ადამიანები ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე, მთავრობას და პრეზიდენტს რა უჭირთ, ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა ვიკითხოთო. მაგრამ ყოველთვის ასე როდია, პრეზიდენტები ყოველთვის ფუფუნებაში როდი ცხოვრობენ. არ გჯერათ? მაშინ გაიცანით ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ხოსე მუხიკო, ვეგიტარიანელი, უბრალო ფერმერი, რომელიც თითქმის მთელ თავის ხელფასს ქველმოქმედებას ახმარს.
მოკრძალებული ცხოვრება
პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, 2015 წელს, ხოსე მუხიკომ უარი განაცხად ოფიციალურ რეზიდენციაში ცხოვრებაზე და საგვარეულო სახლში დასახლდა, რომელიც საკმაოდ შელახული გახლავთ. მასთან ერთად ცხოვრობს მისი მეუღლე ლუსია და ერთგული ძაღლი, სამფეხა მანუელა. სახლს მხოლოდ ორი პილიციელი იცავს, არანაირი
სპეციალური დაცვა.
ყოფილი პრეზიდენტის ფერმა მონტოვიდეოს მახლობლად მდებარეობს. ხოსე და ლუსია ყვავილების მოყვანითა და გაყიდვით არიან დაკავებულები. ისინი მარტო მუშაობენ, დამხმარეების გარეშე.
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერია
მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად მუხიკო ორი მიზეზის გამო მიიჩნევა – პირველი, ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებული, ასკეტური ცხოვრებით და მეორეც, საკუთარი ხელფასის 90 პროცენტს (ხელფასი თვეში 12 000 დოლარი გახლავთ) ქველმოქმედებას ახმარს.
"მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ, ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი მჭირდება, ყველაფერი მაქვს, რაც მინდა"-ამბობს ხოსე მუხიკო.
ცხოვრება პრეზიდენტობამდე
1970 წელს კუბის რევოლიციით შთაგონებული ხოსე მუხიკო მაშინდელი მემარცხენეების, "ტუპამაროსის" წევრი გახდა, რასაც შედეგად მოყვა რამდენიმე საკმოდ სერიოზული ჭრილობა, სასამართლო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაათავისუფლეს 1985 წელს, როდესც ურუგვაიში დემოკრატია დამკიდრდა.
სწორედ პატიმრობის პერიოდში ჩამოუყალიბდა მომავალ პრეზიდენტს თანამედროვე მსოფლმხედველობა.
_ საკუთარ თავს ღარიბად არ მივიჩნევ, რადგან მაქვს ყველაფერი, რაც მინდა, - ამბობს იგი, - ღარიბი ის არის, ვინც იმიტომ ცხოვრობს, რომ ფული შეაგროვოს, ქონება მოიხვეჭოს. მათთვის ფული საკმარისი არასდროს არის და მთელი ცხოვრება ვიღაცას რაღაც უნდა უმტკიცონ. ასეთი ცხოვრება ბედნიერების და სიხარულის მომტანი ვერ იქნება.
პრინციპების წინააღმდეგ
დიახ, ასე ცხოივრობს მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი, მაგრამ არის კი ის მართლაც ღარიბი – მას აქვს საარსებო წყარო, სამეურნეო ტექნიკა და ფერმა, საკუთარი ავტომობილი და ეხმარება სხვებს. ამ ადამიანმა იპოვა საკუთარი ცხოვრების გზა, მეტი მას არაფერი უნდა. იქნებ ის არის არა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი, არამედ ყველაზე ბედნიერი პრეზიდენტი.

კომენტარები