11 ნივთი საძინებელში, რომელიც მამაკაცს ღალატისკენ უბიძგებს

ნებისმიერი დიასახლისი ცდილობს, სახლი რაც შეიძლება სუფთა და მყუდროდ მოწყობილი ჰქონდეს. სწორედ ასეთ გარემოში მოსწონთ მამაკაცებს დამღლელი დღის ბოლოს დაბრუნება. თუმცა არის სახლში ისეთი ნივთებიც, რომელიც ინტერიერს კი უხდება, თუმცა არცთუ სასიამოვნო ენერგეტიკას ატარებს, უფრო კონკრეტულად კი უსიამოვნო ენერგეტიკაში ღალატს ვგულისხმობთ. აღნიშნული ნივთები ყველაზე ხშირად სწორედ საძინებელში გვხვდება ხოლმე. მოდით, დავალაგოთ ეს საკითხი.

1. ცოლ-ქმრის საწოლზე არ უნდა იდოს ორი მატრასი. მათ შორის სივრცე ურთიერთობებში განხეთქილების მომასწავებელია. ასე რომ, იყიდეთ ერთი დიდი მატრასი და მოაშორეთ ფაზლები საძინებლიდან.

2. უმჯობესია მამაკაცმა
მარცხენა მხარეს დაიძინოს. ასე ის ქვეცნობიერად იცავს ქალს. გულის მხრიდან კი ერთგულებით უზრუნველყოფს საყვარელ მეუღლეს.

3. არანაირი შიშველი სილუეტი საწოლის თავზე.

4. საძინებელში შესაძლოა იყოს მხოლოდ ცოცხალი ყვავილები. კაქტუსი საძინებლის ფანჯრის რაფაზე გრძნობების გაციებას მოასწავებს. იკებანა კი ვნების განელებას იწვევს.


5. სარკე. თქვენი სილუეტი სარკეში არ უნდა ჩანდეს. ეს კარგის ნიშანი არ არის, არანაირი სარკე საწოლის თავთან და ჭერზე.

6. საწოლის ქვეშ არაფერი უნდა იდოს და ყოველთვის სისუფთავე უნდა იყოს. საწოლის ქვეშ შევარდნილი წინდაც კი ან ოთახის ჩუსტი უარყოფითი ენერგიის მატარებელია.

7. ქალის სახიანი ქანდაკების ადგილი საძინებელში ნამდვილად არ არის. თუმცა წყვილ გამოსახულებასა და პატარ-პატარა ფიგურებს შეყვარებული ადამიანებისთვის მხოლოდ ბედნიერება მოაქვს.

8. თუ ახალი ურთიერთობებეი გაქვთ, ფენ-შუის თანახმად, უნდა შეცვალოთ საძინებელში ყველაფერი, თეთრეული, ფარდები, გადასაფარებელიც კი. თუ ყველაფრის გამოცვლა არ ხერხდება, კარგად მაინც უნდა გაანიავოთ და რაც შეიძლება დიდხანს გააჩეროთ მზეზე.


9. კომპიუტერის ადგილი საძინებელში კატეგორიულად არ არის და თუ მაინც ისე მოხდა, რომ აღმოჩნდა, ეცადეთ, რომ მონიტორი საწოლს არ უყურებდეს.



10. არც ტელევიზორს უწევენ რეკომენდაციას.



11. წყლის ენერგიას საძინებელში ერთგულება არ შემოაქვს. ასე რომ, თუ გაქვთ აკვარიუმი, გირჩევთ მასზე უარი თქვათ.

კომენტარის დამატება