ფერადი ბინა თბილისში, რომელიც მილიონ ლარზე მეტი ღირს (ფოტოები)

განცხადებების გვერდი "სიტყვა და საქმე" (ss.ge) გამუდმებით თავსდება უამრავი სხვადასხვა ტიპის განცხადება, მათ შორის - ბინების ყიდვა-გაყიდვის. პერიოდულად გთავაზობთ ხოლმე ყველაზე პოპულარულ განცხადებებს ან ყველაზე ძვირად ღირებულ ბინებს ამ განცხადებებიდან. 

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სწორედ ეს ბინაა წარმოდგენილი - მისი ფასი 1 158 000 ლარია. 



როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ბინა 4-ოთახიანია და სოლოლაკში მდებარეობს. 
"უცხოვრებელია, 14
3კვ.მ ფართით, ახალი დასრულებული რემონტით. ბინა იყიდება ფოტოებზე მოცემული ავეჯით, ტექნიკით, დეკორაციებით და არტით! 3 სართულიანი სახლის მე-2 სართულზე. ბინა მოიცავს დიდ მისაღებ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, 3 საძინებელს, ჯამში სამი სველი წერტილით, აივნით, ჭერის სიმაღლე 4 მ. ბინას აქვს ხედები გამწვანებულ ბაღზე. აქვს ორი შესასვლელი, როგორც ეზოს მხრიდან, ასევე სადარბაზოდან და პარკინგის ადგილი ეზოში".

  იხილეთ დანარჩენი ინფორმაცია და ფოტოები 

კომენტარები

მდა 2020-12-18 14:57
სამზარეულო არ ჩანს თუ სულ ეს არის?
არჩილი 2020-12-09 17:16
რო ვქაჩავდე ვიყიდდი.
ტოტო 2020-12-08 19:06
კვადრატული მეტრი 2500 $ გამოდის,არც ისეთი ძვირია,ვთქვათ ვაკის ,ან ძველი თბილისის ექსკლუზიურ ბინებთან შედარებით.
თბილისი 2020-12-08 15:29
სოლოლაკი კარგი უბანია, ლამაზი. მარა 143კვ.მ ბინისთვის ასეთი ფასი ცოტა გადამეტებულად მეჩვენება. თუმცა რა იცი, შეიძლება ვინმემ იყიდოს კიდეც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები