მოქანდაკე დავით კაბზინაძე ქვაში საოცარ ქანდაკებებს ქმნის. დავითის მამაც ხელოვანი იყო, ამიტომ ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სწორედ ბავშვობიდან გახდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყო. დღეს კი დავითის ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყიდება და მნახველს აღაფრთოვანებს.
- პროფესიით მოქანდაკე ვარ. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მამაჩემი მოქანდაკე იყო და მისმა საქმიანობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მომავალ ცხოვრებაზე. მამას მოსწავლეები ჰყავდა ხოლმე. ერთხელ მეც დავუჯექი და მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მიზიდავდა. მერე ყველაფერი თავისით მოხდა, მეც მამის გზა ავირჩიე.
თოიძისა და ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯების დასრულების შემდეგ, 2000 წელს კი ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ძალიან კარგად მახსენდება.
- შეგიძლიათ, პირველი ქანდაკება გაიხსენოთ?
- პირველი ნამუშევარი ქვაში გავაკეთე. სამწუხაროდ, დღეს ის ჩემთან აღარ ინახება, გაიყიდა.
- როგორ იქმნება თქვენი თითოეული ნამუშევარი?
- თავდაპირველად ვეძებ მასალას. თუ რიყის ქვაში ვაკეთებ, მიწევს მისი მოძიება. თუ რამეს ვიპოვი, უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ჯერ მუშავდება ქვა და მერე იჭრება დეტალებად. შემდეგ ეს დეტალები ისხმება და იწყობა. თითოეული დეტალი მზდდება ხელით. ძალიან ბევრი ნამუშევარი შემიქმნია, მაგრამ თითოეული იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომელიმეს გამოყოფა მიჭირს. განსაკუთრებით კმაყოფილი და გახარებული ვარ, თუ ის ხალხს მოსწონს და დადებითად აფასებენ.
- საქართველოში რამდენად არის ქანდაკებების სარეალიზაციო ბაზარი?
- სამწუხაროდ, საქართველოში ამის ბაზარი ნაკლებად არის. საქართველოში ნახატები უფრო იყიდება, ვიდრე ქანდაკებები. ჩემი ქანდაკებები ძირითადად საზღვარგარეთ იყიდება: ამერიკაში, გერმანიაში, პოლონეთში, რუსეთში და სხვა. ინტერნეტის საშუალებით მიკვეთავენ ნამუშევრებს და შემდეგ მე ვაგზავნი. ორი კვირის წინაც გავაგზავნე ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ამერიკაში. საქართველოში ძირითადად ტურისტები ყიდულობდნენ. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ტურისტი აღარ ჩამოდიან. ამან, ისე როგორც ბევრ ადამიანზე, ჩემზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა. ძალიან შემცირდა რეალიზაცია. პანდემიამ ძალიან ბევრი რამე შეაფერხა ჩემს ცხოვრებაში.
- შემოქმედებითი საქმიანობის გზაზე რა სირთულეებს აწყდებოდით?
- ჩემი სტუდენტობა რთულ პერიოდს დაემთხვა. სწორედ მაშინ მომიხდა გარკვეული სირთულეების დაძლევა. შემდეგ მუშაობა დავიწყე სამების საკათედრო ტაძარში. ჩუქურთმებს ვაკეთებდი. იქ ვისწავლე ქვაზე მუშაობა. დღეს სამების გარდა, მესტიაში, ყინწვისში სხვადასხვა ტაძარს ამშვენებს ჩემი ჩუქურთმები.
- რთულია ქვაზე მუშაობა?
- ქვის დამორჩილება არც ისე მარტივია. გარდა ამისა, ძალიან მტვრიანი საქმეა და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
- რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?
- ნამუშევარმა რომ დასრულებული სახე მიიღოს, დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება, შესაძლოა - ერთი თვეც. გააჩნია ქანდაკების ზომას და ნამუშევრის სირთულეს. ზოგადად ჩემი ნამუშევრები მცირე ზომისაა. ყველაზე დიდი ნამუშევარი არის 60 სანტიმეტრი.
- პერსონალური გამოფენა გქონიათ როდისმე?
- არა, გამოფენა არსოდეს მქონია. მიფიქრია ამაზე, უბრალოდ ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო და მაშინვე იყიდება ჩემი ნამუშევრები. იმდენი ქანდაკების შეგროვებას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, რომ გამოფენა მოვაწყო.
- ამ ეტაპზე რა პროექტზე მუშაობთ?
- ახლა კერძო შეკვეთა მაქვს აღებული და მას ვაკეთებ. იმედია მალე გადაივლის ეს პანდემია, ჩვენც ცხოვრების და მუშაობის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.
მერი ბლიაძე