ამერიკული, იტალიური, შვედური და ფრანგული აივანი – პოპულარული დიზაინების თავისებურებები


აივანი სახლი ნაწილია, რომლის რემონტის გადადებაც დიდი ხნით არა არის რეკომენდირებული. თუ სახლი შიგნიდან ლამაზად და მყუდროდ არის მოწყობილი ამას მხოლოდ თქვენი სტუმრები ხედავენ, გარეთა ფასადს კი ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს.

აივნის დიზაინი მხოლოდ ესთეტიური თავლსაზრისით როდია მნიშვნელოვანი.  დიზაინის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი მომავალი ფუნქციონალური დატვირთვა.

ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლოს ფრანგული, შვედური, იტალიური და ამერიკული სტილის აივნები.

ფრანგული აივანი – ესთეტიკისა და ფუნქციონალობის ნაზავი




ბევრს გონია, რომ ფრანგული აივანი არის პატარა ზომის aადგილი, რომლიც შემოფარგლულია რკინის გისოსებით. ტრადიციული
კონსტრუქცია სწორედ ამას გულისხმობს, თუმცა მოდა იცვლება, ტექნოლოგიები ვითარდება,  რაც აივნების განვითარებაში ახალ მიმართულებებს გამოკვეთს. თანამედროვე ფრანგული აივანი შეიძლება იყოს მთლიანად შემინული, იატაკიდან ჭერამდე. უცვლელი რჩება მხოლოდ კომპაქტური ზომა, თუმცა ეს ხელს არ უშლის მის ფუნქციონალობას. ამ კონსტრუქციის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მას აქვს მშვენიერი ექსპლუატაციის უნარი.




ამერიკული სივრცე




ამერიკული დიზაინი ითვალისწინებს გრძელი და ფართო შენობის აივნით გარშემორტყმას. ასეთი აივნის უპირატესობა დიდი სივრცეა. ერთადერთი ნაკლი კი ის გახლავთ, რომ ასეთი აივნის რეალიზება ყველგან როდი არის შესაძლებელი.



იტალიური აივანი



თუ იტალიური აივნის გაკეთება გსურთ არჩევანის წინაშე მოგიწვეთ დადგომა. იტალიური აივანი შეიძლებ იყოს, ჭედური, გისოსებინაი, ბარელიეფური, ქვის და ა.შ.







შვედური დიზაინი




შვედური აივანი ლაკონური გაფორმებით გამოირჩევა. ის არ გამოირჩევა ორიგინალურობით და საკმოდ მოკრძალებულია.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები