ასეთი მწვანე ზარდახშა ძალიან ბევრ ოჯახში ინახება და ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. მას მალაქიტის ზარდახშის სახელწოდებით იცნობენ და ძირითადად, 60-იან წლებშია შეძენელი.
მალაქიტს ყოველთვის აქტიურად იყენებდნენ ზარდახშების დამზადება-მოპირკეთებისთვის. ეს ზარდახშები იმდენად ძვირფასი იყო, რომ მათში მოთავსებული სამკაულების ფასს არ ჩამოუვარდებოდა.
მალაქიტის ზარდახშები განსაკუთრებით პოპულარული იყო რუსეთში. მალაქიტი იქ ძვირადღირებულ ქვად ითვლებოდა. გარეგნულადაც ძალიან ბევრს ხიბლავდა - მუქი და ღია მწვანე ფერების ელვარება თანაბრად აჯადოვებდა როგორც ჩვეულებივ ადამიანებს, ასევე მხატვრებსა და სხვა ხელოვანებს. მას ბევრ თვისებასაც მიაწერდნენ. მაგალითად, მიაჩნდათ, რომ
მე-19 და მე-20 საუკუნის მალაქიტის ვინტაჟური ზარდახშები თამამად შეიძლება მიაკუთვნოთ ხელოვნების ნიმუშებს, შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს. თუმცა მოთხოვნამ და პოპულარულობამ ზარდახშების დაბალფასიანი ანალოგების გაჩენაც განაპირობა.
ეს ცნობილი ზარდახშაც სწორედ ასეთი ანალოგი გახლავთ. ეს ჩეხური, უფრო სწორად, ბოჰემიური მინის ნაწარმია, რომელიც მალაქიტის იმიტაციაა. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს ძალიან უბრალო და იაფფასიანი ნივთია. ეს მინა ამ იდუმალი მწვანე ფერის მისაღებად უნიკალური ტექნოლოგიით არის დამზადებული, ულამაზესი რელიეფი კი ხელით ნამუშევარი გახლავთ. რაც მთავარია, მალაქიტის მინის წარმოება შეჩერებულია, რის გამოც ყველა ეს ნაკეთობა საკოლექციო რარიტეტად მიიჩნევა.
თუ მალაქიტის მინის ნივთები საბჭოთა წარსულიდან თქვენს ოჯახშიც შემორჩა, გაუფრთხილდით მათ - თქვენ საკოლექციო ნივთის მფლობელი ხართ.
კომენტარები
ტელ: 599570151