კუზნეცოვის ჭურჭელი - რატომ ითხოვენ მას დღემდე ანტიკვარებით მოვაჭრეები

ფაიფურის ჭურჭელი ასწლეულებია, რაც სილამაზით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით გვაოცებს. ჩაის, სადილისა თუ ყავის ძვირფასი სერვიზები ჩვენი დედებისა და ბებიებისთვის პირველ რიგში სიამაყის და დადებითი ემოციების წყარო იყო. პოპულარულ სერვიზებს შორის იყო კუზნეცოვის ფაიფურის ქარხნის ნაკეთობებიც. ის დღესაც ბევრ ადამიანს აქვს სახლში და მფლობელებისთვის ძალიან ძვირფასია.  

კუზნეცოვის ფაიფურის ქმნილებები ყურადღებას იქცევს სილამაზით, მხატვრული დამუშავებითა და სინატიფით.



კუზნეცოვის ფაიფურს წარმოშობის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც 180 წელზე მეტს ითვლის. ამ ფაიფურის შემქმნელები კუზნეცოვების ოჯახი გახლდათ. ოჯახის მამას, იაკობ კუზნეცოვს ორი ვაჟი ჰყავდა - ტერენტია და ანისიმა. 1810 წელს oოჯახის მამამ დააარსა და გახსნა ფაიანსის მცირე საწარმო. ქარხანა საჭირო იყო სწორედ ისეთი ჭურჭლის დასამზადებლად, როგორიცაა ფაიფური და ფაიანსი.



1802-1810 წლებში ადგილობრივი
ხელოსნების მიერ დამზადებულ ჭურჭელს დაბალი ხარისხი ჰქონდა და ძალიან იაფი ღირდა, ამიტომ მოთხოვნადი იყო გლეხებისთვის. არისტოკრატები კი ყველა ამ ნაკლოვანების გამო მასზე უარს ამბობდნენ. სწორედ ამ ყველაფერზე გაამახვილა ყურადღება რუსული ელიტური ფაიფურის მომავალმა შემქმნელმა, ტერენტი იაკობის ძე კუზნეცოვმა და 1810 წელს  ფაიფურის საკუთარი ქარხანა დააფუძნა. სულ რამდენიმე ათწლეულში კუზნეცოვის წარმოება ფაიფურის ნამდვილ იმპერიად იქცა და სახელი მოიხვეჭა არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაშიც. კუზნეცოვების მომდევნო თაობებმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა ფაიფურის წარმოების განვითარებაში. თუმცა სანამ ათწლეულები გავიდოდა, კუზნეცოვის ნაწარმი მე-19 საუკუნეში მასობრივი მოხმარების, იაფი ნაკეთობები იყო. ის წლების განმავლობაში იხვეწებოდა და მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მიიპყრო ამ ფაიფურმა ხელოვნებათმცოდნეებისა და კოლექციონერების ყურადღება. საბოლოოდ კუზნეცოვის ფაიფური საბჭოთა რუსეთშიც მოდური და მოთხოვნადი გახდა. რუსეთის გავლით კი საქართველოშიც მოიპოვა თაყვანისმცემლები.




ფაიფურის განსაკუთრებულობა

კუზნეცოვების ფაიფური დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ანტიკვარიატშიც. ერთი ნაკეთობის ფასი 100 ლარიდან იწყება და ათასობით დოლარამდე ადის წლებისა და ნაკეთობის მიხედვით. ანტიკვარებით მოვაჭრეები ამ ფაიფურს მუდმივად ითხოვენ ჩასაბარებლად.

როგორც ანტიკვარიატის ექსპერტი, კოლექციონერი დავით ლაზიშვილი აღნიშნავს, კუზნეცოვის ქარხნებში ფაიანსიც იწარმოებოდა, რასაც დღეს ნაკლები ფასი აქვს.
"კუზნეცოვის ჭურჭელი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყო. შემდეგ ძვირფასი ჭურჭლის მზადება დაიწყო და მეფეებისთვის უშვებდა საუცხოო ფაიფურის ნაწარმს.. მთელი მონოპოლია ჟურჭელზე პრაქტიკულად, კუზნეცოვმა აიღო. არსებობდა "გარდნერის" ქარხანა, რომელიც ასევე კუზნეცოვმა შეიერთა. კუზნეცოვს მასალა შემოქონდა ინგლისიდან, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული იყო. ბოლოს ივანე ემილიანეს ძე კუზნეცოვს 19 ქარხანა ჰქონდა რუსეთში. რევოლუციის დროს დაიშალა ეს ქარხნები. ის ფაქტი, რომ თავის დროზე ჭურჭელი იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს ხარისხიანი, გახდა მისი პოპულარობის მიზეზი.
ძვირადღირებულია ბაქოს, რიგის ქარხნის გამოშვებები. ფაიფურის გარდა, კუზნეცოვი ფაიანსის ნაწარმსაც უშვებდა, რომელიც შედარებით დაბალ ფასიანია. დღეს ანტიკვარიატის მოყვარულებს შორის იყიდება ძვირადღირებული ლარნაკები, რომელიც მეფეებისთვის არის დამზადებული და რამდენიმე ათასი დოლარი ღირს, ეს უკვე ფაიფურია. დღეს საქართველოში კუზნეცოვის ყველანაირი ჭურჭლის შეძენაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე იყიდება12 კაციანი ლურჯი კობალიტი, რომელიც 10 თასი ლარი ღირს. ასევე ძალიან ძვირად გაიყიდა ლარნაკები, თითო 5 ათას დოლარად. ათას დოლარზე ნაკლები კუზნეცოვის არცერთი ფაიფურის ჭურჭელი არ ღირს." - აღნიშნავს ლაზიშვილი shin.ge-სთან საუბრისას.

კუზნეცოვის ფაიფურის ნაკეთობები დღესაც მზადდება, ოღონდ მხოლოდ ხელით, თანაც თითო ეგზემპლარი. ხელოსნები მათზე დიდი მონდომებით მუშაობენ და თითოეულ ნაკეთობაში მთელ სულს დებენ: თეფში, ჭიქა, ფიგურა, ნაკრები და ბევრი სხვა ნივთი. ოსტატების მიერ შექმნილი ამა თუ იმ ნაწარმის უმაღლესი ხარისხი სერთიფიკატით დასტურდება.

ფაიფურის ბევრი თაყვანისმცემელი უპირატესობას ნამდვილი ოსტატების მიერ შექმნილ „კუზნეცოვების ფაიფურს“ ანიჭებს, რადგან ნამუშევრებში ისინი აერთიანებენ სილამაზეს, გამძლეობას და უმაღლესი ხარისხის მახასიათებელ სხვა თვისებებს. ასეთი ფაიფური არა მარტო თქვენს სახლს გაალამაზებს, არამედ შესანიშნავი საჩუქარიც იქნება მეგობრებისა და ახლო ადამიანებისთვის. ეს ნაწარმი პოპულარულია ანტიკვარიატის მოყვარულებს შორის.

საქართველოში ბევრ ცნობილ ოჯახში ინახება კუზნეცოვის ნაწარმი. ერთ-ერთი მათ შორის ცნობილი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის ოჯახია: 
"გიგას მამამ, დათიკო ლორთქიფანიძემ გიგას დაბადების აღსანიშნავად, კუზნეცოვის ქარხანას შეუკვეთა სერვიზი. 64-ნაჭრიანი იყო და თითოეულ მათგანზე დატანილი გახლდათ ინიციალები - Д.Л.. ჩემი დედამთილი ამ ჭურჭელს ყოველდღიურად იყენებდა, რასაკვირველია, ტყდებოდა, აკლდებოდა. თუმცა ნაწილი მაინც შემოგვრჩა" - განაცხადა "შინთან" ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორის მეუღლემ, ქალბატონმა ქეთევან კიკნაძემ. 
კუზნეცოვის ქარხანაში დამზადებული ფაიფურის სკულპტურები მაია რჩეულიშვილიშვილის სახლშიც ინახება. 

შეიძლება ოჯახებში შემორჩენილ "კუზნეცოვს" ისე თანამედროვე იერი არ აქვს, როგორც დღეისათვის ცნობილი სხვა ბრენდების ნაწარმს, მაგრამ ხარისხი, გამძლეობა და წარსული იდუმალება ყოველთვის იქნება ამ ნაკეთობების სავიზიტო ბარათი. 

კომენტარები

ideodub 2024-10-19 06:12
where to buy priligy The unadjusted and adjusted risk of commencing RRT in diuretic users and non users is shown in Table 5
ნანა 2022-12-09 17:07
66 სანტიმეტრიანი კუზნეცოვის სასაცივე ,
ნანა 2022-03-01 20:03
მაქვს სიფრიფანა და ულამაზესი ჩაის ნაკრები, მაჩუქეს და როგორ გაიმეტეს, არ ვიცი
ლალი 2020-08-22 08:19
ფაიანსი ქართულად ქაშანაურია
დავით 2020-07-20 20:33
მაქვს გასაყიდი 80 წლების კუზნეცოვის ჩაის სერვიზი 6 პერსონაზე თუ გსურთ შემეხმიანეთ 579202007

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები