ამ ადამიანის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ მისი დევიზია – საქმე და მუდმივი მოძრაობა. ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა, დიპლომატმა და პედაგოგმა ნუგზარ რუხაძემ ბინა ამერიკიდან ჩამოსვლის მერე შეიძინა. ერთ-ერთი მოტივაცია იყო ის, რომ ქალაქის ცენტრში უნდოდა ცხოვრება. უკვე 18 წელია, თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან ახლოს, სამსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობს. სხვენიც აითვისა, სადაც ოთახები მოაწყო. ბინას რამდენიმე აივანიც აქვს.
– ეს რაიონი მინდოდა, თან მომწონდა ძველი სახლები სქელი კედლებით, დიდი ფანჯრებით, მაღალი ჭერით. სახლი გადასარევ ადგილზეა, ცოტა ძნელია კიბეზე ამოსვლა, მაგრამ აქაურობას ვერ
ველევი. ჭერმა საშუალება მოგვცა, ანტრესოლები გაგვეკეთებინა ჩემს სამუშაო ოთახსა და საძინებელში.
– ძველი ნივთებიდან რა შემოგრჩათ?
– ორი ნივთი მაქვს – მამაჩემის ნარდი და ასევე, მამის ნაქონი ე.წ. „ნაბორი“, სადაც ინახება პატარა მაკრატლები და დანები. საინტერესო ის არის, რომ გალესვაც კი არ დასჭირვებია. ახლაც, ყველგან თან დამაქვს, მომწონს და ვიყენებ, სხვას ვერ ვეგუები. ნარდი მიყვარს, მაგრამ სად არის თამაშის დრო?
– ვიცი, რომ გაქვთ წითელი ბლოკნოტი, როდის დაიწყეთ და რატომ მოგინდათ შეცდომების ჩაწერა?
– წითელი ბლოკნოტი 50 წელია არსებობს და რატომ? ადამიანი ერთი და იმავე შეცდომას ბევრჯერ უშვებს, მაგრამ ჭკუას მაინც ვერ სწავლობს. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ვიფიქრე, ჩავიწერ ჩემს შეცდომებს, მერე ხშირად წავიკითხავ, გავიხსენებ და გავმწარდები-მეთქი. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვერაფერი მიშველა, მაინც ვიმეორებდი რაღაც სისულელეებს. ადამიანის უჭკუობას საზღვარი არა აქვს.
– ტრენაჟორზე ხშირად ვარჯიშობთ?
– მჭირდება და იძულებული ვარ, ვივარჯიშო. ხერხემლისთვისაა განკუთვნილი, ამერიკიდან ჩამოვიტანე. ადრე სპორტის რამდენიმე სახეობაზე დავდიოდი, ვარ ძველი ტანმოვარჯიშე, ცხენოსანი, ჩოგბურთელი...
– წელს 77 წელი შეგისრულდათ. „ორი შვიდიანი“ როგორ აღნიშნეთ და ბავშვობის დაბადების დღეებიდან რა გახსენდებათ?
– ბავშვობისას დედა ყოველთვის მიხდიდა დაბადების დღეს, ეს იყო ჩვენი ოჯახის ტრადიცია. მშობლებს საჩუქარს არასოდეს ვუკვეთდი. როცა დამოუკიდებელი ადამიანი გავხდი, ხან ვიხდიდი, ხან – არა. წელს განსაკუთრებულად არ გადამიხდია. 12 თანაკლასელ ბიჭს საძმო გვაქვს, ასე დავარქვით ჩვენს ერთობას და ხშირად ვიკრიბებით ხოლმე, არამხოლოდ დაბადების დღეებზე. ასე რომ, წელსაც მეგობრებთან ერთად ვიყავი.
– კედელზე გამოფენილი სურათების შესახებ მიამბეთ...
– სესილია თაყაიშვილის სურათი გადაიღო ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ბონდო დადვაძემ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ის ცნობილი ფოტოგრაფი იყო, ეს სურათი ამერიკაში ჰქონდა ჩამოტანილი, მომეწონა და მაჩუქა. ქალბატონ სესილიას ფოტო ჩარჩოში ჩავსვი და ადგილი კედელზე მივუჩინე. მას პირადად ვიცნობდი, ხშირად ვნახულობდი ხოლმე (ჩემი მეგობრების მეზობელი იყო) და მსიამოვნებდა მასთან საუბარი. სასწაული ქალი იყო თავისი მანერებითა და საუბრის სტილით – ნამდვილი ინტელიგენტი. მახსოვს, პაპიროსს რაღაც სხვანაირად ეწეოდა. ამ პორტრეტზე ჩემთვის მომხიბლავია ყველაფერი: იერსახე, ყოველი ნაოჭი, ღიმილი, სათვალე, ხელი... ამ სურათს ვერ ველევი.
