აქსესუარები, რომელთა გარეშე ლაშქრობაში არ უნდა წახვიდეთ

ლაშქრობის სამზადისი მოგზაურისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელია. ჩანთის ჩალაგების მომენტში ხვდები, რომ წინ გელოდება ემოციებითა და თავგადასავლებით დახუნძლული დღეები. ყოველი ლაშქრობის შემდეგ რწმუნდები, რომ ნაპოვნი გაქვს რემარკისეული წამის სიხარული და სახეზე ენდორფინგადაკრული იხსენებ განვლილ თავგადასავალს. ყოველი ახალი ლაშქრობის წინ კი გახსენდება ყველა ის ემოცია, რომელმაც შენს გონებაში სამუდამოდ აღბეჭდა ამ თავგადასავლებით გამოწვეული ცვლილებები.
გამოცდილმა მოლაშქრეებმა ზუსტად იცის არა მარტო ლაშქრობის შემდგომი ემოციების, არამედ ლაშქრობამდე მზადების მნიშვნელობაც და ისიც, თუ ამ პროცესში რამდენად დიდი როლი უჭირავს სალაშქრო აქსესუარებს. მთელი დღის მოგზაურობის შემდეგ,
დაღლილი, ემოციებით გაჟღენთილი და ძალაგამოცლილი, რის ვაი-ვაგლახით რომ გაშლი კარავს, ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას და სავსე მთვარეს რომ ახედავ, ბოლოს კარავში რომ წამოწვები და ჩაძინებულს დასველებული კარავი რომ გამოგაღვიძებს, მაშინ ხვდები რომ კარავი უფრო დაკვირვებით უნდა შეგერჩია… არც ნათხოვარი აქსესუარები გამოდგება მაინცდამაინც.
კალენდარში წითლად შემოხაზულ თარიღისკენ მიმავალი რიცხვები ნელნელა იკლებს და ვხვდები, რომ ახალი ლაშქრობის დღეც ახლოვდება. წინა ლაშქრობის გამოცდილებამ მიმახვედრა რომ ჩემი სალაშქრო აქსესუარები აბსოლუტურად უვარგისია და რომ სასწრაფოდ უნდა შევიძინო ახალი კარავიც, პარალონიც და საძილე ტომარაც. ვჩქარობდი, სამზადისი უნდა დამეწყო მე კი ყველაფერი საყიდელი მქონდა… მინდოდა ყველაფერი ერთ სივრცეში მეპოვნა, რომ ბევრი არ მევლო. მეგობრის რჩევით მივაგენი ეგეთ უნიკალურ ადგილს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მოკლედ: რისი წაღებაა აუცილებელი სალაშქროდ? ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის ერთია:

1. კარავი


გასაკვირი არაა, რომ კარავი ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაშქრისთვის, მის გარეშე მოგზაურობა შეუძლებელია. რაოდენ მნიშვნელოვანიცაა ეს აქსესუარი, იმდენად დიდი დაკვირვება სჭირდება შეძენისას. აუცილებელია კარავიმაღალხარისხიანი იყოს, რომ არც წვიმის შეგეშინდეთ და არც სიცხის და არც სხვადასხვა მწერების. სხვადასხვა ბრენდის, ფერის, ზომისა და დიზაინის კარვებში შენთვის საუკეთესოს ამორჩევა რთული, მაგრამ აუცილებელი პროცესია. კარავის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია მოგზაურის სიმაღლე, ასევე რამდენად წყალგაუმტარია იგი. იმ შემთხვევაში თუ მოგზაურობისას კარავში რამდენიმე ადამიანმა უნდა დაიძინოს აუცილებელია დიდი მოცულობის მქონე კარავის შერჩევა. ორკაციან, სამკაციან ან ოთხკაციან კარვებში ზუსტად იმდენი ადამიანი ეტევა რამდენსაც თვითონ სიტყვა გეუბნებათ და არც იფიქროთ რომ მეტი დაეტევით… თუმცა დიდი მოცულობის კარავს ერთი სირთულე ახლავს თან, ის შედარებით მძიმეა და მისი შორ დისტანციაზე ტარება ცოტა გაგიჭირდებათ, ამიტომ აუცილებელია ზუსტად იმ ზომის კარავი იყიდოთ რა ზომაც ნამდვილად გჭირდებათ.

2. პარალონი



როგორი რბილი კარავიც არ უნდა შეარჩიოთ, პარალონის გარეშე მასში დაწოლისას ისეთი გრძნობა გექნებათ, თითქოს ყველა კენჭსა და ქვას თქვენს ზურგზე მოუსურვებია განთავსება. მნიშვნელობისა და აუცილებლობის გარდა, პარალონი საოცრად ალამაზებს მოლაშქრის ჩანთას, ესთეტიკურ ღირებულებას სძენს მას და უჩუმრად ასრულებს თავის საქმეს… პარალონის შერჩევის დროსაც მოლაშქრის სიმაღლის გათვალისწინება აუცილებელია, რომ ბოლომდე ვერ დაგიცვათ წვრილი, წვეტიანი კენჭებისგან. მნიშვნელოვანია მისი ხარისხიც. პარალონი უნდა იყოს რბილი და სასიამოვნო ზედაპირის მქონე, რომ არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და მასზე მოსვენება სასიამოვნო პროცესი იყოს მოლაშქრისთვის.რაც უფრო ხშირად იყენებთ პარალონს მით მალე ცვდება ის და კარგავს თავის ფუნქციას, ასერომ თავიდანვე ხარისხიანი პარალონი უნდა შეარჩიოთ რომ თავი დაიზღვიოთ მისი მალე გაცვეთისგან.

3. საძილე ტომარა



პარალონის შემდეგ, ერთ წითელ საძილე ტომარას დავადგი თვალი, ზომით აშკარად შესაფერისი იყო…მოლაშქრემ არასდროს იცის სად და როგორ ამინდში მოუწევს დაძინება, ამიტომაც საძილე ტომარა ყოველთვის ჩანთაში უნდა იყოს. უეცრად გაფუჭებულ ამინდში, რამდენჯერ მომვლენია საძილე ტომარა მფარველ ანგელოზად, რამდენჯერ შემიხედავს მისთვის სიამაყის თვალებით, ამ ნივთებზე რჩება ჩვენი ყველა თავგადასავალი თავისი სიდიადითა და განსაკუთრებულობით.საძილე ტომარა, როგორც კარავი და პარალონი, მოლაშქრის სიმაღლის მიხედვით ირჩევა და ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ საძილე ტომრის თერმორეგულაციას, შეძლებს თუ არა იგი ცუდ ამინდში სიცივისგან დაგვიცვას.

4. ფანარი



ტელეფონის "Flashlight"-ს ვერასდროს ენდობა ადამიანი. უკუნით ღამეში რომ დაგიჯდება ტელეფონი, მაშინ ხვდები რომ ერთი ფანარი აუცილებლად უნდა გედოს ჩანთის რომელიმე პატარა ჯიბეში, ჰორიზონტამდე რომ ანათებს და ბნელ ღამეში მხსნელად გევლინება. მულტიფუნქციური ფანარი ხომ საერთოდ საოცრებაა. სიბნელეში კოორდინირება ძალიან რთულია, ამიტომაც ფანარი მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს ყველა მოლაშქრისთვის.

5. პიკნიკის პლედი



თუ ზემოთ აღნიშნული ყველა აქსესუარი შეიძინეთ და ცოტა თანხაც დაგრჩათ ჯიბეში, არ დაგავიწყდეთ პიკნიკის პლედის შეძენა, მწვანე მინდორზე ჰარმონიულად შერწყმის უნარი რომ აქვს და კიდევ უფრო მშვენიერს რომ ხდის გარემოს. ტრიალ მინდორზე დაკემსილი პიკნიკის პლედი მოგზაურობას ალამაზებს და თავგადასავლების ისტორიკოსად გვევლინება…

ეხლა კი კულმინაციას მივუახლოვდით სადაც გაგიმხელთ, თუ სად შევიძინე ეს ყველაფერი, უიაფესად, და კომპეტენტური რჩევებიც მივიღე. ეს ყველაფერი ჰიპერმარკეტ "გორგიაში" შევიძინე და სულ რაღაც 70 ლარი დამიჯდა. კარავიც,(28ლარი) პარალონიც(14ლარი), საძილე ტომარაც(21ლარი) და პლედიც (7 ლარი). რაც მთავარია ეს ნივთები მინიმუმ რამოდენომე წელი მომემსახურება. "გორგიაში" საპიკნიკე აქსესუარების დიდი არჩევანიც დამხვდა: დასაკეცი მაგიდა და სკამები, სუფრები, სპეციალური ჭურჭელი და სპეც. ტანსაცმელიც კი, რაც მთავარია ეს ყველაფერიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ამაზე ცალკეც დავწერ.

დამშვიდებული სახით გამოვედი "გორგიადან", მომავალი მოგზაურობის სიხარული დამთამაშებდა ბაგეებზე და თან ჩემს შენაძენს ვაკვირდებოდი… ამ ნივთებისთვის პირველი მოგზაურობა სულ მალე დაიწყებოდა. გონებაში დავხატე ჩემს ჩანთაზე ჩამოკიდებული კარავი, ვერცხლისფერი პარალონი და გვერდითა ჯიბეში თავმომწონედ მოკალათებული ფანარი, უკუნით ღამეში გზას რომ გაგინათებს და მშველელ რაინდად რომ მოგევლინება. ეს ზუსტად ისაა, რაც მომავალი დიდი თავგადასავლებისთვის მჭირდება.

კომენტარები

მარიამი. 2019-06-18 17:33
კაი რა 28 ლარიანი კარავი როგორ იქნება კარგი ვის ატყუებთ.
antokeli 2019-06-12 10:33
28 ლარიან კარავს ძაღლმა რომ მიაფსას, ის დააველებს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები