„ხელოვანთა სახლი ხელოვანთა ქუჩაზე“, – ალბათ ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელიც მელივების ოჯახში სტუმრობისას პირველად გონებაში იბადება.
ეზოს ჭიშკრის შეღებისთანავე ხვდები მასპინძლების პროფესიას – მოქანდაკე მამა-შვილის შოთა და ნიკოლო მელივების მასშტაბური ნამუშევრები უკვე ამ სივრციდანვე იქცევს ყურადღებას. ბაღში სხვადასხვა მასალის ქანდაკებებია თავმოყრილი, მათ შორის მინის ფიგურები. ნიკოლო მელივას საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე ერთად აქვს და ეს სამყარო ძალიან მრავალფეროვანია.
* * *
სახლის პირველ სართულზე სახელოსნოა, სადაც ის თავის ნამუშევრებს ქმნის, დანარჩენ ნაწილში კი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ინტერიერის ერთ-ერთი დარბაზი
განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას. 9 მეტრი სამ დონედ, ანუ 3 სართულად არის გადანაწილებული და ერთმანეთს ხის მრგვალი კიბით უკავშირდება. კედლები შოთა მელივას მიერ არის მოხატული და დარბაზი რელიგიური თემატიკის სცენებითაა გაფორმებული: უფლის ჯვარცმა, ღვთისმშობელი მაცხოვრით, უბიწო ჩასახვა; აქვეა: ადამი და ევა, მოსე, წმინდა ნინო, ფარნავაზი, არის აბსტრაქტული ფიგურებიც და ასევე ფრაგმენტები ბერძნული მითოლოგიიდან. დარბაზში შემოსასვლელი ცისფერ-იისფერ ტონშია გადაწყვეტილი, კარის თავზე კი ათი მცნება წითელი შრიფტითაა დატანილი.
სახლის მშენებლობა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულა და პროცესი დიდხანს გაწელილა, რადგან თითქმის ყველაფერი მისი მფლობელის, შოთა მელივას ხელით კეთდებოდა. შემდეგ უკვე სამი შვილიდან ერთ-ერთი, მშობლის პროფესიის გამგრძელებელი, ნიკოლოც შეეშველა. შენობა დაპროექტებული იყო, როგორც სახლი-სახელოსნო, რომელსაც მოქანდაკის მუშაობისთვის შესაბამისი განათება აქვს. „ეს კედლები მაშინ იხატებოდა, როცა საქართველოში რთული ვითარება იყო. ჩემი აღქმით, იმ დროს მამამ, როგორც მხატვარმა, თითქოს საკუთარი ტაძარი შექმნა“, – ამბობს ნიკოლო.
ამ სივრცეში არსებული ყველა ქანდაკების ავტორი ნიკოლოა. ისინი ძირითადად ქანდაკებისთვის განკუთვნილ ხის პიედესტალზეა მოთავსებული. მცირე ზომის ქანდაკებები განსაკუთრებულ ორიგინალობას სძენს ნებისმიერ ინტერიერს, იქნება ეს: სახლები, ბინები, ოფისები თუ სხვა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ბოლო ხანს ჩვენშიც იკიდებს ფეხს, რადგან ახალგაზრდა მოქანდაკის ნამუშევრები ხშირად ხვდება კერძო კოლექციებში.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში იშვიათად ცხადდება კონკურსები ქანდაკებასთან დაკავშირებით. პარკებსა და რეკრეაციულ ზონებში ნაკლებად გვხვდება ქანდაკებები, თუმცა, ალბათ, აბსტრაქტული ფიგურები რომ იყოს ქალაქში, ცუდი არ იქნება. ამ თემაზე მასპინძელსაც ვკითხე აზრი. ის ასე ფიქრობს: „ქანდაკების დადგმის საკითხი ქვეყნის დონესა და ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეს ხელოვნება მაინც ფუფუნების სფეროა და როცა ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის და სხვა პრობლემებია პრიორიტეტული, ალბათ ქანდაკებაზე ფიქრის დრო არ არსებობს. საქართველო უნდა გაძლიერდეს და ეს საკითხი მერე გადმოინაცვლებს წინა პლანზე“.
* * *
ნიკოლო მელივა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მხატვრების გარემოცვაში გატარებულმა ბავშვობამ, მამის გვერდით სახელოსნოში ძერწვა-თამაშმა, თავიდანვე მისცა პროფესიული გეზი. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე, „ტრადიციულად“ და როგორც ხშირად ხდება, მაშინდელ პიონერთა სასახლეში ქანდაკებისა და მოდელირების წრეზე დადიოდა. პირველი სკოლა დაამთავრა. თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაწყებით კლასებში სწავლობდა და მის გონებაში დღემდე შემორჩენილია დამწვარი სკოლის სურათი.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 2007 წელს დაამთავრა. მადლიერია პედაგოგების: თემურ ჭყონიას, რუსუდან გაჩეჩილაძის, თამაზ შათირიშვილის, გოგი ოჩიაურისა და გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის. თვლის, რომ ეს იყო კარგი ცოდნის მიღებისა და გამოცდილების წლები.
ნიკოლო მელივა:
– აკადემიაში ბევრი ტექნიკური ნიუანსი ვისწავლე, ადამიანის ანატომია, კონსტრუქცია და ა. შ. რაც აუცილებელია მოქანდაკისთვის. ამის შემდეგ მქონდა გარკვეული პაუზა, დაახლოებით 1-2 წელი. თითქოს დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს ცოდნა ჩემში ქვეცნობიერ დონეზე დალექილიყო და წინა პლანზე ჩემი შინაგანი სამყარო წამოსულიყო. ამის შემდეგ ნელ-ნელა თავის აღმოჩენა მოხდა, პირველ რიგში საკუთარ თავთან, და დავიწყე აღქმულისა და ჩემი შინაგანი სამყაროს გადმოცემა ნამუშევრებში. დღეს უფრო ინტენსიურად ვმუშაობ, ვიდრე უწინ. ერთ-ერთ ნამუშევარს, რომელიც აქტიური მუშაობის პირველ ეტაპზე პოლიესტერში გავაკეთე, „დაბადება“ ერქვა. ის განსაკუთრებით მიყვარს. დღეს ჩემთან აღარ არის და ხშირად მიფიქრია, სად არის, ნეტავ ერთხელ თვალი შემავლებინა-მეთქი.
ერთი პერიოდი ოქრომჭედლობამ და მინანქარმა გამიტაცა. ვმუშაობდი კიდეც ამ მიმართულებით, თუმცა დღეს ისევ ქანდაკებაა წინა პლანზე. ვცდილობ, ყველა მასალაში ვიმუშაო, თუმცა ძირითადად ვიყენებ:
ბრინჯაოს, თითბერს, ქვას, მინას, პოლიესტერს, ერთ-ერთ ნამუშევარში მთის ბროლსაც შენიშნავთ. მომწონს ობსიდიანი – ეს ქვა ძალიან შემიყვარდა, მას ვულკანურ მინასაც ეძახიან. პირველყოფილი ადამიანები მისგან საბრძოლო და შრომის იარაღებს აკეთებდნენ. თითქმის ყველა ჩემი ნამუშევრის ძირი ობსიდიანია. ამ ქვაზე იმასაც ამბობენ, ნეგატიურ ენერგიას განდევნისო. თითქმის ყველა ის ქანდაკება, რომელსაც ახლა ჩემს სახლში ხედავთ მაკეტებივითაა და შესაძლებელია გადიდდეს 2-დან 8 მეტრამდე. გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, თუ ქანდაკება ავტორის ენერგიის გამოძახილია და ის მის თითოეულ ნამუშევარში ინახება. სწორედ ავტორის მიერ ჩატუმბული ენერგია ასხივებს როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, ქალაქში და ა. შ.
ჩემს ყველა ნამუშევარს აქვს „სახელი“. რადგან ვფიქრობ, დასახელებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამგვარად, მინდა მნახველს მიმართულება მივცე და ამ ფორმით ერთგვარად ქანდაკების შინაარსი, როგორც ავტორმა, თავად შევთავაზო. ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი 2012 წელს ბერლინში დაიდგა. „ცარიელი ჩარჩოები“ სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა და ის ნაცისტურ-პროპაგანდისტული ხელოვნების წინაღმდეგ იყო მიმართული.
ქანდაკებაზე მუშაობას დიდი დრო და ენერგია მიაქვს.
2013 წელს ჩემი და მამას ერთობლივი გამოფენა მოეწყო ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. იმავე წელს გაიმართა ჩემი პერსონალური გამოფენა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში. ახლა ვაპირებ, თავი მოვუყარო 20-მდე ნამუშევარს და უახლოეს მომავალში დამთვალიერებელს წარვუდგინო. ზოგი მუსიკით, ზოგი ლექსითა და ზოგიც ფილმის გადაღებით ცდილობს თავისი შინაგანი სამყაროს გადმოცემას, ჩემთვის კი ეს გზა ქანდაკება გამოდგა.
– თქვენი ენა ქანდაკებაა, ასეც შეიძლება ითქვას...
– დიახ, ასე გამოვიდა. ჩემი შემოქმედება – ჩემი შინაგანი სამყაროა. მე ჩემი ქანდაკებებით ვლაპარაკობ.
ანა კალანდაძე

კომენტარები