რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შევარჩიოთ სასახურავე მასალა?

ზაფხული საუკეთესო დროა ახალი მშენებლობისა და რემონტისთვის. სახლის სწორად გადახურვა მნიშვნელოვანია, რადგან სახურავს, შენობის დამცავი ფუნქციის გარდა, სახლის საერთო ვიზულსაც ქმნის. ამიტომ პირველი, რის ხარისხშიც და იდეალურ მდგომარეობაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ - სახურავია.
არსებობს სხვადასხვა მასალის, ხარისხის, დანიშნულების, ფორმისა და ფერის სახურავი. გამოუცდელი ადამიანისთვის რთულია მათ შორის განსხვავებისა და უპირატესობების გარჩევა. სწორედ ამიტომ პროფესიონალური რჩევებისთვის, საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტს, „გორგიას“ ვესტუმრეთ.

როგორც „გორგიაში“ გვითხრეს, არსებობს სასახურავე მასალის მრავალი სახეობა-ესენია: ევროშიფერი, შინგლი (რბილი გადახურვა), ონდუმიტი (პლასტიკატის სახურავი), ბუნებრივი კრამიტი, მეტალოკრამიტი, პროფილირებული ფენილი,
ხრეშიანი თუნუქი. თითოეული მათგანი სხვადასხვა გარემო პირობებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, ევროშიფერი - შეგვიძლია ვურჩიოთ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რეგიონს. ამ მასალის გამოყენება ასევე რეკომენდებულია კედლებზე ასაკრავად მათი ნესტისა და წვიმისგან დაცვის მიზნით. გარდა ამისა, სავსებით აკმაყოფილებს ამ რეგიონის მოთხოვნებს და არ არის საჭირო ზედმეტი თანხის გადახდა ძვირადღირებულ მასალაში. ევროშიფერი დრეკადია, ამიტომ ძალიან კარგია რთული კონსტრუქციის მქონე სახურავის გადასახურადაც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროშიფერი ეკოლოგიურად სუფთაა, არ საჭიროებს გადაღებვას, ენერგოეფექტურია და სწორი მონტაჟის შემთხვევაში, მინიმუმ, 15–წლიანი გარანტია აქვს.

„გორგიას“ სპეციალისტმა გვითხრა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც დიდთოვლობა ხშირია, შინგლის მასალის სახურავია რეკომენდებული.

ეს მასალა ყველაზე კარგად უძლებს სიმძიმეს, თოვლი არ დაცურდება და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს არ შეუქმნის. არც სახურავის გასუფთავებაა პრობლემა, რადგან ამ მასალაზე თავისუფლად შეიძლება მოძრაობა უსაფრთხოდ, რადგან ფეხი არ ცურავს და სიარულის შედეგად არც სახურავი ზიანდება. შინგლი ანუ რბილი გადახურვა, ასევე რეკომენდებულია ფანჩატურების, ღია აივნებისა და მოსასვენებელი სივრცეების გადასახურად, რადგან ხმას მაქსიმალურად ახშობს და წვიმის ხმაც არ შეგაწუხებთ. არ იჟანგება, არ ლპება და სხვადასხვა მოდელის მიხედვით, 20–დან 55 წლამდე ერთგულად გემსახურებათ.
ყველაზე ცხელი რეგიონებისთვის რეკომენდებულია კრამიტი. ბუნებრივი თიხის კრამიტი საუკეთესოდ უძლებს ყველაზე მაღალ ტემპერატურას და საუკეთესო სითბოს იზოლატორია.

ამგვარად, სახლის კონდიცირებაზე საგრძნობლად შეამცირებთ ელექტროდანახარჯს. ახასიათებს მაღალი მექანიკური სიმტკიცე, ჰაერგამტარობა, თერმული გაფართოების დაბალი კოეფიციენტი, წყლის შთანთქმის კოეფიციენტი საშუალოდ 3%-ია, ყინვაგამძლე და ცეცხლგამძლეა. ამ ტიპის გადახურვას საცხოვრებელი სახლების ან სხვა დახრილი სახურავის მქონე ნებისმიერი შენობა-ნაგებობისთვის იყენებენ, სართულების რაოდენობას მნიშნელობა არ აქვს. საექსპულატაციო ვადა მართლაც შთამბეჭდავია, რადგან კრამიტმა შეიძლება 150 წელი გაძლოს ყოველგვარი რემონტის გარეშე. ღვინის მარნებსა და კერძო სასტუმროებზე კი ეს მასალა მდიდრულად გამოიყურება და ეგზოტიკურ იერს აძლევს.
ისეთ რეგიონში, სადაც მაღალი ნესტიანობაა და ხშირია წვიმა, ონდუმიტი - ანუ პლასტიკატის სახურავი უნდა გამოიყენოთ. თუ სახლს ამ მასალით გადახურავთ, წვიმის ხმა შტორმის დროსაც კი არ შეგაწუხებთ.

მასალა გამოირჩევა ძალიან ბევრი დადებითი თვისებით: არააალებადია, არ იჟანგება, დრეკადია - ფიზიკური ზემოქმედების შედეგად არ განიცდის დეფორმაციას, არ ხუნდება და არ საჭიროებს გადაღებვას, ენერგოეფექტურია, ახდენს ხმის იზოლაციას, არ ტყდება და აქვს ფერების დიდი არჩევანი. ონდუმიტის სახურავი თიხის ფილებზე 10–ჯერ მსუბუქია, შედეგად, უფრო მარტივად გადასატანია, უფრო სწრაფადაც მონტაჟდება და შენობის წონასაც ამსუბუქებს. თერმოპლასტიკის საექსპლუატაციო ვადა 100 წელს აღწევს.
აღნიშნულ სასახურავე მასალას ექსკლუზიურად მხოლოდ „გორგიაში“ შეიძენთ.

მაღალი დახრის მქონე მარტივ კონსტრუქციებზე თუნუქის გადახურვის (მეტალოკრამიტი, პროფილირებული ფენილი) გამოყენებაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში დაცული იქნებით კოროზიისა და მონტაჟის შემდგომი ნარჩენისგან. გასათვალისწინებელია, რომ მეტალის სახურავის შემთხვევაში საჭიროა ხარისხიანი თბოსაიზოლაციო მასალა, სახლის ენერგოეფექტურობის შესანარჩუნებლად. ამგვარ მასალას საკმაოდ კარგი საექსპლუატაციო ვადა და მისაღები ფასი აქვს.


არსებობს მასალა, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს აერთიანებს:
ეს არის ხრეშიანი თუნუქი – თუთიისა და ალუმინის ნაერთისგან დამზადებული, რომელიც თავის თავში ყველა სასახურავე მასალის დადებით თვისებას მოიცავს და 4-ჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე სხვა თუნუქის სახურავი.

ეს ინოვაციური მასალაა და ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. თუ გსურთ, ყველასაგან გამორჩეული სახურავი გქონდეთ, არჩევანი ამ მასალაზე შეაჩერეთ. თანაც, ფერებისა და ფორმების დიდი არჩვევანიც აქვს და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. საექსპლუატაციო ვადა, მინიმუმ, 50 წელია.
თუ სხვენში საცხოვრებელი მანსარდის მოწყობას გეგმავთ, აუცილებლად დაგჭირდებათ მანსარდის ფანჯრები, რომლებიც 30%-ით მეტ სინათლეს ატარებს ოთახში, ვიდრე ჩვეულებრივი ვერტიკალური ფანჯარა. ცნობილია, რომ დღის შუქი აუმჯობესებს განწყობას, ხსნის სტრესს, ხსნის თვალების დაძაბულობას. Fakro-ს ბრენდის მანსარდის ფანჯრები, რომლებიც „გორგიაშია“ წარმოდგენილი, ფიჭვის ხის მასალისგან მზადდება, დამუშავებულია ანტისეპტიკური ხსნარით და ლაკის 2 ფენით არის დაფარული.

ამ ფანჯრების დაყენება ნებისმიერი ტიპის სახურავზეა შესაძლებელი. მისი მინები დაფარულია საფარით, რომელიც ეფექტურად ირეკლავს მზის ულტრაიისფერ სხივებს. გააჩნია ენერგოეფექტური მინაპაკეტი ნაწრთობი მინისგან, რომელიც არ ზიანდება ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. მანსარდის ფანჯრების გამორჩეული თვისებებია: უკეთესი აკუსტიკა, დაბალი თბოგამტარობა, ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, ოთახის უკეთესი ვენტილაცია და დაცვა.

სასახურავე მასალის ყველაზე დიდ არჩევანს საუკეთესო ფასად, „გორგიას“ შვიდივე ფილიალში შეიძენთ, სადაც ხარისხიან და თქვენთვის საჭირო მასალას, „გორგიას“ პროფესიონალი კონსულტანტები შეგარჩევინებენ. სასახურავე მასალის ფასი აქ 7,70 ლარიდან იწყება.

კომენტარები

Tako 2020-07-30 13:11
Metalokramitis witeli saxuravit davxuret sacxovrebeli saxli da dzlieri wvimisas wyals atarebs sxvadasxva adgilebshi. silikonit amovavset yvela gadadgmis adgili magram amaod.ras gvirchevt gamosavali ra aris?
Valeri 2019-07-25 09:22
კვ.მ.ღირსო 7.7 ლარი
კონსტრუქტორი 2019-07-23 14:27
რა კრიტერიუმებით და სტრენჯით,დერაბილიტით დაეფიციენსით
Ķetino 2019-07-22 18:11
Xreshiani tunuki metrobit ikideba tu listobit7 da 70 atad?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები