ცოლ-ქმარს ნაცნობები ზურგსუკან დასცინოდნენ, როცა ეს ნანგრევები იყიდეს, დღეს კი ნამდვილ სასახლეში ცხოვრობენ

უძრავი ქონების შეძენისას ყველა ოჯახი ცდილობს, მაქსიმალური ეკონომია გასწიოს, განსაკუთრებით ეს ბრიტანელებს ეხებათ. ვინაიდან ამ ქვეყანაში სახლებს ზღაპრული ფასები ადევს, ახალგაზრდა წყვილმა მხოლოდ მცირე მიწის ნაკვეთის ყიდვა მოახერხა ეილსბერის სანაპიროზე ძველისძველი შენობით. მართალია, 250 წლის წინ აშენებული კოშკი დანგრევის პირას იყო და სრულიად უიმედოდ გამოიყურებოდა, ახალმა მფლობელმა, რომელიც არქიტექტორი გახლდათ, მისგან ნამდვილი ციხესიმაგრე შექმნა. ამ ფანტასტიკური გარდაქმნისთვის ერთი წელი დასჭირდა, თუმცა მანამდე ნაცნობ-მეგობრებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული და ზურგს უკან
დასცინოდნენ კიდეც ახირებულ არქიტექტორს.

მას კი იმდენად სჯეროდა საკუთარი პროფესიონალიზმის და ისე უნდოდა ყველასგან განსხვავებული საცხოვრებელი ჰქონოდა, რომ ამ გაპარტახებული შენობის ყიდვას არ შეუშინდა. ერთი შეხედვით, რიგითი ადამიანისთვის ეს შენაძენი მხოლოდ წყალში გადაყრილი ფული იყო, შემოქმედებითი პიროვნებისთვის კი თვითრეალიზაციისა და განვითარების ახალი შესაძლებლობა.
ამიტომაც ესპანელმა ჯიმი ფერნანდესმა და მისმა ბრიტანელმა მეუღლემ, მიმიმ, როგორ კი გაიგეს, რომ ბუკინგემშირის საგრაფოში, ეილსბერის სანაპიროზე ნახევრადდანგრეული ისტორიული ობიექტი იყიდებოდა, მაშინვე გადაწყვიტეს შეძენა.
ყველა ახლობელი ცდილობდა მათ გადარწმუნებას, ეს გარიგება ნამდვილ სიგიჟედ მიაჩნდათ, თუმცა დრომ აჩვენა, რომ წყვილმა იცოდა, რასაც აკეთებდა. ეს სამოსახლო, ბრიტანული ფასებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან იაფი დაუჯდათ - 131 ათასი დოლარი. თავიანთი ჩანაფიქრების შესრულებისთვისაც დარჩათ თანხა, თუმცა სრულ რეაბილიტაციას ეს არ ეყო და წყვილს ახლობლებისგან ფულის სესხებას დასჭირდა.

ვინაიდან ობიექტი ისტროული გახლდათ, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით აკრძალული იყო მისი იერსახის შეცვლა, გაფართოება ან დამატებითი შენობის მიდგმა. ეს მხოლოდ უღვივებდა სტიმულსა და ენთუზიამს ცოლ-ქმარს, რომელიც თანახმა იყო კოშკში ეცხოვრა.
შენობა 250 წლის წინ ადგილობრივმა მემამულემ სერ ჯონ ვან ჰატემმა ააგო თავისი ქვის კოლექციის შესანახად. დროთა განმავლობაში ამ სპეციფიკურმა შენობამ ფუნქცია დაკარგა, ბოლო 100 წლის განმავლობაში კი გაპარტახდა და დაშლა დაიწყო.
მისი რეკონსტრუქცია საკმაოდ რთული და ძვირი სიამოვნება იყო, რადგან მფლობელებს არაერთი კანონი და ისტორიული შენობის დამცველი ნორმატიული აქტი ზღუდავდა. არადა თანამედროვე ოჯახს ელექტროენერგიაც სჭირდება, წყალიც და კანალიზაციაც.




ყველა სართულს რვაკუთხედის ფორმა აქვს. სივრცე ძალიან რაციონალურად არის ათვისებული. დაკიდებული კიბე, რომელიც ოჯახის უფროსის ნამდვილი სიამაყეა, ზედა და ქვედა იარუსს აერთიანებს. სახლში ყველა საძინებელს თავისი სველი წერტილი აქვს, კოშკის სახურავზე კი ღია ტერასაა მოწყობილი. აქედან საოცარი ხედი იშლება. წყვილს თამამად შეუძლია თქვას, რომ საკუთარ ციხესიმაგრეში ცხოვრობს, თუმცა კიდევ ერთი გიჟური იდეა აქვთ - ჰქონდეთ სახლი ხეზე. ეს საოცარი მიწის ნაკვთი ამის საშუალებასაც იძლევა, თანაც 4-სულიან ოჯახს გაფართოებაც არ .






კომენტარები

eteri 2022-01-17 00:23
ყოჩაღ წყვილს ,მსიამოვნებს ,როცა ძველი არაფერი იკარგება და მითუმეტეს ეს ეხება ისტორიულ შენობას.წარმატებები მათ.
Nona jambyria 2022-01-15 22:44
ამერიკაა ჩემი აუხდენელი ოცნება
Nona jambyria 2022-01-15 22:41
ცხოვრება მშვენიერია მაგრამ არავინ მაჩუქებს და რატომ უნდა გახდეს საჭირო ეს ყველაფერი?
Nona jambyria 2022-01-15 22:36
მაინც თუ კარგი პასუხი იქნება ან მომიკითხავენ სხვას გააბედნიერდბენ პირველისა?
Nona jambyria 2022-01-15 22:26
სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩემ შვილებთან ერთად და მათთან ერთად გავიზიარებდი ბედნიერებას სიამოვნებით გიერთდებით და ვინ იცის იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე რომ ასეთი კარგი ადამიანები არიან ისინი სულიერად მაღლა დგას ეს გული მაქვს ვერვინ წამართმევთ უფალო გთხოვ არ წახვიდე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები