მიუხედავდ იმისა, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, ზოგ ადამიანს მაინც სჯერა ძველი ადათ-წესების. როდესაც საქმე ძილს ეხება, უამრავი წესი თუ ცრურწმენა იჩენს ხოლმე თავს, ძველად ძილი ხომ მისტიურ და გაუგებარ მოვლენასთან ასოცირდებოდა. მაგალითად, ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძილი ისე, რომ ფეხები კარისკენ ჰქონდეს ადამიანს.
მოდით გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს მოსაზრება.
ამ წესის რამდენიმენაირი განმარტება არსებობს. უძველეს დროში მიიჩნევდენენ, რომ ძილის დროს ადამიანი მაქსიმალურად უახლოვდებოდა ისეთ მდგომარეობას, როგორიც არის გარდაცვალება და ასევე
ამ დროს არსებობდა კავშირი იმქვეყნიურ სამყაროსთან.
ამ წარმოდგენების თანახმად, ძილის დროს ადამიანის სული ტოვებს სხეულს და მიემართება იმ ადგილისკენ, რომელიც ესიზმრება.
უფრო მეტიც, მითოლოგიაში ითვლებოდა, რომ ამ დროს იღება ბნელეთის კარი, საიდანც უწმინდური სულები ახერხებენ გამოსვლას და მძინარე ადამიანების სულის დაპატრონებას ცდილობენ. კარი მიღმიერი სამყაროს ერთგვარ პორტალად აღიქმებოდა და ამიტომ სჯეროდათ, რომ დაძინებული ადამიანის შეიძლება ამ კარით ადვილად გასულიყო, მაგრამ მერე ვერ მობრუნებულიყო და დარჩენილიყო იმ სამყაროში.
ფენშუი
არც ფენშუის მიმდევრები გვირჩევენ ფეხებით კარისკენ ძილს. ეს იმით აიხსნება, რომ ენერგია, რომელიც ცირკულირებს ადამიანის ორგანიზმში, ძილის დროს ადვილად მოახერხებს კარიდან გასვლას, შედეგად კი ადამიანი იღვიძებს ცუდ ხასიათზე და თავს არცთუ კარგად გრძნობს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ოთახის თუ აივნის კარზე, არამედ კარადის კარზეც კი.
ფსიქოლოგი
რაც შეეხება თანამედროვე ფსიქოლოგების მოსაზრებას, ისინი არანაირ განმარტებას არ იძლევიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეძინოს ადამიანს. მათი აზრით, ადამიანს ისე უნდა ეძინოს, როგორც სიამოვნებს, მთავარია, თავი კომფორტულად იგრძნოს. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია, ამასთან დაკავშირებით უნივერსალური წესი არ არსებობს.
როგორ დავიძინებთ, ალბათ მაინც თითოეული ჩვენგანის გადასწყვეტია. თუ ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვა თქვენ ცხოვრებას უფრო კომფორტულად აქცევს, რატომაც არა, დაუჯერეთ წინაპრებს. თუ სტერეოტიპების წინააღმდეგი ხართ, მიჰყევით საკუთარ გულისთქმას და იცხოვრეთ ლაღად და ბედნიერად. ადამიანი ხომ თავისუფალია ნებისმიერ არჩევანში, ჰოდა, აირჩიეთ ის, რაც გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ.

კომენტარები
ara magram fsikiatri gesa hiroeba masxarad rom aigdeb
adamians shenc aseve agigdeben
koveltvis cxovrebashihiroeba