ნივთები სახლში, რომლებიც ქალებს მოსწონთ, მამაკაცები კი მათ გადაყრაზე ოცნებობენ

ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ დეკორი მათთვის არც ისე მნიშვნელოვანია. თითქოს არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის იქნება შპალერი ან ფარდა, მთავარია სახლში სისუფთავე იყოს, თუმცა არ დაიჯეროთ, მამაკაცებს ძალიან უყვართ სიმყუდროვე და მასზე თავისებური წარმოდგენაც გააჩნიათ.
თუ ატყობთ, რომ საყვარელი მამაკაცი სახლში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს, დაფიქრდით იმაზე, რამე ნივთი ხომ არ აღიზიანებს. ჩვენ კი შევეცდებით გაგიმარტივოთ საქმე და შემოგთავაზოთ იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთაც პირველ რიგში უნდა გადახედოთ.

1. დეკორატიული ბალიშები


ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი და ფუმფულა დეკორატიული ბალიშები, რომელთაც ნებისმიერი
ქალბატონი სიამოვნებით ყიდულობს ხოლმე, მამაკაცებში ნეგატიურ ემოციებს იწვევს.
მათ ეს ბალიშები ჭუჭყიანი და მტვრიანი ეჩვენებათ. 

2. ნახატებიანი შპალერი


ნახატებიანი შპალერი ძირითადად ქალებს მოსწონთ, მამაკაცები კი თვლიან, რომ ის დიდ ყურადღებას იქცევს და დანარჩენი ინტერიერი უყურადღებოდ რჩება. კლასიკური სადა სტილი მათთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

3. ლამაზი, თუმცა მოუხერხებელი ჭურჭელი
გოგონებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიზუალი, თუ რამე მოსწონთ ვიზუალურად, მის პრაქტიკულობაზე ხშირად საერთოდ არ ფიქრობენ, აი, მამაკაცებისთვის კი პირიქით, მთავარია ნივთი მოხერხებული და პრაქტიკული იყოს და როგორ გამოიყურება, ის აბსოლუტურად არ აინტერესებთ.

4. ფუმფულა სათამაშოები


ეს პუნქტიც შედის იმ ჩამონათვალის სიაში, რომელიც 30 წლის ზემოთ ქალბატონის სახლში უბრალოდ არ უნდა იყოს.


5. ხელოვნური ყვავილები და ხილი


საქმე ის გახლავთ, რომ ეს აბსოლუტურად უსარგებლო ატრიბუტია, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს, ის მხოლოდ მტვრის ბუდეა.

6. ნაქსოვები და მაქმანები


მაქმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევს მამაკაცის ყურადღებას, თუ ის ქალის საცვალზეა, სხვა შემთხვევაში კაცები მას, უბრალოდ, ვერ აღიქვამენ.

7. ანტიკვარიატი

ვინტაჟური სტილის მთავარი უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ ვერ გაიგებთ, რომელია დასაჯდომი სკამი და რომელი სამუზეუმო ექსპონატი. თუ სახლში ბევრი ძველებური ნივთია, ეს ფაქტორი თავისდაუნებურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ცოტათი ბოჭავს მას.

8. ფოტოები წარსულიდან

დიზაინერები ხშირად გვირჩევენ ჩვენთვის ძვირფასი ფოტოები ლამაზად მოვათავსოთ ჩარჩოებში ან გავაკეთოთ გირლიანდის სახით, თუმცა ყურადღებით იყავით, არც ერთ მამაკაცს მოეწონება ისეთი ფოტო, რომელზეც სხვა მამაკაცთან ერთად ხართ აღბეჭდილი.

კომენტარის დამატება