XIX-XX საუკუნეების თბილისური სახლების თითქმის ყველა სადარბაზოს ამშვენებდა ულამაზესი მოხატულობა. ეს მაშინ მოდური იყო და ყველა ცდილობდა ასე გაელამაზებინა თავისი საცხოვრებელი. მაშინ სადარბაზო სახლის მეპატრონეთა ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა.
მე-19 საუკუნის თბილისი ის პერიოდია, როცა დედაქალაქი მოქცეული იყო საერთო ევროპული განვითარების პროცესში. ევროპიდან შემოვიდა ახალი წეს-ჩვეულებები, საცხოვრებლებს ახლებურად აწყობდნენ, გემოვნება იცვლებოდა.
ამის ნათელი მაგალითია თბილისში დღემდე შემორჩენილი არაერთი საუცხოო სადარბაზო, მაგალითად ვასილ ბარნოვის 16, ივანე მაჩაბლის 17/2, გიორგი ათონელის 31, გალაკტიონ ტაბიძის 15, რუსთაველის გამზირი N54,
დავით აღმაშენებლის 36, დავით აღმაშენებლის 93 და სხვა.
ამჯერად აღმაშენებლის 93-ში მდებარე სახლს ვეწვიეთ, რომელიც 1904 წელსაა აშენებული და მნახველს გულგრილს არასოდეს ტოვებს. სახლის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. არსებული ინფორმაციით, სახლის მფლობელი თევზით მოვაჭრე ყალობა აბაზოვი იყო. შენობა რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. შენობას განსაკუთრებულს და შთამბეჭდავს სწორედ მისი მოხატული სადარბაზო ხდის, რომლის მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, იმ პერიოდისთვის ძალიან ცნობილი იტალიელი მხატვრის, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერის და დე მარცოს მიერ. მხატვრების ხელმოწერა და თარიღი შესასვლელი კარის მარცხენა კედელზეა განთავსებული.
ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა. მას ასევე მოუხატავს ძმებ სეილანოვების სახლი გალაკტიონ ტაბიძის 18-ში. სხვა უცხოელ ოსტატებთან ერთად, ბენო ტელინგატერმა ინტერიერის გაფორმების ის საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა თბილისში, რომელიც მაშინ ევროპის დიდ ქალაქებში იყო დამკვიდრებული. გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე „ჩინური დარბაზისა“ და „გერმანული ოთახის“ მოხატულობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
სადარბაზოს მხატვრობის დიდი ნაწილი „TROMPE L’OEIL“, ის ტექნიკითაა შესრულებული. ვესტიბიულში სხვადასხვა ქვეყნის ალეგორიული გამოსახულებებია შესრულებული - იმდროინდელი წარმოდგენა ევროპაზე, ამერიკაზე, აფრიკაზე, აზიაზე, ავსტრალიასა და რუსეთზე.
სადარბაზოში საკმაოდ დატვირთული კომპოზიციები გაჯადოებს, თავიანთი დეტალების სიმრავლით, დამუშავების ტექნიკით და მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სადარბაზოში მოხატულია კიბის უჯრედებიც.
სახლში დღეს ექვსი ოჯახი ცხოვრობს. სახლის ინტერიერს პირვანდელი სახე დაკარგული აქვს, თუმცა ერთ-ერთ ოჯახში დღემდე ინახება პირველი მაცხოვრებლების ნივთები, სააფთიაქო ყუთი, საათი, რომელიც დღესაც მუშაობს. ჭაღი, რომელიც თავის დროზე სანთლებით ნათდებოდა, დღეს კი ნათურებით ანათებს ოთახს. აგრეთვე ორი ბუხარი, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ თანხად არის შეფასებული. ერთ-ერთი მათგანის ფილა დაზიანებულია, თუმცა მისი რესტავრაცია და არსებული სახის უცვლელად შეანრჩუნება ვერცერთმა ოსტატმა ვერ შეძლო. ასევე სახლში შემორჩენელია კედელში ჩამონტაჟებული კარადა, რომელზეც გამოკვეთილია ორნამენტები.
ისტორიულ სადარბაზოს ბოლოს რესტავრაცია 2018 წელს ჩაუტარდა.
მერი ბლიაძე

კომენტარები
წაიკითხე ყურადღებით!:
ამჯერად აღმაშენებლის 93-ში მდებარე სახლს ვეწვიეთ, რომელიც 1904 წელსაა აშენებული