ჩემი პორტრეტი მეუღლემ ნინა ვოეიკოვამ – მხატვარმა და დიზაინერმა, დახატა ამერიკაში და 70 წლის იუბილეზე სიურპრიზად ჩამომიტანა. ყველას მოსწონს და ამბობენ, რომ სწორად შექმნილი ნამუშევარია, ანუ ზუსტად შემეფერება.
კედელზეა დედას და მამას ფოტოები ცალ-ცალკე. ბებიას ფოტო მე გადავუღე აპარატით, რომელსაც „ლიუბიტელი“ ერქვა.
თბილისში დადგმული ბილბორდი ჩემი ფოტოთი ასახავს იმ დროს, როცა „პირველ არხზე“ ვმუშაობდი. ამერიკის ერთ-ერთი ბილბორდი, ატლანტაში მეთერთმეტე არხზე მუშაობის პერიოდს მახსენებს. ამერიკაში „ემით“ დამაჯილდოვეს ჩემი ფილმისთვის „საქართველოდან ჯორჯიამდე“ და ცერემონიალზე ჩოხით მივედი. აქვეა ჩოხის ქამარ-ხანჯალიც. ერთი ნახატი რუსუდან ფეტვიაშვილმა მაჩუქა.
– სასმელების კოლექციაში რამდენი ბოთლია?
– კოლექციად ითვლება, მაგრამ თან იხარჯება. მეგობრები ხელს შეაპარებენ ხოლმე და ვსვამთ, რა თქმა უნდა. აქ არის კონიაკი, ვისკი, არაყი... დაახლოებით 40 ბოთლია. ადრე გაცილებით მეტი, 300 ბოთლი მქონდა. მაშინ სხვა სახლში ვცხოვრობდი, გამქურდეს, მთლიანად გამასუფთავეს და ყველა სასმელი წაიღეს.
– საყვარელი კუთხე გაქვთ?
– მიყვარს ჩემი სამუშაო მაგიდა. ეს წიგნები, რაც მაგიდაზე დევს, ახალი ჩამოტანილი მაქვს ამერიკიდან. ერთი მათგანია „ქრისტიანობის ისტორია“, წაკითხვას ვაპირებ. არის კიდევ „მსოფლიო ისტორია“... ჩემმა მეგობარმა ირაკლი ბოკუჩავამ დაწერა წიგნი და დაარქვა „ჩემი საბჭოთა წარსული“, იმ გარემოს აღწერს, სადაც საბჭოეთის ბავშვები გავიზარდეთ. მე ვარ წიგნის რედაქტორი.
სამუშაო ოთახში ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა მაქვს, მხატვრული ლიტერატურაც არის – 500-მდე ბესტსელერი, თუმცა წიგნების უმეტესობა ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, თვალის შევლება ყოველთვის რომ მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ყველაფრის მოძებნა შეიძლება, ეს წიგნები ჩემთვის სხვა საზრდოა.
– ამერიკული ჟურნალ-გაზეთები, სადაც თქვენი სტატიები იბეჭდებოდა, ჩამოიტანეთ?
– როგორ არა, არქივს ერთად მოვუყარე თავი. სხვათა შორის, ეროვნული ბიბლიოთეკა აპირებს, ჩემი არქივის ელექტრონული ვარიანტი გააკეთოს. ახლა სამზარეულოს მომიჯნავე ოთახში „ფეჩ“-ბუხარს გაჩვენებთ, „ფეჩი“ და ბუხარი ერთმანეთის გვერდიგვერდაა, ერთი საკვამლე მილი აქვს. „ფეჩი“ ისე ხურდება, რომ წითლდება ხოლმე. ამ ოთახში ჩემი მეუღლის ნახატებია კედლებზე.
– სხვენის ოთახებს რა ფუნქცია აქვთ?
– სტუმრებს ვუთმობთ ძირითადად. სხვა დროს, მეგობრები ვიკრიბებით. სხვენში ორი ოთახია, საძინებელი და მისაღები, ოღონდ ჭერი დაბალია ორივე ოთახის თითო მხარეს. მეორე სართულზე ხვეული კიბით ავდივართ.
– ექსპერიმენტები, სიახლეები გიყვართ და რაიმე გაქვთ ჩაფიქრებული?
– ახლა ძალიან დიდ პროექტში ვარ ჩართული, ჩემს შემოქმედებით გუნდთან ერთად. ვამზადებთ ინგლისური ენის სწავლების კურსს, რომელიც ინტერნეტში დაიდება და ნებისმიერი ადამიანი ენას პედაგოგის დახმარების გარეშე შეისწავლის.
– ამერიკასთან დაკავშირებულ გეგმებზე მითხარით...
– ამერიკაში საქმის წამოწყებაზე აღარ ვფიქრობ, სახლი გვაქვს ბალტიმორში და იქ მივდივარ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ჩემი მეუღლე რუსია, ის არის გადებული გზაზე – მოსკოვს, თბილისსა და ბალტიმორს შორის.
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები