9 სასარგებლო ნივთი მათთვის, ვინც დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ადრე თუ ეს წარმოუდგენელი იყო, ახლა დისტანციურად მუშაობა აღარავის უკვირს, ის ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. დისტანციურად მუშაობა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილი სათანადოდ არ გაქვთ მოწყობილი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო იდეას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება აქციოთ თქვენი მინი-ოფისი მაქსიმალურად კომფორტულად და ფუნქციონალურად. ეს სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული საინტერესო სიახლეებია. 

1. მაგიდა-ტრანსფორმერი


არ გვგონია, ბევრ ადამიანს ქონდეს სახლში
მაგიდა, რომელზეც ნოუთბუქით კომფორტულად მოკალათებას მოახერხებს. საამისოდ იდეალური ვარიანტია მაგიდა ტრანსფორმერი, რომელიც უდავოდ მოგცემთ კომფორტულად და ნაყოფიერად მუშაობის საშუალებას.

2. მაგიდის სანათი

სამუშაო სივრცის მოწყობის დროს გასათვალისწინებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი განათებაა და არ აქვს მნიშვნელობა, სახლი იქნება ეს თუ ოფისი.
განსაკუთრებულ აქტუალობას ეს პუნქტი იმ შემთხვევაში იძენს, თუ ხასიათით ბუ ბრძანდებით და მუშაობა საღამოს საათებში გიწევთ.
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მუშაობის დროს იყოთ მაქსიმალურად პროდუქტიული, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ რაც შეიძლება კომფორტული მაგიდის სანათი, რომელზეც შეძლებთ განათების დარეგულირებას სურვილის და საჭიროების მიხედვით.
გირჩევთ, ყურადღება რამდენიმერეჟიმიან "ჭკვიან" მოდელებზე გაამახვილოთ, რომლის მართვაც შესაძლებელი იქნება როგოც ხელით, ისე სმარტფონით. ეს, რა თქმა უნდა, არ გახლავთ აუცილებელი პირობა, თუმცა სანათის ექსპლუატაციის პროცესს მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის.

3. უნივერსალური ადაპტერი

თანამედროვე სამყაროში ყველაზე უნივერსალური სამუშაო საშუალება სენსორის პლანშეტი ან სმარტფონია. არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ადამიანი უპირატესობას სწორედ ამ მოწყობილობებით მუშაობას ანიჭებს და არა პერსონალურ კომპიუტერს, თუმცა კლავიატურისა და მაუსის სრულფასოვანი შეცვლა ვერ ხერხდება.
ამ შემთხვევაში გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ ამ უნივერსალურ ადაპტერზე, რომელსაც თავისუფლად მიუერთებთ ნებისმიერ სმარტფონს ან პლანშეტს და სამუშაო პროცესს ბევრად მარტივად აქცევთ.
ადაპტერს ასევე აქვს მეხსიერების ბარათის სლოტი, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად დააკოპიროთ ნებისმიერი ფოტო.

4. ხერხემლის კორექტორი

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მასწავლებელი ყველას მოგვიწოდებდა გასწორებული ხერხემლით ჯდომას, საეჭვოა, ამ მოწოდებას ვინმე ითვალისწინებდეს. ამ ახალი გაჯეტით ეს შესაძლებელია. მოწყობილობა მაგრდება ზურგზე, როგორც კი მოიხრებით, მოწყობილობა იწყებს ვიბრირებას და ამით მიგანიშნებთ, რომ სასწრაფოდ უნდა გასწორდეთ.

5. ორთოპედიული ბალიში

მთელი დღე ჯდომა და მუშაობა ყველაზე მოსახერხებელ და კომფორტულ სავარძელზეც კი დამღლელია. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ეს ორთოპედიული ბალიში დაგეხმარებათ, რომლის მთავარი ამოცანაც თქვენი ხერხემლიდან სიმძიმის საკუთარ თავზე გადატანაა და გვინდა გითხრათ, რომ იგი დაკისრებულ მოვალეობას მშვენივრად უმკლავდება.

6. ტელეფონის და პლანშეტის სადგამი


ეს ძალიან კარგი საშუალებაა სამუშაო სივრცეში წესრიგის დასამყარებლად და უკეთ სამუშაოდ. ეს მოწყობილობა შეუცვლელ ნივთად იქცევა მათთვის, ვისაც ხშირად სჭირდება წამმზომი და ასევე ხშირად უწევს ონლაინ ჩართვებში მონაწილეობის მიღება.

7. კედლის პანელი

ეს სტენდი კი იმ ადამიანებს გამოადგებათ, რომლებიც მიჩვეულები არიან ყველაფრის ჩაწერას არა პლანშეტსა და ტელეფონში, არამედ კალმით ქაღალდზე. კედლის სტენდი საშუალებას მოგცემთ განტვირთოთ სამუშაო სივრცე მაგიდაზე და ასევე თვალთახედვის არეში გქნოდეთ ყველა ჩანაწერი.

8. მასაჟორიანი ბალიში

ხერხემალსა და ზურგზე უკვე ვისაუბრეთ, მოდით, ახლა კისერსაც შევეხოთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად ზარალდება ხოლმე ჩვენი მუშაობის პროცესში. თუ მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებთ კისრის განტვირთვას და რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას მაინც, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ამ მასაჟორიან ბალიშს.
ის ვიზუალურად იმ ბალიშს წააგავს, რომელსაც მგზავრობის დროს ვიყენებთ ხოლმე, თუმცა განმასხვავებელი თვისება ის გახლავთ, რომ მასში ინტეგრირებულია სპეციალური მოწყობილობა მასაჟისთვის.

9. ურიკა

ეს სამდონიანი, ბორბლებიანი ურიკა ძალიან მოსახერხებელი იქნება იმ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, ვისაც კანცელარიასთან აქვს შეხება ან მაგიდაზე უამრავი წიგნი უდევთ. საჭიროების შემთხვევაში ამ ურიკის თვალთახედვის არიდან მიფარება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ურიკა მოსახერხებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მუშაობის დროს წახემსება ან ყავის დალევა გიყვართ.

კომენტარები

მაია ვაშაკიძე 2020-10-11 12:08
ხერხემლის კორექტორი სად შეიძლება რომ შევიძინოთ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები