საძირკველი ჩასხმული ჰქონდა, როცა ამ სახლში მომიყვანა, ქალაქში მუშაობდა და ფულიც ჰქონდა, ჯანიც, მეგობრებიც, საშენმასალაც, მაგრამ სანამ მე არ დამითანხმა ცოლად გავყოლოდი, სახლის მშენებლობას გულს ვერ უდებდა, მერე დაიწყო და წამოვიდა და წამოვიდა კედლები... როცა გამზაედბულ კერძს გადმოვუტანდი დედამთილის სახლიდან, მუშებს დასვამდა, დაიწყეთ და მოვალ ეხლავეო, მომკიდებდა ხელს, ამიყვანდა ხის კიბით, ოთახებს შემომატარებდა და მეკითხებოდა მოგწონსო? აქ დავდგათ საწოლი თუ იმ კუთხეშიო, სამზარეულოს ფანჯარა პატარა ხოარარიო, გინდა აქ აივანს მოვაშენებო, ბუხარი დაბალზე ხომ არააო... თვალები ისე უბრწყინავდა, აი, წიგნებში წაკითხულს
რეალურად ვხედავდი, ვარსკვლავები უკიაფებდა თვალებში... მალე ააშენა, ეჩქარებოდა საკუთარ სახლში გადასვლა, სანამ ბავშვი გაჩნდება, ყველაფერი უნდა მოვასწროო, რომ მერე შენ არ გაწვალდეო, ჩემი დედოფალი ხარო, დედოფალივით უნდა გაცხოვროო, რასაც მოისურვებ ყველაფერს შეგისრულებო... ასეც იყო. სამი შვილი გავუჩინე, სამივე სახლში, გვერდიდან არ მშორდებოდა, ბებიაქალები გარეთ აგდებდნენ, ის კიდევ ხელს არ მიშვებდა და ტიროდა, სანამ ბავშვი დაიბადებოდა, შიშით ჰქონდა სავსე თვალები, ბავშვი რომ ტირილს დაიწყებდა, მერე ტიროდა და თან იცინოდა, ხელზე მკოცნიდა ხოლმე, მადლობაო, მეტყოდა და გადიოდა... ბავშვები რომ წამოვიდნენ ქალაქში, ერთი, მეორე, მესამე და მარტოები დავრჩით ჩვენს სახლში, მეგონა ახლიდან ვიპოვეთ ერთმანეთი, უკვე ისეთ ასაკში ვიყავით, რცხვენოდა, არავინ დამინახოსო და ღამით გადიოდა სახლის უკან მინდვრებში, ყვავილებს დამიკრეფდა და დილით რომ ვიღვიძებდი, საწოლთან მხვდებოდა მინდვრის ყვავილები, ასე გავლიეთ ჩვენი კუთვნილი ბედნიერება...
იმ დაწყევლილი ზამთრის დილას, თოვლი რომ მოვიდა, წესისამებრ ადგა და შეშის ღუმელი ააგიზგიზა, მერე გარეთ გავიდა, მე ჯერ ვიწექი და ფანჯიდან შემოსული უჩვეულო სითეთრით ვხვდებოდი, რომ თოვლი მოსულიყო, შემოვიდა, იცინოდა, ხელები უკან შემოეწყო ზურგზე, იცი გარეთ რახდებაო? ვითომ ვერ ვხვდებოდი, რახდება მითხარი მეთქი და გამომიწოდა ხელისგულებზე გუნდებით აწყობილი პატარა კაცუნა, ხელფეხი ფიჩხის ქონდა და ზურგზე ბუმბული ქონდა ორი ცალი დამაგრებული, სხვენზე მტრედები გვყავდა და იმათი ბუმბული აუკრეფია აივნიდან, მართლა გავდა ზღაპრის ილუსტრაციად დახატულ ანგელოზს, აიო, შენი ანგელოზი გყავსო, შენთვის ჩამოფრინდაო ციდანო, ხელისგულებში ჩამიდო, დაიხარა, მაკოცა და გამიღიმა, თვალებში რო შევხედე ის ვარსკვლავები დავინახე ისევ და იმ წუთას ვიგრენი, რომ ისე ძალიან მიყვარდა, როგორც არასდროს.... თოვლის გადმოსაყრელად ავიდა სახურავზე,... ცოტახანს მესმოდა სახურავიდან ხმა, მერე ყველაფერი გაჩუმდა... თოვლზე ისე იწვა, თავთან დამდგარი სისხლის გუბე რომ არა, ვერც კი იფიქრებდით, რომ მკვდარი იყო, იმ წუთიდან მთელი სოფელი ჩემზე ამბობს, რომ გავგიჟდი, არავის სჯერა რომ ჩემთანაა და მართლა მას ველაპარაკები, არადა გარდაცვალების დღეს ნაჩუქარ თოვლის ანგელოზს ჰგავს ის სული, მე რომ დამყვება და ჩემი ქმრის ხმით მელაპარაკება, სულ ჩემთანაა, არ მტოვებს, დღეს შვილებმა გადაწვიტეს რომ აქედან წამიყვანონ, საშიშია აქ ცხოვრებაო, მარტო ხარო, სახლი ინგრევაო, ძალით მივყავარ ქალაქში, ის კი აქ რჩება, ციდან ჩემთვის ჩამოფრენილი ანგელოზი აქ რჩება, ამ სახლში...
მაია ფელიშვილი
ფოტო Kato Makharashvili
#ფელო
წყარო

კომენტარები