ოქროს ნაწარმი ჩვენს რეალობაში მხოლოდ ფუფუნებას არ უკავშირდება. ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც ნიშნობა, ქორწილი თუ ნათლობაა, იქროს სამკაულის გარეშე არ ჩაივლის. საჩუქრადაც ოქროულის მირთმევაც გავრცელებული ტრადიციაა. ოქროს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრო ე.წ. ოქროს ბირჟაა. ჩვენი რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, მრავალის წელია ოქროულით ვაჭრობს. მან არაერთ საინტერესო კითხვაზე გვიპასუხა.
- რა განსხვავებაა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ ოქროს შორის და რამდენად მართალია, როცა ამბობენ, რომ მაგალითად თურქული ან ინდური ოქრო არ არის კარგი ხარისხის?
- ეს არის მითი. ნებისმიერი ნაკეთობა ფასდები არა
იმის მიხედვით, საიდან ჩამოიტანეს, არამედ მინიჭებული სინჯის მიხედვით. სინჯი ამ მეტალში ოქროს პროცენტულ შემცველობას გულისხმობს. მაგალითად 585 სინჯი ნიშნავს, რომ 1000 გრამ ლითონში 585 გრამი ოქრო შედის. დანარჩენი სხვა შენადნობია, რომელიც აუცილებელია ოქროს ნაწარმში მისთვის სიმყარის მისანიჭებლად (სუფთა ოქრო ძალიან რბილი ლითონია). შესაბამისად, თანხას იხდით სინჯში და არა დამზადების ადგილში. უბრალოდ, გემოვნების საკითხია, შეიძლება რომელიმე ქვეყნიდან შემოსული ოქროს ნაკეთობა ვიზუალურად უფრო მეტად მოგწონდეს, ვიდრე ქართული ან სხვა. ნაკეთობის ფერი იმაზეცაა დამოკიდებული, რომელი ლითონი აქვს ოქროს დამატებული.
- დღეს რა ფასებია ოქროს ბირჟაზე?
- 585 სინჯის, ანუ საშუალო სინჯის ოქროს მასალა რომ შეიძინოთ, 85 ლარი დაგიჯდებათ. 140 ლარი ღირს 958 სინჯის, ანუ უმაღლესი სინჯის მქონე ბაჯაღლო ოქროს მასალა. ნაკეთობები მასალაზე დაახლოებით 20 ლარით ძვირია ჯდება, გააჩნია რა ტიპის ნაკეთობაა. ნივთები თუ საქართველოში, ოქროს ბირჟაზეა დამზადებულია, ფასი 100 ლარიდან იწყება. თუ შემოტანილია, ღირებულება 120 ლარიდან იწყება იმიტომ, რომ შემოტანილ ნაკეთობას განბაჟების ხარჯებიც ემატება.
- თქვენთან თუ ცდილობენ ყალბი ოქროს შემოტანას?
- არის ხოლმე მსგავსი შემთხვევები. მათ იციან, რაც აქვთ, მაგრამ ცდილობენ გაცილებით მაღალ ფასად შემოგატყუონ . არის ხოლმე ფაქტები, როცა ოქროს წყალშია ამოვლებული ნივთი მოაქვთ. გარეგნულადაც და ქვაზე გასინჯვითაც, შეიძლება ოქრო იყოს, მაგრამ რეალურად ეს ესე არ იყოს და დარჩეთ მოტყუებული, თუ გამოცდილება არ გაქვთ.
- როგორ უნდა მიხვდეს მყიდველი, რომ ნივთი, რომელსაც ყიდულობს, ოქროა?
- ჩვენთან ლაბორატორიებია და დარბაზში ექსპერტებიც სხედან. ბევრი არ ენდობა ხოლმე ესე ნაყიდ ნაკეთობას და უნდათ გადამოწმება, ხომ ნამდვილად ოქროა. ხანდახან ეჭვიც უჩნდებათ, რომ შეკრულები ხართ ერთმანეთთან და რეალურად იქ მყოფი ექსპერტიც არ მეტყვის ოქროა თუ არაო. მაგრამ, მე არანაირი კავშირი არ მაქვს ექსპერტთან და ის ჩემგან არანაირ ფინანსურ სარგებელს არ იღებს. თუ თქვენ იყიდით ნივთს, რომელსაც ექსპერტი გიდასტურებთ, რომ ოქროსია და ამის შემდეგ დაგჭირდათ მისი გაყიდვა. შემდეგ კი აღმოაჩინეთ, რომ რეალურად ოქრო არ არის და ექსპერტმა მოგატყუათ, სრული უფლება გაქვთ უჩივლოთ როგორც გამყიდველს, ასევე ექსპერტს. ამიტომ, ზედმეტად არავინ შეიქმნის პრობლემას. 3 ლარი ღირს შემოწმება. მე მყიდველებს ჯერ ვამოწმებინებ ხოლმე ექსპერტთან და მერე ვართმევ ფულს.
- ვიზუალურად როგორ შეიძლება ყალბი და ნამდვილი ოქროს გარჩევა?
- ძალიან ძნელი გასარჩევია. შეიძლება წლებია შეხება გქონდეს და მაინც გაგიჭირდეს ერთმანეთისგან გარჩევა. თუ არ შეამოწმეთ, ვიზუალურად რთულია გარჩევა.
- ყველაზე ხშირად, რა ტიპის ნაკეთობებზეა მოთხოვნა?
- ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რაღაცას უფრო ხშირად თხოულობენ ან ნაკლებად-თქო. იმის გამო, რომ გაძვირდა, თუ ძალიან არ სჭირდებათ, აღარ ყიდულობენ. ზოგს ურჩევნია, რომ თანხა აჩუქოს ოქროს ნაცვლად. აუცილებლად რაც სჭირდებათ, ეს ნათლობის ჯვრებია და ყველაზე ხშირად მას კითხულობენ.
- ძირითადად, როგორი დიზაინის ჯვრებს ითხოვენ?
- სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ვისაც რისი საშუალება აქვს, იმ ფასიანსა და იმ ფორმისას ყიდულობს. უფრო სადა ჯვრებს ითხოვენ ხოლმე, ჯვარცმის გარეშე.
- როგორ შეიცვალა ნიშნობის ბეჭდის ყიდვის ტენდენცია, რას ანიჭებენ ძირითადად უპირატესობას, კლასიკურ მოდელს თუ რაიმე განსხვავებულს?
- ბოლო დროს, მოდიან ახალგაზრდები, რომელთან მოაქვთ ინტერნეტიდან გადმოღებული ფოტო, როგორიც უნდათ, რომ იყოს მათი ნიშნობის ბეჭედი და ამზადებინებენ. კლასიკურ ვარიანტსაც ყიდულობენ ხოლმე იმიტომ, რომ უფრო პრაქტიკულია და ყველაფერს უხდება.
- სადედამთილოები თუ არჩევენ სამკაულებს და რას ანიჭებენ ხოლმე ძირითადად უპირატესობას?
- დიახ, ხშირად მოდიან ხოლმე და კითხულობენ, ძველი ქარხნული, რუსული რა გვაქვს. ძველი რუსული ოქრო ფერით განსხვავდება, მოწითალო ფერისაა, თუმცა სინჯი იგივე აქვს. თანამედროვე ნაკეთობებს კი უფრო ყვითელი ფერი აქვთ და რომ ადარებენ, მერე აღარ მოსწონთ. რძლის და დედამთილის გემოვნება არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს და გოგო დგას და ეუბნება, რაც გინდათ, ის მიყიდეთო. ხან პირიქითაცაა ხოლმე.
- ადრე ოქროს ნაკეთობებს, რომლებიც საჩუქრად უნდოდათ, უფრო მეტ ფასს აწერდნენ. ახლაც თუ ხდება მსგავსი შემთხვევები?
- ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით თუ საზღვარგარეთ მიაქვთ. ფასს აწერენ დოლარში და სამმაგი ოდენობით. ახალგაზრდები საერთოდ არ მოითხოვენ მსგავს რამეს. 50 წელს გადაცილებული ხალხი უფრო გვამატებინებს 100 ან 200 ლარს. თუმცა, ხანდახან როცა მოდიან ადამიანები, რომლებსაც აჩუქეს ოქრო, გადამეტებული ფასით და ცდილობენ მის გაყიდვას, იმედი უცრუვდებათ ხოლმე იმიტომ, რომ რეალურად ის ნაკეთობა იმდენი არ ღირს, რა ფასიც ეწერა ახლობელმა რომ მიუტანა.
თამარ იაკობაშვილი
რომელია ოქროს ყველაზე სანდო ნაწარმი და როგორ გავარჩიოთ სინჯი

კომენტარები