ალბათ ბევრი გსმენიათ სტამბოლზე, მის დიდებულებაზე, მრავალფეროვნებასა და მისტიურობაზე. ახლა, როცა მინდა სტამბოლის შესახებ გესაუბროთ, ვცდილობ ბანალური არ ვიყო, მაგრამ არც ორიგინალურობა გამომდის. როცა შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, მიჭირს სათანადო სიტყვების გამოძებნა, რათა ყველაფერი ისე აღვწერო, როგორც განვიცადე.
ახლაც ვზივარ, თურქულ ჩაის ვწრუპავ, ოთახი ჟასმინის, ციტრუსის და სხვადასხვა ყვავილის არომატით არის გაჟღენთილი. იქნებ ეს მაინც დამეხმაროს, ყველა ჩემი ემოცია უცვლელად გადმოგცეთ.
ბევრი დაწერილა აია სოფიაზე, ტოპკაპის სასახლეზე, გიულჰანეს პარკზე, ბაზილიკა ცისტერნაზე, გალათას კოშკზე, დოლმაბაჰჩეს სასახლეზე, თუმცა ალბათ ცოტა გსმენიათ პრინცის კუნძულებზე,
რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარეობს და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.
ამ კუნძულებზე მოსახვედრად, გალათას ხიდთან მდებარე ნავსადგურიდან ბორანს უნდა გაჰყვეთ. მგზავრობა სულ რაღაც 5 ლირა ღირს (ტურით წასვლა გაცილებით მეტი, დაახლოებით 100 ლირა დაგიჯდებათ). კუნძულზე მისასვლელად დაახლოებით ორი საათია საჭირო, ამიტომ თადარიგი ადრევე დაიჭირეთ და დილითვე გაემგზავრეთ). ბორანი ოთხ კუნძულზე ჩერდება, ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავი ბუიუქადას კუნძულია. ბიუიუქადა ნიშნავს „დიდ კუნძულს“ და ის მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის ცხრა კუნძულიდან ყველაზე დიდია.
ბიზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად, მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს.
მოდით, ჯერ მგზავრობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებს მოგიყვებით და შემდეგ კუნძულს დავუბრუნდეთ. როგორც გითხარით, კუნძულამდე მისასვლელად ორი საათი გჭირდებათ. ეს ორი საათი თითქოს ორ წამში გავიდა. როცა გემმა მარმარილოს ზღვაში შეცურა ზღვიდან მოტანილი მლაშე ჰაერი ჩავისუნთქე და მხოლოდ კუნძულზე შევძელი ამოსუნთქვა.
გემზე ისეთი ადგილი დავიკავე, საიდანაც საოცარი ხედი იშლებოდა. ხედავ, როგორ მიაპობს ბორანი უზარმაზარ ტალღებს, თავზე კი თოლიები დაგფარფატებენ. მათ უკვე ჩვევად აქვთ ღია გემბანზე გამოფენილი მგზავრებისგან „ძღვენის“ მიღება. ბავშვებივით არიან განებივრებული, გელოდებიან სიმითს, ან სახვა სანოვაგეს როდის გადაუგდებ. ზოგი იმდენად თამამია, შეიძლება შენი ხელის გულზეც აღმოჩნდეს. მიმტანი თურქულ ჩაის, ყავას და სეზამ მოყრილ სიმითს დაატარებს. არაფერი შეედრება ბორანზე მოდუღებულ ჩაის, რომელსაც საოცარი ხედის ფონზე, სრულ ნეტარებაში მიირთმევ. მოხეტიალე მოვაჭრეები საოცარი ენთუზიაზმით გთავაზობენ წვრილმან საყოფაცხოვრებო ნივთებს. ეს ცალკე სანახაობაა.
გემზე დრო ჩერდება, გინდა ეს მგზავრობა არასოდეს დასრულდეს... თუმცა გახსენდება, რომ წინ უფრო დიდი სიამოვნება, პრინცის კუნძულები გელოდება.
როგორც კი ბუიუქადას კუნძულზე დავდგი გეხი, ვიფიქრე, რომ სხვა საუკუნეში, სხვა ეპოქაში აღმოვჩნდი. კუნძულზე ვერ ნახავ მანქანას. იქ მხოლოდ ცხენიანი ეტლით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. როგორც კი ნავსადგურიდან გამოხვალთ, ლამაზი ყვავილებით მორთული, ფერადი ველოსიპედები დაგხვდებათ. აუცილებლად იქირავეთ, ფეხით ძალიან გაგიჭირდებათ კუნძულის შემოვლა. თუმცა ფეხით სიარულსაც თავისი ხიბლი აქვს, ასე უკეთ აკვირდები ადამიანებს, თითოეულ ყვავილს, მცენარეს, ეზოს და შეიგრძნობ იმ სულს, რაც კუნძულზე ტრიალებს. დღეს კუნძულზე ისეთივე სიმშვიდეა, როგორც ალბათ საუკუნეების წინ იყო. ცივილიზაცია და თანამედროვე ცხოვრების რიტმი აქ ნაკლებად იგრძნობა, რაც უფრო მიმზიდველს და მისტიკურს ხდის კუნძულს.
ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება ულამაზესი ყვავილების გვირგვინი, მეც მაშინვე მოვირგე თავზე ეს ილამაზე და საოცარი განწყობით შევუდექი აღმართს. გზადაგზა კუნძულის საოცარ სანახაობებს ვაწყდებოდი: ტყეებს, პლაჟებს, ბაღებს, საპიკნიკე ადგილებს, იახტებით დატვირთულ ყურეებს, ბიზანტიურ ტაძრებს, ოტომანების დროინდელ ხის საზაფხულო სახლებს და უმდიდრეს ვილებს... სხვათა შორის, სწორედ ამ კუნძულზეა გადაღებული არაერთი პოპულარული თურქული სერიალი.
კუნძულზე ვილის მეპატრონეები ზაფხულის ცხელ დღეებში გადმობარგდებიან, ახლა კი მხოლოდ მებაღეები ფუსფუსებენ ეზოებში, რათა ზღაპრული გარემო და სამოთხე დაახვედრონ სტამბოლის ხმაურიან ცხოვრებას გამოქცეულ დამსვენებლებს.
კუნძულს ველოსიპედით დაახლეობით 3 საათში მოივლით (თუ ჩემსავით გიყვართ ფოტოების გადაღება, შესაძლოა მეტი დროც დაგჭირდეთ). დამღლელი დღის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ ზღვის პირს მდებარე ულამაზეს კაფეში ჩამოსხდეთ და უგემრიელესი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ. ჩაი და ყავა გემოვნებით...
ამასობაში მოსაღამოვდა. კუნძულის ნავსადგურზე ჩამომდგარმა ბორანმა საყვირით გვამცნო, რომ ბიზანტიურ-ოტომანური წარსულიდან კვლავ თანამედროვე სტამბოლის მჩქეფარე ცხოვრებას უნდა დავბრუნებოდით.
ბორანიდან თვალი არ მომიცილებია კუნძულისთვის სანამ თავადე არ მიიმალა. ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად დადგება დღე, კვლავ დავბრუნდები პრინცის კუნძულებზე და უფრო სრულყოფილად შევიგრძნობ მის დიდებულებას...
მერი ბლიაძე, ექსკლუზიურად "შინ"-ისთვის

კომენტარები