უწესრიგობა სახლში ადამიანის პიროვნების მრავალფეროვნებაზე მეტყველებს - საინტერესო ტესტი ფსიქოლოგებისგან

ვიღაცამ ლოგინი არ აალაგა, ვიღაცამ ჭურჭელი არ დარეცხა, ვიღაცამ ნივთები მიყრილ-მოყრილი დატოვა. ყველა ჩვენგანს მოსვლია მსგავსი რამ, თუმცა ზოგიერთისთვის ეს ძალიან ცუდი ჩვევა და ყოველდღიურობაა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამაშიც არის რაღაც და ხშირად, მსგავს ჩვევებში ფარულად არც ისე ცუდი შინაგანი თვისებებიც კი იმალება. ეგ კი არა, სისუფთავეზე ზღვარგადასული ფიქრი ნერვული აშლილობის ნიშანიც კი ყოფილა, წვრილმანი უწესრიგობები კი ადამიანის პიროვნების მრავალფეროვნებზე მეტყველებს.

არეული სახლის მიხედვით თურმე ადამიანის ხასიათის გაგებაც არის შესაძლებელი.

1. მაგიდაზე დატოვებული ყავიანი ჭიქა
ამ ადამიანში იმალება ფარული
დიქტატორი, რომელიც ყველას და ყველაფერს უნდა მართავდეს და აკონტროლობდეს. მას ყოველთვის გააჩნია ამა თუ იმ შემთხვევისთვის მომზადებული სათადარიგო გეგმა. ასეთი ადამიანი ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს. ის არ თვლის, რომ მისი ჭიქა მან უნდა გარეცხოს, მას ჭიქა უნდა გაურეცხონ.

2. გაურეცხავი ჭურჭელი
თუ ადამიანი ჭურჭელს მაშინვე არ რეცხავს და ნიჟარაში ახვავებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მას საკუთარი თავი ძალიან უყვარს. ის თვლის, რომ ჭურჭლის რეცხვა მისი საქმე არ არის. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, ძალიან კომუნიკაბელურია. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მისი მთავარი უბედურება ის გახლავთ, რომ იშვიათად ფიქრობს მომავალზე და უყვარს ვალების აღება.

3. წინდები საწოლის ქვეშ
ერთი შეხედვით ესეც საშინელი ჩვევაა, თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ხელმომჭირნეა და არ უყვარს ფულის უაზროდ ფლანგვა. ასეთი ადამიანები ოჯახს მშვენივრად უძღვებიან.

4. გაუსწორებელი ლოგინი
ამ პუნქტს ბევრი ადამიანი ერგება. ეს ძირითადად ძალიან დაკავებული ადამიანის თვისებაა, რომელსაც არ აქვს დრო აალაგოს ლოგინი - მოვა დაღლილი, ჩაწვება ლოგინში, ასევე გაიხდის ტანსაცმელს და დაიძინებს. ასეთი ადამიანები ძირითადად მარტოები არიან.

5. მტვრიანი რაფა და გასაწმენდი ფანჯარა
ასეთი ადამიანი მიდრეკილია მარტოობისა და დეპრესიისკენ. ჭუჭყიანი ფანჯარა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ქვეცნობიერად ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. მას ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალი გააჩნია.

6. მიმოფანტული ყუთები და პაკეტები
ეს თურმე იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ადამიანი მუდმივად მზად არის სიახლეებისა და ცვლილებებისთვის, ბევრს ფიქრობს ამაზე, მომავალზე, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ხშირად ყველაფერი მხოლოდ ფიქრის დონეზე რჩება.

7. ჭუჭყიანი აბაზანა
ასეთი აბაზანის პატრონი, როგორც წესი, ინფანტილური ადამიანია. მას ყოველთვის უნდა მიუთითო რა და როგორ უნდა გააკეთოს. მას მიაჩნია, რომ სხვა ადამიანები მის წინაშე ვალში არიან. თუმცა უნდა აიღონ საწმენდი საშუალებები და თავად უნდა მოაწესრიგონ აბაზანაც და პირადი ცხოვრებაც.

მართალია, როდესაც ამბობენ, რომ არეულობა სახლში იწყება არეულობით თავში. იმუშავეთ საკუთარ თავზე, გაისუფთავეთ გონება და აზრები და ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

კომენტარები

მარი 2020-01-07 03:22
ე.ი.იმაზე რას მეტყვით რომ ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანებიც არსებობენ და თუ მოუწესრიგებელია თუ სახლი დადალაგებელია თუ ჭურჭრლი გადარეცხია თუ მაგიდაზე ყავიანი ჭიქა დევს და ა.შ. ვერც დაიძინებს ვერც გარეთ გავა და ვერც სხვა საქმეს გააკეთებს ....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები