­ლის 25 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, ის ხუთ­სა­რუ­ლი­ა­ნია და ფარ­თო­ბი, 6 000 კვად­რა­ტულ მეტრს აჭარ­ბებს. შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია შეხ­ვედ­რე­ბი­სა და სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი, კა­ბი­ნე­ტი, სა­ო­ფი­სე ოთა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ავე­ჯით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. თუმ­ცა, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლეს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ეზო, სა­დაც პრე­ზი­დენტს მა­ღა­ლი რან­გის მი­ღე­ბე­ბის გა­მარ­თვა შე­ეძ­ლე­ბა.
რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა 26 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს.

კომენტარები

miro 2018-12-31 20:15
სააკაშვილის ათას სიბინძურე ჩადენილ სასახლეში როგორ შევა თავმოყვარე ადამიანი?!
ნანა 2018-12-11 09:46
თუ ავლაბრის სასახლე "ეს იქნება უცხოელების საერთო მიღების ადგილი", პრეზიდენტიც იქ მიიღებს "მაღალი რანგის" სტუმრებს, ასე არაა?
ემიგრანტი 2018-12-02 22:53
აბა პრეზიდენტის სასახლეში როგორ შევა.ის ხომ ბიძინას უნდა .
Eka 2018-11-30 00:50
Kartofila
Eka 2018-11-30 00:49
Mojdeba saakashvilis ashenebul sasaxleshi bandz shvilebtan ertad

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები