ეს სახლები თითო ოთახის ზომისაა, მაგრამ ისე მოაწყვეს პატრონებმა, რომ იქ ბედნიერები არიან

ადგილის დეფიციტი, იპოთეკურ სესხებზე უარის თქმა, ერთ ადგილზე დარჩენის შიში - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ადამიანები სერიოზულად იწყებენ ფიქრს მინიატურულ სახლებზე. ასეთი სახლები ზოგჯერ იმდენად მცირე ზომისაა, რომ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახსაც არ აღემატება, თუმცა...

1. სახლი, რომელიც ჩვეულებრივ საძინებელზე პატარაა (9,5 კვ.მ)


ამ სახლის შემქმნელი არქიტექტორი ძალიან ამაყია იმით, რომ მისი ნამუშევარი ყველასგან გამორჩეულია. საცხოვრებელი ფართი მხოლოდ 9,5 კვ.მ-ს შეადგენს, თუმცა გონივრულად გათვლილი ყველა დეტალი და უამრავი გამოსაწევი სათავსო იძლევა იმის საშუალებას, რომ სახლი ყოველთვის სუფთა და
მოწესრიგებული იყოს.

2. სახლი გოთიკის ელემენტებით (16 კვ.მ)


დიასახლისის დაკვეთა იყო, სახლი შუა საუკუნეების გოთიკის სტილში ყოფილიყო. არქიტექტორების საქმისადმი კრეატიულმა მიდგომამ საბოლოოდ საოცარი შედეგი დადო და დამკვეთის სურვილი რეალობად იქცა.

3. სოფლის სახლი (10 კვ.მ)


ეს საოცარი სახლი ბორბლებზეა განთავსებული. გარედან ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სოფლის სახლს. სახლის საერთო ფართი სულ რაღაც 10 კვ.მ-ია. კომპაქტურობის წყალობით ამ სახლის გადაადგილება ძალიან მარტივია და დიასახლისი მას წარმატებით აქირავებს.

4. სახლი შეყვარებულთათვის (11.კვ.მ)


ამ შეყვარებულმა წყვილმა უარი თქვა ხმაურიან ქალაქზე და ცხოვრება სიმშვიდეში, ტყეში არჩია. საცხოვრებლად მათ 11 კვ.მ ფართის სახლი შეარჩიეს. წყვილი თვლის, რომ ეს მათი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

5. სახლი ტერასით (13 კვ.მ)


ამ დიზაინერმა საკუთარი თავისთვის ეს მინი სახლი აიშენა. იმისათვის, რომ 13 კვ.მ ვიზუალურად გაეფართოვებინა მოსაპირკეთებლად ღია ფერის ხე შეარჩია. ნივთებს სახლში ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია აქვთ.

კომენტარები

ალექს 2019-07-02 21:08
შედით გუუგლში "თინი ჰაუს ფორ სეილ" !
gu jinj 2019-06-25 16:38
mec didi siamovnebit shevizendi aset saxls. fasi mainteresebs .dasad sheizleba am saxlis shekveta momweret

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები