კაცმა ცოლს თვითმფრინავის ფორმის სახლი აუშენა - "მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და მინდოდა, გამეხარებინა"

ნიგერიელმა კაცმა ამავე ქვეყნის დედაქალაქ აბუჯაში ცოლისთვის უჩვეულო არქიტექტურის მქონე სახლი ააგო. გიგანტური ზომის სახლს თვითმფრინავის ფორმა აქვს.


სახლში საიდ ჯამალი თავის ექვს შვილთან და ცოლთან, ლიზასთან ერთად ცხოვრობს.


როგორც BBС წერს, კონსტრუქცია ჯერ კიდევ 1999 წელს შეიქმნა, მოგვიანებით კი, მშენებლობა დაიწყო, რომელიც 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღემდე არ არის დამთავრებული.


თვითმფრინავის ფორმის სახლის ერთი ფლიგელი, რომელსაც თვითმფრინავის კუდის კონსტრუქციის ფორმა აქვს, ნიგერიის დროშის ფერებშია შეღებილი.

შენობის ეზოში საიდმა მეჩეთიც ააგო, აქვეა ულამაზესი ბაღი და საცურაო აუზი. სახლში არის
რამდენიმე მისაღები, საძინებლები. საიდმა სახლის პატარა კონსტრუქციაც გააკეთა, რომელიც შენობის ერთ-ერთ მისაღებ ოთახს ამშვენებს.


საიდის ერთ-ერთი შვილი, მოჰამედ ჯამალი  ამბობს, რომ მშენებლობა მაშინ დაიწყო, როცა 12 წლის იყო. მისი თქმით, მშენებლობაში ბავშვებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

საიდ ჯამალი იმედოვნებს, რომ მისი სახლი ტურისტებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდება და აბუჯაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანახავი ადგილი გახდება.


"როდესაც ჩემი ცოლის ხელის სათხოვნელად მის მშობლებთან მივედი, მათ მითხრეს, რომ გოგონას ძალიან უყვარდა მოგზაურობა და მე ვთქვი, რა პრობლემაა. შემდეგ კი მისთვის თვითმფრინავის ფორმის სახლი ავაშენე სწორედ იმიტომ, რომ მოგზურობა უყვარს", - ამბობს საიდ ჯამალი.


ჟურნალისტებთან არ უსაუბრია თავად ლიზას, რადგანაც, როგორც ქმარი ამბობს, ის ძალიან მორცხვია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები