ნუმეროლოგიის სპეციალისტებს სჯერათ, რომ ბინისა თუ სახლის ნომერი გარკვეულწილად მოქმედებს იქ მცხოვრებ ადამიანებზე. დადებითი ენერგეტიკა კომფორტსა და სიმშვიდეს გვანიჭებს და თურმე ეს, ნომერზეც არის დამოკიდებული.
როგორ გამოვთვალოთ ჩვენი ციფრი? თუ თქვენი ბინის თუ სახლის ნომერი ერთნიშნაა, უკვე უცით თქვენი ციფრი. ხოლო თუ ორნიშნა ან სამნიშნაა, ამისთვის, ეს ნომერი პირველ რიგში უნდა გამოვთვალოთ ისე, რომ მივიღოთ ერთნიშნა ციფრი 1-დან 9-ის ჩათვლით. როგორ? აი, მაგალითად ბინის ნომერია 143, მაშინ უნდა გამოვთვალოთ ასე: 1+4+3=8. თუ ბინის ნომერია 24 - 2+4=6. შევეცდებით აგიხსნათ თითოეული ვარიანტი.
ეს ერთგვარი ტესტია.
1. ერთიანი
ასეთი ბინა თუ სახლი ძალიან კარგად მოერგება დამოუკიდებელ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ლიდერობაზეა ორიენტირებული. ისინი არიან ძალიან თავშეკავებულები და ამტანები.
მათ არასდროს აკვირვებთ საკუთარი წარმატება ბიზნესსა თუ კარიერაში. ასეთ ადამიანებს ყოველთვის უყვართ ახალი იდეებით ხელმძღვანელობა.
2. ორიანი
იდეალური საცხოვრებელია თბილი, დახვეწილი ადამიანებისთვის, რომელთაც ძალიან კარგად შეუძლიათ კონფლიქტების დარეგულირება. ამ ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ სასარგებლო რჩევების მოცემა. მათთვის პირველხარისხოვანი კომფორტი და სიმშვიდეა.
3. სამიანი
ამ ნომრიანი ბინები ყველაზე მეტად სტუმართმოყვარე ხალხს უხდება, რომლებიც ეთაყვანებიან მხიარულებასა და ხალხმრავლობას. მათი სახლი მუდმივად სავსეა პოზიტივითა და დადებითი ენერგეტიკით, რაც ხშირ სტუმრებზეც, რაღა თქმა უნდა, დადებითად აისახება.
4. ოთხიანი
ეს ციფრი სტაბილური და თავდაჯერებული ადამინებისთვის არის კარგი. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებენ პრიორიტეტების დაწესებას და მშვიდად მიიწევენ დასახული მიზნისკენ. მათ არც ფიზიკური შრომა აშინებს. არიან ყოველთვის მოწესრიგებულები და ზუსტად იციან, რა უნდათ.
5. ხუთიანი
ენერგიული ადამიანებისთვის ალბათ ყველაზე წარმატებული და ბედნიერი ციფრია. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცვლილებებისთვის არიან განწყობილები. ამ ნომრიან სახლში ყველაზე ხშირად ქარიზმატული ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც სხვა ადამიანების მართვაც ხელეწიფებათ.
6. ექვსიანი
ეს ციფრი კი პასუხისმგებლობით განმსჭვალული ადამიანების არჩევანია. როგორც წესი, ისინი ძალიან ფრთხილები არიან და მუდმივად იმაზე ნერვიულობენ, თუ როგორ გამოიყურება მათი სახლი. მათი სახლი ყოველთვის ყვავილებითა და აქსესუარებით არის დამშვენებული.
7. შვიდიანი
ძალიან ბედნიერი ციფრია შემოქმედი ადამიანებისთვის. ამ სახლში მაცხოვრებლებს უყვართ კითხვა და მსჯელობა. არ მოსწონთ ფიზიკური შრომა, თუმცა მის აუცილებლობას აღიარებენ. ასეთი სახლები ყველაზე მეტად განტვირთვისა და დასვენებისთვის გამოდგება.
8. რვიანი
ამ ნომრიანი სახლის მკვიდრთ საიდუმლოების შენახვა უყვართ. ენაზე კბილის დაჭერა არ უჭირთ. როგორც წესი, ისინი წარმატებულები არიან ფინანსური თვალსაზრისით. ჰყავთ ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი.
9. ცხრიანი
ეს სახლი კი ოპტიმალური საცხოვრებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მრავალმხრივი ნიჭი აქვს განვითარებული. ასეთ ადამიანებს უბრალოდ ბედნიერებას ანიჭებს სხვისი დახმარება.
ითვლება, რომ სწორედ ცხრიანს აქვს უნარი ადამიანში ფარული ნიჭი გამოავლინოს.

კომენტარები