პატარა საცხოვრებელი სახლების ბუმი მთელ მსოფლიოს მოედო. განსაკუთრებით ეს გამოწვევა კრეატიულ და აქტიურ ადამიანებს იზიდავს, რომლებმაც ბევრჯერ გააოცეს საზოგადოება საინტერესო პროექტებით. მათ შორისაა ამერიკელი დიზაინერი ლინა მენარდი, რომელმაც 9,3 კვადრატული მეტრი ფართობის მიკროსახლი დააპროექტა და ააგო.
ლინას სახლი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, რადგან ამ მცირე გაბარიტებში სრული კომფორტის მიღწევა შეძლო. მისი მიკრო-სახლი საცხოვრებელი ავტოფურგონების სადგომზე დგას, თუმცა მათგან ძალიან გამოირჩევა. ის ექსტრავაგანტული იერითაც იწვევს ინტერესს, მაგრამ ძირითადად ზომის გამო აკვირდებიან. ვერავინ იჯერებს, რომ ამ ფართობში სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია.
ლინა აღნიშნავს, რომ ეს პროექტი და მინიმალიზმისკენ სწრაფვა ერთბაშად არ აღმოცენებულა. ის დიდი ხანია მინისაცხოვრებლების დაპროექტებითა და მოწყობითაა დაკავებული. ბოლოს კი თავადაც გადაწყვიტა, მსგავსი აპარტამენტი ჰქონოდა. მითუმეტეს, რომ მობეზრდა სხვის სახლში ქირის ხდა და საკუთარი სახლი მოისურვა.
ლინამ სახლს ბოშური ფურგონის ფორმა შეურჩია, ამიტომაც ძალზე სპეციფიკური მობილური სახლი მივიღეთ. მაქსიმალური ეკონომიის მიზნით, გოგონამ სამშენებლო მასალად მეორადი ნედლეული გამოიყენა. განსაკუთრებით ინტერიერის და ექსტერიერის ხით მოპირკეთებისას, ავეჯის დეტალებისთვის.
გამოყენა ნაგავში გადაყრილი ხის კარი და ფანჯრის ჩარჩოებიც. როცა სახლის კარკასი დაასრულა, მისი სადგომზე გადატანა გადაწყვიტა. ვინაიდან ამ ადგილას ისედაც თავს იყრიან პატარა საცხოვრებლების მომხმარებლები, ტერიტორიაზე მოწყობილია საერთო აბაზანები, ტუალეტები, სამზარეულო, ველოსიპედების სადგომი. იქაურობა აღჭურვილია ელექტროგაყვანილობით, წყლის სისტემითა და საკანალიზაციო კომუნიკაციებით. ასე რომ, ნებისმიერ ახალ მცხოვრებს შეუძლიაქ ამ სისტემებზე მიერთება.
სახლის არასტანდარტული ექსტერიერი ხის ზედაპირმა განაპირობა, რომელიც ორიგინალურად არის დაჭრილი და აწყობილი. ეს ბრგვალი ამონაჭრები ფასადის განსაკუთრებული შტრიხი გახდა.
ფანჯრებისა და ავეჯისგან თავისუფალი კედლები ლინამ ბოლომდე არ შეავსო. ამას საფეხურებივით კამოდი არჩია, რათა ამ საფეხურების დახმარებით ზედა სათავსოებს მისწვდეს. თავისუფალი სივრცე კი მისი ოთხფეხა მეგობრის, ფისო რაფის განკარგულებაშია. ფართის მეტად ათვისების მიზნით, საწოლი შემაღლებულ პოდიუმზე, მის ქვეშ კი ტუმბო-გარდერობია მოწყობილი.
რა თქმა უნდა, სამზარეულოც სრულფასოვნად გამოიყურება. სამუშაო ზონაც არის, მაცივარიც, გაზიც და ონკანიც. მაგიდა ტრანსფორმირებადია. თანაც ცხელი წყალი მხოლოდ ჭურჭლის დასარეცხად არ არის - შემოსასვლელში ლინამ მინი საშხაპეც მოაწყო. ამ მობოლური სახლის წყალობით, გოგონამ უკვე 5-ჯერ გამოიცვალა მისამართი.
ალბათ, გაინტერესებთ, რა დაუჯდა ლინას თავისი კომფორტული მიკროსახლი. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს 40 ათას დოლარი დასჭირდა, რაშიც შედის ყველა მასალა თავისი ხელოსნებით, მასალის ტრანსპორტირება, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

კომენტარები