ალბანელი შეფ-მზარეულის მიერ აშენებული სასტუმრო, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს საოცრად ერწყმის

ალბანეთს ახლა შეუძლია იამაყოს საოცარი სასტუმრო კომპლექსით, რომელშიც ჰარმონიულად არის შერწყმული ძველი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ძველის და ახლის ასეთი შერწყმა ალბანელი შეფ-მზარეულის, ალტინ პრენგის ჩანაფიქრი გახლდათ. სასტუმრო სახლი თავისი ფერმით სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს. ბევრი ადამიანი ამ სასტუმროში არა მარტო წარმტაცი ხედებისა და სუფთა ჰაერისთვის მიემგზავრება, მათ ორგანული არქიტექტურა და დაუვიწყარი სამზრეულოც ეპატიჟება.





ალბანეთის გარეუბანში აშენებული ეს სასტუმრო რუსტიკულ სტილშია აგებული.



სასტუმრო სახლი აგურითაა აშენებული. ერთი მხრივ თუ შეხეავთ ააში უცნაური არაფერია, ის ბტრადიცული მეტოდბიტაა აგებული და ბევრი სხვა სახლის
მსგავსია, თუმცა მეორე მხრიდან სულ სხვა სურათი მოჩანს, სახლი, აგებული შუშით, თანამედროვე სტილში.





ეს სახლი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნოთ ტრადიციები ისე, რომ არ ჩამორჩეთ თანამედორვეობას.
სწორედ ამ არქიტექტურული თვისებების გამო მიიღო ამ სახლმა სახელწოდება: "სახლი შუშის კუთხით".



სახლი შიგნიდანაც საუცხოოდ არის მოწყობილი. ქვის, ხისა და მინის გამოყენებით დიზაინერებმა საუცხოო ატმოსფეროს შექმნა მოახერხეს. მკაცრ და უხეშ ქვას თბილი ხე არბილებს და საოცრად ჰარმონიული დიზაინი იქმნება.







აბაზანასა და საძინებელს ერთმანეთისგან მინის ტიხარი ყოფს, თუმცა მსურველებს შეუძლიათ სპეციალური ფარდითაც ისარგებლონ.
გამჭირვალე ხედი იძლევა ასევე საშუალებას დამსვენებლი სოფლის შესანიშნავი ხედით დატკბეს.





მიუხედავად ტრადიციულობისა ყველა ნომერში არის ინტერმეტი, კონდიციონერი, ტელევიზორი, აივანი, ტერასა და ლაუნჯ-ზონა.
რესტორანში შესაძლებელია მხოლოდ იმ ხილის, ბოსტნეულის და პროდუქტის დაგემოვნება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზეა მოყვანილი.












კომენტარები

თბილისელი 2020-02-20 19:26
ჭკვიანურად მოფიქრებულია და შერწყმული ჰარმონიულად ყველაფერი. ყოჩაღ პატრონს.
ვატო 2020-02-13 05:12
ძალიან საინტერესოა და დიდი სიამოვნება მივიღე ამ ფოტოების დათვალიერებით. მადლობა რადაქციას!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები