ეკლესიურ გარემოში იზრდებოდა და ტაძრებში ხელით ნამუშევარ ნივთებს, ფერწერასა და ხატებს ბავშვობიდან აკვირდებოდა. ინტერესიც უფრო და უფრო უღვივდებოდა. თან ხელოვნების სკოლაში ხატვაზე დადიოდა, დურგლობის ნიჭი კი ბაბუისგან (ინჟინერი ბაბუას პირველი პროფესია იყო) გამოჰყვა. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში ხეზე მხატვრულ კვეთას დაეუფლა. დიმიტრი რაზმაძემ თოიძის სახელობის ლიცეუმიც ამ სპეციალობით დაამთავრა, თუმცა მისი ინტერესი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა.
- ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი, შემდეგში უკვე მეგობარი ხუმრობდა: რა ტიპი ხარ? თუ ვინმე მოგეწონება, მისთვის აუცილებლად ხატი ან ჯვარი უნდა გააკეთოო. ეს ისეთი ნივთებია,
რომელიც ყველას უნდა რომ ჰქონდეს და მეც ასე გამოვხატავდი ჩემს კეთილგანწყობას.
- მხოლოდ რელიგიური თემატიკის ნამუშევრები გაქვთ?
- ასეა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გარემოდან გამომდინარე. კიდევ იმიტომ, რომ მათ ფუნქციას ვუძებნიდი, ძირითადად, ახლობლებსა და მეგობრებს ვჩუქნიდი.
- მერე ჭედურობაზე გადაინაცვლეთ...
- ჭედურობაზე მეგობრების დახმარებით გადავედი. ისე გამიტაცა ჭედურობამ, 2008 წლის მერე ხეს აღარ მივბრუნებივარ. მხოლოდ ერთ მასშტაბურ პროექტში ვმონაწილეობდი. მცხეთის რაიონის სოფელ კარსანში ძველი ტაძრის საფუძველზე, ფაქტობრივად ახალი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აშენდა და მისი კანკელი გავაკეთე.
- ქვაზე კვეთა - კიდევ ერთი მიმართულება აითვისეთ.
- თუ ხეზე კვეთის გამოცდილება გაქვს, ქვაზე მუშაობას ალღოს ადვილად აუღებ. 2002 წელს პატრიარქის დავალებით სიონის ტაძრის სტოას (კარიბჭე) მოპირკეთებაზე ახალგაზრდების ჯგუფი მუშაობდა, სადაც ჩემი მეგობრის იოსებ ანდრიაძის მეშვეობით მოვხვდი. მაშინ პირველად მიმიწია ქვაზე მუშაობამ. თუმცა ისე მოხდა, რომ ჩვენი შრომის შედეგი ტაძარზე არ აღმოჩნდა.
- კიდევ რომელი ნამუშევარი მიგაჩნიათ გამორჩეულად?
- კარსანის ტაძრის მოძღვარი შუამავალი გახდა საქართველოს პატრიარქსა და პალესტინის საბაწმინდის ლავრას შორის. მათთვის მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების გადაცემის თაობაზე შეთანხმება შედგა. ნაწილებისთვის ვერცხლის ჩასასვენებელი ანუ ლუსკუმა გავაკეთე. ამით, მგონი, შემიძლია ვიტრაბახო.
- შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ხართ?
- შენთვის ძვირფას ადამიანს რამეს რომ აჩუქებ და ის ბედნიერია, შენც გიხარია. საერთოდ შედეგი არასდროს უნდა გაკმაყოფილებდეს. მახსენდება მიხეილ თუმანიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც ჩანს, რომ რეჟისორს მუშაობის პროცესი უყვარდა და არა შედეგი - სპექტაკლი. ხელოვანი ასეთი უნდა იყოს.
- ძირითადად რაზე მუშაობთ?
- შემოქმედებითი ძიებებისთვის ქვის დამუშავების ტექნიკა და ხასიათი უფრო მომწონს. ხეზე მუშაობას თუ დავაპირებ, მინდა ლითონთან ერთად კომბინირებულად მოვსინჯო.
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები