რომელი ცნობილი ქართველის მამამ შეუკვეთა კუზნეცოვის ქარხანას ჭურჭელი საკუთარი ინიციალებით?

კუზნეცოვის ფაიფურის ჭურჭელი 19-ე საუკუნიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას წარმოშობის საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 1810 წელს იაკობ კუზნეცოვმა ფაიანსის მცირე საწარმო დააარსა, სადაც იაფფასიან, ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელს ამზადებდა. დაბალი ხარისხის გამო მას არისტოკრატები არ ეტანებოდნენ, ამიტომ მოთხოვნადი უფრო გლეხბისთვის იყო. ეს ყველაფერი გაითვალისწინა იაკობ კუზნეცოვის შვილმა, ტერენტი კუზნეცოვმა და მან დაიწყო მაღალი ხარისხის ჭურჭლის წარმოება, რომელიც უკვე აკმაყოფილებდა მეფეებისა და დიდგვაროვანთა მოთხოვნებს. კუზნეცოვის ფაიფურის ნაკეთებობი წლების განმავლობაში იხვეწებოდა, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კი ამ ფაიფურმა ხელოვნებათმცოდნეებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყრო.
საბოლოოდ კუზნეცოვის ფაიფური საბჭოთა რუსეთშიც მოდური და მოთხოვნადი გახდა. რუსეთის გავლენით კი საქართველოშიც მოიპოვა თაყვანისმცემლები. კუზნეცოვის ფაიფურის ნაკეთობები დღესაც მზადდება, ოღონდ მხოლოდ ხელით, თანაც თითო ეგზემპლარი. ხელოსნები მათზე დიდი მონდომებით მუშაობენ და თითოეულ ნაკეთობაში მთელ სულს დებენ: თეფში, ჭიქა, ფიგურა, ნაკრები და ბევრი სხვა ნივთი, ოსტატების მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატით დასტურდება. დღესდღოებით კუზნეცოვის ჭურჭლის შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, კუზნეცოვების ფაიფური დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ანტიკვარიატშიც. ერთი ნაკეთობის ფასი 100 ლარიდან იწყება და ათასობით დოლარამდე ადის წლებისა და ნაკეთობის მიხედვით. ანტიკვარებით მოვაჭრეები ამ ფაიფურს მუდმივად ითხოვენ ჩასაბარებლად. არც ისე დიდი ხნის წინ 12-კაციანი ლურჯი კობალტის კომპლექტი 10 000 ლარად იყიდებოდა, ლარნაკები კი 5000 დოლარად. მათ კი ვის დედებსა და ბებიებსაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ჭურჭლის მიმართ, ეს ანტიკვარული ნივთები მემკვიდრეობით ერგოთ და საპატიო ადგილას აქვთ განთავსებული.

როდესაც გიგა ლორთქიფანიძის სახლს ვეწვიეთ, მისმა მეუღლემ ქალბატონმა ქეთევან კიკნაძემ ის სერვიზი გვანახა, რომელიც გიგას მამამ, დათიკო ლორთქიფანიძემ, გიგას დაბადების აღსანიშნავად, კუზნეცოვის ქარხნისთვის შეუკვეთა და თან მოუთხოვია, რომ თითოეულ ჭიქას, თეფშს, ლარნაკს მისივე ინიციალები ჰქონოდა:

ქეთევან კიკნაძე:
- ეს სერვიზი გიგას მამამ, დათიკო ლორთქიფანიძემ გიგას დაბადების აღსანიშნავად, კუზნეცოვის ქარხანას შეუკვეთა. 64-ნაჭრიანი იყო და თითოეულ მათგანზე დატანილი გახლდათ ინიციალები - Д.Л.. ჩემი დედამთილი ამ ჭურჭელს ყოველდღიურად იყენებდა, რასაკვირველია, ტყდებოდა, აკლდებოდა. რაც შემოგვრჩა, აქაა წარმოდგენილი.



მარინა ბერიძის არტ ბინაში, სადაც თანამედროვეობა რეტრო სტილს ბუნებრივად ერწყმის, საპატიო ადგილი უჭირავს ე.წ. „გორკას“, რომელსაც მისი საყვარელი შვილიშვილებიც კი არ ეხებიან, თუ რატომ ამას მისივე ინტერვიუს ამონარიდიდან შეიტყობთ:

- არსებობს რამდენიმე ნივთი, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს და შეიძლება ითქვას, მათზე მიბმული ვარ, დანარჩენი კი უნდა იყოს მოხერხებული, კომფორტული და კარგად ვგრძნობდე მისი მოხმარებისას თავს.

ამ “გორკაში” ბევრ ჩემთვის საყვარელ ნივთთან ერთად, არის კუზნეცოვის ჭიქები, ბებიაჩემის, დედაჩემისეული ჭურჭელი. ეს ისეთი რაღაცებია, რაც თუ არ მოგდგამს, მერე ვერ შეიძენ და შეიძლება მის მნიშვნელობასაც ვერ მიხვდე. ჩემმა შვილიშვილებმა ერთი რამ კარგად იციან, „გორკას“ არ უნდა მიეკარონ.
ციცი ომანიძე


კუზნეცოვის ჭურჭელი - რატომ ითხოვენ მას დღემდე ანტიკვარებით მოვაჭრეები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები